გაი რიჩი დაიბადა 1968 წელს ჰეტფორდშირში, დიდ ბრიტანეთში… “Butch Cassidy and the Sundance Kid” ნახვის შემდეგ, გაი რიჩმა გააცნობიერა, რომ მისი ცხოვრების კრედო რეჟისორობა იყო… თუმცა ის ვერ იტანდა სპეციალურ კინოსკოლებს და თვლიდა, რომ იმათი შემოქმედება, ვინც მსგავს სკოლებს ამთავრებდა ძალიან მოსაწყენი იყო… 15 წლის ასაკში, ის განაძევეს სკოლიდან… : ))

მხოლოდ და მხოლოდ 1995 წელს მოახერხა გაი რიჩმა დაეწყო მუშაობა თავის პროფესიით და გადაეღო რეკლამები და კლიპები მუსიკალური ჯგუფებისათვის… სწორედ 1995 წელს გადაიღო, გაი რიჩმა თავის პირველი მოკლემეტრაჟიანი ფილმი “The Hard Case”, რომელიც ვერსად ვნახე თავის დროზე, დღეს კი მხოლოდ თრეილერს წავაწყდი, რომელსაც მხოლოდ სახლში მისული თუ ვნახავ… : ))

“The Hard Case”-ის მერე, გაიმ გადაიღო ორი გენიალური ფილმი, ორი უშედევრესი, რომლის მსგავსიც მთელი შემოქმედების მანძილზე აღარ გადაუღია… ესენია: Lock, Stock and Two Smoking Barrels (1998) და Snatch. (2000).

ჩემია ზრით, ამ ორ ფილმზე ცალ-ცალკე საუბარს აზრი არ აქვს… ორივე გენიალურია, ორივე ძალიან მაგარი ღადაობაა, ორივე ერთ ჟანრშია, კრიმინალური შავი კომედიის ამბავში და გაი რიჩს კი არა, მეც კი ორივე შვილებივით მიყვარს… : ))

თუმცა თუ ცოტას ჩავუღრმავდებით, “Snatch”-ში უფრო მაგარი გადასვლები და გადაბმებია და სამსახიობო კასკადიც ბევრად მიმზიდველია, მაგრამ ეს ორი ფილმი მართლაც სასწაულია!!!

სამწუხაროდ, მსგავსი დონის ფილმი გაი რიჩს აღარ გადაუღია… ამ ორი შედევრის მერე, მან გადაიღო “Swept Away”, რომელსაც საერთოდ კატასტროფული რეიტინგი აქვს IMDB-ზე, სხვა ყველაფერსაც რომ თავი გავანებოთ… მაგრამ, მე ნანახი მაქვს ეს ფილმი და შემიძლია დაბეჯითებით გითხრათ, რომ ძალიან სახალისოა, თუმცა სხვა ყველაფრით ბანალური კომედიების დონეზე დგას… დასასრულიც კატასტროფული აქვს, როგორც მახსოვს, მაგრამ ერთხელ სანახავად, ფრიად სახალისოა!!!

შემდეგ 2005-ში იყო “Revolver”, რომელიც წლებია არ მინახავს, მაგრამ თავის დროზე ძალიან მიყვარდა… იმედი მაქვს, სულ მალე მოვიცლი და შეპირებულ “რევოლვერის” განხილვას და ჩემთვის სასურველ ვაჩოვსკების “V for Vendetta”-საც შემოგთავაზებთ…

ამიტომ, ამ ფილმზე და “RocknRolla”-ზე რაიმეს დაწერისგან, ჯერ თავს შევიკავებ, რადგან ეს უკანასკნელიც ნანახი მაქვს, მაგრამ საერთოდ არ მახსოვს… ძალიან ბუნდოვნად… : )) აი, რაც შეეხება შერლოკ ჰოლმსს, რომელიც 2009 წელს გადაიღო გაი რიჩმა და რომელზეც ისეთი შთაბეჭდილება შემექმნა, რომ მსოფლიომ გაჭედა, მე დიდად არ მომეწონა… და თან არ მომეწონა ადამიანს, რომელსაც ძალიან მოსწონს გაი რიჩის ფილმები, ჯად ლოუც და რობერტ დაუნი უმცროსზე საერთოდ ეკეტება… და სხვებმა რა ნახეს ამ ფილმში, არ ვიცი…

ალბათ, ბევრ თქვენგანსაც მოსწონს ეს ფილმი, მაგრამ ნუ გამკიცხავთ, “გემოვნებაზე არ დავობენ”, ოღონდ ეს იდეაში, მაგაზე დავის მეტს არაფერს აკეთებს ხალხი… : ))

Comments

comments

Powered by Facebook Comments

5 Comments so far »

  1.  

    გიო said

    May 25 2011 @ 20:30

    შერლოკ ჰოლმსი მეც არ მომეწონა :)) ყვეალფერში GეთაNხმები რაც დაწერე

  2.  

    მ said

    May 25 2011 @ 20:30

    პირად ცხოვრებაზეც დაგეწერა რამე:)))მადონამ აწყინა მაგ კაცს, ვეგარ იგებს კარგ ფილმებს:))))))))

  3.  

    svani said

    May 25 2011 @ 20:30

    პირად ცხოვრებაზე და პორნო ფილმებზე ასპარეზს შენ გითმობ საყვარელო… :*
    ისე თუ მოიცლი ოდესმე ჩემთვის და თან 3 წუთზე მეტით, დიდად დამავალებ… : |

  4.  

    reazone said

    June 3 2011 @ 20:30

    chemi kacia guy ritchie:)))

  5.  

    რეზ said

    June 21 2011 @ 20:30

    აუ რევოლვერი ძალიან მწყვეტს გულს რააა.. ძალიან, ძალიან მიყვარს ეგ ფილმი, მაგრამ დრამატურგიაში შეცდომები აქ..არადა ციტატები აქ ძალიან მაგარი, მე ბევრჯერ ვუყურე და კიდევ სულ ვუყურებ მაგრამ.. უფრო კარგი ფილმის გაკეთება შეიძლებოდა მაგ სცენარიტ:)ბოლო ფილმი კი ხოო.. ცოტა არ იყოს სხვანაირი აღმოჩნდა, გამართულობა არ აკლდა მაგრამ რაღაც რიჩის სტილი ბოლომდე არ იყო.. ისე როგორც ვიცი ბრედ პიტი კასტინგზე მივიდა ამ ფილმზე(თვით ბრედ პიტი), მაგრამ დოცტორი უოტსონი ვერ გახდა… მეორე ნაწილის კასტინგს გადავხედე და გავგიჯდი მორიარტის როლზე რა ხალხი არ დაამტკიცა… უცნაური ბრიტანელია ეს კაცი:00

Comment RSS · TrackBack URI

Leave a comment

Name: (Required)

eMail: (Required)

Website:

Comment:

  Wordpress Theme Protected By Wp Spam Free, Provided by Payday Loan Online