როცა ამ ფილმის განხილვა დავიწყე, ნამდვილად არ მეგონა, ასე მისხალ-მისხალ თუ მომიწევდა… მაგრამ სხვაგვარად ვერ შევძელი… მიუხედავად იმისა, რომ ძალიან ბევრი დავწერე, დასაწერი მრავლად დარჩა… : ))

წინა პოსტებში, მე საერთოდ არ მისაუბრია მალის და კობის რეალურ ურთიერთობაზე, არადა ეს იყო ყველაფრის დასაბამი…

კობი და მალი ერთად მუშაობდნენ სიზმრის კონცეფციაზე… ისინი ამას ძირითადად შემეცნების მიზნით აკეთებდნენ… თუმცა მათი აზრი ორად გაიყო, რადგან კობს უნდოდა უფრო და უფრო წინ წასულიყვნენ და მაქსიმალურად მეტი მიეღოთ სიზმრებისაგან, მალი კი ნელ-ნელა ეჩვეოდა სიზმარს, როგორც რეალობას და დადგა მომენტი, როცა მან უარი თქვა რეალობაზე და გადაწყვიტა ეცხოვრა სიზმარში, რაც დიკაპრიოს ძალიან არ უნდოდა, რადგან მან იცოდა, რომ ეს სამყარო არ იყო რეალური… ფილმში არის მომენტი, როდესაც კობი ამბობს, რომ ჩვენ სიზმარში თავს ღმერთებად ვგრძნობდითო, რაც მალის აშკარად მოეწონა, ხოლო კობი მაინც რეალობის ნაკლებობას განიცდიდა… მას შემდეგ რაც მალიმ ამჯობინა სიზმარი რეალობას, მან თავის ტოტემი* სეიფში გამოკეტა და გადამალა… მან არჩია დაევიწყებინა ის რეალობა, რომლის ნაწილიც ერთ დროს იყო და მას სიზმარი არჩია… კობსს სხვა გზა არ ჰქონდა თავიდან, მაგრამ მან მალევე იპოვა გამოსავალი. მან მალის ჩაუნერგა ერთი პაწაწკინტელა იდეა, რომელმაც შემდეგ შეიწირა მალიც და მისი ბედნიერებაც…

საინტერესოა ასევე ის პროცესიც თუ რა მარტივად ჩაუნერგა კობმა ეს იდეა მალის… მისი ტოტემის (ბზრიალას) მთავარი თვისება იყო ის, რომ სიზმარში ბზრიალებდა და არასდროს ჩერდებოდა…
კობმა მიაგნო მალის მიერ გადამალულ ბზრიალას და უბრალოდ დაატრიალა და ასე დატოვა… ამით მან შთააგონა მალის ქვეცნობიერს, რომ მისი სამყარო არ იყო რეალური და რომ ის სიზმარში იმყოფებოდა…
თუმცა კობმა ვერ გათვალა ეეეეერთი პააააწააააწკინტეეელა დეტალი, რომელმაც მისი ცოლის თვითმკვლელობა გამოიწვია. კობი ვერ წარმოიდგენდა, რომ მას შემდეგ რაც მალის ჩაუნერგავდა იდეას სიზმარში, ის გადმოჰყვებოდა და აეკვიატებოდა რეალურ ცხოვრებაშიც. საბოლოოდ კი იმის იდეამ, რომ ჩვენი რეალური ცხოვრება სიზმარია და საჭიროა თავი მოვიკლათ, რათა გავიღვიძოთ, მალი დაღუპა!!!

მაგრამ არსებობს ერთი “მაგრამ”, რომ თუ ის ყველაფერი რაც ჩვენ ვნახეთ სიზმარია თუ კობი “ნი ტო შტო” არ დაბრუნებულა იმ რეალობაში, რაც ჩვენ რეალობა გვეგონა, არამედ ისიც სიზმარია, მაშინ გამოდის, რომ მალი მართალი იყო და ის რეალურ დროსა და სივრცეში, შვილებთან ერთად იმედოვნებს რომ კობი ოდესმე გაიღვიძებს და დაუბრუნდება მათ…

სანამ იმაზე გადავიდოდე თუ რა პარალელები შეიძლება გავავლოთ “დასაწყისში” გამოყენებულ სახელებთან, მანამდე ორიოდე სიტყვით მინდა შევეხო ნოლანის გენიალურ რეჟისურას…
მე აღარაფერს ვამბობ იმაზე, რომ ნოლანმა მოიფიქრა სასწაული სცენები, რომლებიც არნახულ ეფექტს ახდენენ დიდ ეკრანზე… მე უბრალოდ მინდა გავამახვილო თქვენი ყურადღება მის გადასვლებზე სიზმრიდან რეალობაში, რეალობიდან სიზმარში…
პირველი ყველაზე ცხადი გადასვლა არის იმ მომენტში, როცა აბაზანის ნიჟარის ზემოთ, სკამზე მიძინებულ კობს ვერ აფხიზლებენ…

როცა ნეში პირველად გაულაწუნებს კობს, ის კიბიდან გადმოვარდება, ხოლო როცა წყალში ჩააგდებს, ის საოცარი სცენა, ალბათ ყველას გახსოვთ…
ასევე ძალიან ორიგინალური და საოცარი სცენაა, როცა არტური ცდილობს “kick”**-ის გაკეთებას გრავიტაციის გარეშე… ასევე გადასვლები იუსუფის ფურგონში ჯდომისას და იუმორის კულმინაცია, როცა იუსუფი მძინარე ჯგუფის წევრებს მოუბრუნდება და ჰკითხავს:
თქვენ ეს დაინახეთ?! : ))
მოკლედ ამაზე ბევრი რომ აღარ გავაგრძელო, ნოლანი პირველი რეჟისორია, ვინც ყველაზე კარგად მოახერხა ურთულესი ფილმის კომერციულად გადაღება… ისეთი ღრმა ფილმისა, რომელსაც მესამე პოსტია ვიხილავ და ვერა და ვერ გავედი ბოლოში… : ))

რა პარალელები შეიძლება გავავლოთ “დასაწყისში” გამოყენებულ სახელებთან?!

კობი – ანუ ინგლისურად cobb, ეს არის სინონიმი სიტყვისა spider, რაც ქართულად ობობას ნიშნავს. ეს სახელი ძალზედ საინტერესოა, რადგან ამ სახელს თუ ჩავუღრმავდით, შეიძლება დიკაპრიო ისე გაეხვა თავის აბლაბუდაში, რომ უკანასკნელი კადრები სულაც არ იყო ხეპი ენდი…

მალი -კობის ცოლს “პასპორტში” molly უწერია, მაგრამ რადგანაც მას მიმართავენ როგორც Mal-ს, mal/male – ფრანგულად ნიშნავს ცუდს ხოლო ინგლისურში კი Mal არის თავსართი, რომელსაც სიტყვაში შემოაქვს უარყოფითი მაგალითად: function – malfunction… (ანუ ანტონიმად აქცევს სიტყვას…)

იმსი – ტომ ჰარდის გმირი, რომელსაც Eames ჰქვია ფილმში, შეიძლება მარტივად დავაკავშიროთ არქიტექტორ/დიზაინერ ძმებთან Ray და Charles Eames -ებთან…

არიადნე*

არტური – არტური შეიძლება დავაკავშიროთ მრგვალი მაგიდის ყველაზე გამორჩეულ წევრთან მეფე არტურთან, მაგრამ რის საფუძველზე?! არსებობს ერთი ლეგენდა, რომელიც ღაღადებს, რომ არტური არასდროს გარდაცვლილა, მას უბრალოდ ძინავს როგორც მოჯადოებულ პრინცესას და შეიძლება ნებისმიერ დროს გაიღვიძოს…

იუსუფი – შეგვიძლია დავაკავშიროთ ყურანის პერსონაჟ იუსუფთან, რომელიც ცნობილი იყო იმით, რომ შეეძლო სიზმრების ახსნა…

ნეში – პირველი არქიტექტორი ნეში შეიძლება დავაკავშიროთ, თქვენთვის ყველასათვის კარგად ნაცნობ რასელ ქროუს პერსონაჟთან ფილმში “ნათელი გონება”, თუმცა მე, პირადად, ნაკლებად ვიცნობ ამ მეცნიერის შემოქმედებას და ზუსტი ლოგიკის შემოთავაზება გამიჭირდება…

პიტერ ბრაუნინგი – შეიძლება დავაკავშიროთ პოეტ რობერტ ბრაუნინგთან, რომელმაც დაწერა ლექსების სერია “ცუდი სიზმრები”. ციტატა მისი ლექსიდან: “At last awake / From life, that insane dream we take / For waking now.”

მორის და რობერტ ფიშერები – სიტყვა phishing-ისგან, ალბათ, რომელიც ვებსამყაროში ჰაკერობასთანაა დაკავშირებული და იგულისხმება, საჭირო ინფორმაციის (იდის, პაროლის ან სხვა) მიღება, სხვადასხვა ხრიკებით, კლიენტის მოტყუებით… : ))

ახლა კი, ყველაზე საიტერესო… რამოდენიმე კადრი, რომელიც შეიძლება გამორჩა თქვენს თვალსაწიერს ფილმის ყურებისას…

ბავშვების ფოტოები

იდეაში სიზმარი (I კადრი)

იდეაში სიზმარი (II კადრი)

იდეაში რეალობა (III კადრი)

იდეაში სიზმარი (IV კადრი)

ბოლო კადრი (იდეაში, ხუი ევო ზნაიეტ)

რას გვაძლევს ეს კადრები?! არც არაფერს, მაგრამ ვისაც გგონიათ, რომ მარტო ბოლო სცენაში აცვიათ ბავშვებს სხვა ფერის ტანსაცმელი, ძალიან ცდებით…

სულ ბოლოს კი, მინდა შემოგთავაზოთ კადრი, რომელიც ძალიან ბევრ თქვენგანს არ ექნება შემჩნეული და ეს კადრი არის იმ კითხვაზე პასუხი, რომელიც ჩემს რამოდენიმე მეგობარს აწუხებდა: ლიმბოში დაბერებული მალი და კობი, რატომ არიან ახალგაზრდები, როცა თავს იკლავენ?!


რელსებზე თავდადებული ულამაზესი არსება…

ეს კი ხელგადაჭდობილი მოხუცები რელსებზე…

რაც იმას ნიშნავს, რომ ახალგაზრდებად მხოლოდ იმიტომ გამოიყურებოდნენ, როცა თავის მოსაკლავად წვებოდნენ ლიანდაგებზე, რომ გააზრებული ჰქონდათ რომ ეძინათ, თორე რეალურად მოხუცები იყვნენ და მოხუცები იწვნენ რელსებზე!!!

პ.ს.
*იხილეთ წინა პოსტი…
**kick – ქიქ არის ვარდნის იმიტაცია, რომელიც ნებისმიერ დროს გაფხიზლებს, სიზმრის ნებისმიერ დონეზე თუ ტვინის რომელიღაც ფუნქცია არ აქვს ჩათრეული იმ ქიმიკატს, რომლითაჩ დაგაძინეს… : ))

პ.პ.ს.
ფილმში, როცა იხსნება “ტოტემის” მუღამი, არ არის ახსნილი რატომ, მაგრამ ნახსენებია რომ თუ სხვამ იცის შენი ტოტემის უნიკალური შესაძლებლობები, მაშინ ის უბრალოდ აზრს კარგავს… უაზრობაა მისი ქონა… ვინაიდან და რადგანაც ბზრიალა მალის ტოტემია, მალის პროექციამ სულ ზეპირად იცის მისი ფორმა, ზომა, წონა და სხვა ასრებითი თვისებებიც და ამ ლოგიკას თუ გავყვებით, ნოლანმა უბრალოდ გაგვაცურა და ბოლო კადრს საერთოდ არ ჰქონდა მნიშვნელობა… “ენივეი” ასეც და ისეც ინსეფშიენ ყველაზე მეტად ფილმის მაყურებლებს გაუკეთეს ვიდრე ფილმში მონაწილე მსახიობების პეროსნაჟებს!!!

Comments

comments

Powered by Facebook Comments

15 Comments so far »

  1.  

    kevana said

    March 31 2011 @ 20:30

    მე კითხვა მაქვს: თუ შენი ტოტემის შესაძლებლობები იცის მეორემ, მაშინ ამ ტოტემს ეკარგება ძალა, ხომ? უაზრობაა მისი ქონაო, წერ.. ხოდა კობმა რომ გაიგო მოლის ტოტების შესაძლებლობები, ამით მოლის ტოტემმა, როგორც მოლის ტოტემი (და არა კობის ტოტემი) არ დაკარგა თავისი ფუნქცია?

    ამიხსენი რა :)

    და ეგ მოხუცების კადრი მართლა არ შემინიშნავს, საღოლ შენ…

  2.  

    svani said

    March 31 2011 @ 20:30

    კი ეგრეა, მაგრამ არსებობს ერთი “მაგრამ”…
    ფილმში არ არის ნახსენები რატომ ეკარგება ძალა, ეს ჩემი ვარაუდია მხოლოდ, რომ როცა სხვამაც იცის ის თვისებები, შეიძლება ანალოგიური დაამზადოს ან შეგიცვალოს ან რაღაც მსგავსი… ანუ მარტო შენ უნდა იცოდე მისი მონაცემები, რომ გაყალბება ვერ შეძლონ…
    მალის ტოტემის ფუნქციები იცოდა კობმა, მაგრამ მას არაფერში სჭირდებოდა ამ ტოტემის გაყალბება… როცა მალი გარდაიცვალა, მან მიისაკუთრა ეს ტოტემი, თუმცა რამდენად დაფიქრდა იმაზე, რომ მალის პროექციას შეეძლო ამ ტოტემით მანიპულირება ეს არც ფილმში ჩანს და არც არავინ იცის…
    ესეც ერთ-ერთი დაშვებაა, როგორც თითქმის მთელი გარჩევა… : ))

  3.  

    kevana said

    March 31 2011 @ 20:30

    როგორც გავიგე, ტოტემის შესაძლებლობების გამჟღვნებით შეიძლება ვიღცამ გამოიყენოს ადამიანის სამართავად და ცუდი განზრახვით, აი როგორც კობმა მოლს გაუკეთა (თუმცა ამით არ ვამბობ რომ კობის განზრახ სურდა ცუდი მოლისთვის, უბრალოდ შეცდომა დაუშვა). ანუ ისეთივე შემთხვევები არ მოხდეს მასიურად რაც კობი-მოლის შემთხვევაში. მაგრამ ჩემთვის გაუგებარია როგორ იპოვა კობმა მოლის ტოტემი, ასე ადვილია მისი ხელში ჩაგდება? არტურიც არიადნასთან საუბარში ისე ლაღად ათამაშებს თავის ტოტემს… ისიც მაინტერესებს, როცა იოსუფთან ცდილობს და ვერ ასწრებს თავისი ტოტემის გამოყენებას, შემდეგში რატომ არ სცადა, ასე დარწმუნებულია რომ რეალობაშია?

    ან საერთოდ, არსებობს კი რეალობა მაგ ფილმის მიხედვით?

  4.  

    svani said

    March 31 2011 @ 20:30

    როგორ პოულობს სეიფში?! მალის სეიფს რომ პოულობს ეგ არ არის გასაკვირი, რადგან ზუსტად ეგაა კობის საქმიანობა!!! ყველაზე დახელოვნებული ქურდია… მართალია იმ დროს ეგრე არ იყო, მაგრამ რომ არ ჰქონოდა მაგის უნარი, ვერც გახდებოდა extractor… : ))
    რაც შეეხება მალის ტოტემის დასაკუთრებას… მალს ჯიბიდან ამოუვარდება, ალბათ, როცა ცდილობს ოთახს ძალადობის კვალი დაატყოს და ანგრევს ყველაფერს…(ეს კადრები არაა ფილმში), სწორედ მაშინ პოულობს კობი მალის ტოტემს, ზუსტად იქამდე სანამ მალი გადაფრინდება და მიწას დაასკდება… : )) შეიძლება არც ამოვარდნია, უბრალოდ ის თავის მოკვლას და რეალობაში დაბრუნებას აპირებდა და ხვდებოდა, რომ აღარ სჭირდებოდა ტოტემი…. : ))

    არტური კი ათამაშებს ლაღად, მაგრამ მის მონაცემებს არ ეუბნება არიადნეს…

    ხოდა, როცა იუსუფთან ვერ მოახერხა იმის გარკვევა, რეალობაში იყო თუ არა, მას შემდეგ უბრალოდ არ მიეცა დიკაპრიოს შანსი რომ შეემოწმებინა… შეამჩნევდი, საიტო რომ დაინახავს, ცოტა ეხამუშება კობს, რადგან მას არ უნდა რომ ყველამ იცოდეს მისი პრობლემები, რომ აერია რეალობა და სიზმარი ერთმანეთში, ხოლო იმისათვის განმარტოებას რომ კაი ჯიგრულად დააბზრიალოს, ვერ ახეხებს… 😀 ვერ ახერხებს კი არა, მერე სულ ჯახაჯუხია ლამის და როდის დაებზრიალებინა?! 😀

  5.  

    ირმის ნახტომი said

    April 1 2011 @ 20:30

    აი, ამით უნდა დაგეწყო. ამას გეუბნებოდი ამდენი ხანი და შენ კიდევ ვერ გავიგეო.

  6.  

    aku said

    April 3 2011 @ 20:30

    კარგი იყო სამივე ნაწილი
    რაღაცეები გავარკვიე, მარ აუფრო მეტი ამეხლართა

  7.  

    svani said

    April 3 2011 @ 20:30

    რაღაცები, ერთი ე…. 😛

  8.  

    Jessie said

    April 23 2011 @ 20:30

    ძალიან მიყვარს ეს ფილმი და ბოლო კადრს მეორედ ყურადღებით ვუყურებდი და ძალიან მაინტერსებდა რეალურად გაჩერდებოდა ის ტოტემ თუ ისევ ეძინა…

  9.  

    aku said

    May 7 2011 @ 20:30

    ჯესი, ჩვენ, ყველას ეგ გვაინტერესებს :)
    ისე კი ბოლოში რომ წერია “ვინაიდან და რადგანაც ბზრიალა მალის ტოტემია, მალის პროექციამ სულ ზეპირად იცის მისი ფორმა, ზომა, წონა და სხვა ასრებითი თვისებებიც”-ო, საქმეც იმაშია, რომ მალი პროექციაა და ვერ ეცოდინება ის, რაც არ იცის კობმა, ანუ ის არ ეცოდინება ბოლომდე, რაც ნამდვილმა მალმა იცოდა. სხვა საკითხია, როცა კობის ცოდნას ეხება საქმე… ამ შემთხვევაში ტოტემი მართლა კარგავს აზრს. მე მგონი, ტოტემი სხვა დამიანებისთგან დასაცავადაა უფრო, პროექციებთან აზრს კარგასვ… FუF რავიცი… დამადეპრესია ამ ფილმმა

  10.  

    Zurriuss.Ge said

    May 7 2011 @ 20:30

    1 თვის წინ, როცა ფანტაზიის მარაგი შემომაკლდა, “Inception”-ის საუნდტრეკები ჩავრთე ძილის წინ, თვალები დავხუჭე და ფიქრებში წავედი.რაც “დამესიზმრა”, მეორე დილით ყველაფერი ზეპირად მახსოვდა. ისე დაღლილმა გავიღვიძე…
    ამიტომაც ექნებათ ჩემს თეთრ და შავ სპილოებს ირმის რქის ეშვები, ჯაჭვის ხორთუმები, პეპლის ყურები და ზურგზე – ყუმბარმტყორცნი :)

  11.  

    svani said

    May 7 2011 @ 20:30

    ეს კომენტარი დაანონსე დიდისამბით?! 😀

  12.  

    cucqira said

    February 28 2012 @ 20:30

    დიდი შთაბეჭდილება მოახდინა ჩემზე ამ ფილმმა 😀

  13.  

    Ilia Khutsishvili said

    October 30 2012 @ 20:30

    აუუუ რას ეწევით ესეთს მეც მომაწევინეთ, ესეთი ფანტაზიის უნარი საიდან)))) მე კი არა თუ ნოლანსაც არ გაკვირვებოდა მე ვიყო კობის მამა!

  14.  

    Layzie Gio said

    October 30 2012 @ 20:30

    filmi upro chaxlarta vigacam )))

  15.  

    Giorgi Khergiani said

    October 30 2012 @ 20:30

    eh…

Comment RSS · TrackBack URI

Leave a comment

Name: (Required)

eMail: (Required)

Website:

Comment:

  Wordpress Theme Protected By Wp Spam Free, Provided by Payday Loan Online