სანამ განხილვას გავაგრძელებდე, აუცილებლად, კვლავაც უნდა აღვნიშნო, რომ “დასაწყისი” ჩემთვის პირველია დღემდე გადაღებულ ფილმთა შორის…

სანამ კობი დააკომპლექტებს თავის გუნდს, ის ხვდება რომ მას სჭირდება ახალი არქიტექტორი…  რადგან ძველმა გაყიდა ის და არტური, ხოლო თვითონ ლაბირინთების აწყობას მას შემდეგ დაანება თავი, რაც მიხვა რომ მალის პროექციას* ვეღარ აკონტროლებდა… ასე უფრო უსაფრთხოდ გრძნობდა თავს… დახმარებისთვის დიკაპრიო თავის სიმამრს ესტუმრება, რომელიც ლექტორია ერთ-ერთ პრესტიჟულ ინსტიტუტში, საფრანგეთში…
ეს არის ფილმის ერთ-ერთი ძალიან საინტერესო მომენტი, რადგან, როცა კობი უხსნის მაილსს, რომ მისგან მიღებული ცოდნის (იგულისხმება ადამიანებით მანიპულირება) კანონიერი გზით გამოყენების საშუალება მას აღარ აქვს და სწორედ ამიტომ იგდებს იგი თავს საფრთხეში, დიკაპრიოს მაიკლ კეინი ძალიან ცხადად ურჩევს, სიტყვასიტყვით, რომ დაუბრუნდეს რეალობას!!!

რატომ ვთვლი, რომ ეს უბრალო დიალოგი არის ფილმისთვის უმნიშვნელოვანესი?! პასუხი ძალიან მარტივია, ფილმის დასასრული გაძლევს მაყურებელს იმის საშუალებას, რომ ფრთა შეასხა შენი ფანტაზიის უსაზღვრო უნარს და განავრცო ან წარმოიდგინო ფილმი ისე, როგორც შენ გაგიხარდება… ჩვენ შეგვიძლია მივიჩნიოთ, რომ მაიკლ კეინი მიუთითებდა დიკაპრიოს იმაზე, რომ ის ცხოვრობს თავის გამოგონილ ფანტაზიებში და რომ “გლობალ ინჟინერია”, მსხვილი კორპორაციების დაკვეთები და ეს ყველაფერი უბრალოდ არ ასახავს რეალობას… რომ ეს მხოლოდ კობის ფანტაზიის ნაყოფია და თუ სურს მას, რომ დააღწიოს თავი ამ ყველაფერს, ერთადერთი გზა არის რომ დაუბრუნდეს რეალობას…

მას შემდეგ რაც კეინი აღუთქვამს ლეოს, რომ მასზე უკეთეს არქიტექტორს მისცემს, დიკაპრიო იცნობს ელენ პეიჯის გმირს, რომელსაც არიადნე ჰქვია… მის სახელს თუ ჩავუღრმავდებით, მოგვიწევს მინოტავრის ლაბრინთის გახსენება ბერძნული მითოლოგიიდან… სწორედაც, რომ არიადნეს დახმარებით მოახერხა თეზევსმა მინოტავრის დამარცხება და რაც ჩვენს შემთხვევაში უფრო მნიშვნელოვანია, ლაბირინთიდან თავის დაღწევის გზაც სწორედ მან აპოვნინა, როცა ძაფის გორგალის გამოყენება ურჩია…
ერთი-ერთში შეგვიძლია გავავლოთ პარალელი “დასაწყისთან”, რადგან სწორედ მაშინ, როცა ყველა ხელს ჩაიქნევს, არიადნე სთავაზობს კობს ერთადერთ გამოსავალს, რომელიც საბოლოოდ, მთელს გუნდს წარმატებას მოუტანს…

ძალიან საინტერესოა ასევე ის მომენტი, როცა პირველად შეჰყავს კობს არიადნა სიზმარში, თუმცა მან ამის შესახებ არც კი იცის…
სწორედ მაშინ ხსნის დიკაპრიო ჩვენი ტვინის უნიკალურ თვისებას:

” -ამბობენ, რომ ჩვენ მხოლოდ ჩვენი გონების ნამდვილი შესაძლებლობის მცირედ ნაწილს ვიყენებთ, მაგრამ ეს როცა ფხიზლები ვართ… ხოლო, როდესაც ჩვენ გვძინავს, ჩვენს ტვინს პრაქტიკულად ყველაფერი შეუძლია!!! (კობი)
-მაგალითად?! (არიადნე)
-წარმოიდგინე, რომ შენ აპროეკტებ შენობას… შენ, გამიზნულად ქმნი ყველა დეტალს, მაგრამ ხანდახან გეჩვენება, რომ დეტალი თვითონ იქმნება… ხვდები, რასაც ვგულისხმობ?! (კობი)
-კი, თითქოს მე მას ვპოულობ… (არიადნე)
-წმინდა შთაგონება… და ძილის დროს ჩვენი ტვინი, ამას მუდმივად აკეთებს… ჩვენ ვქმნით და შევიცნობთ სიზმრის სამყაროს, ერთდროულად!!! ჩვენი გონება კი ამას ისე შეუდარებლად აკეთებს, რომ ჩვენ ვერც ვამჩნევთ… სწორედ ეს გვაძლევს საშუალებას, რომ ვიყოთ ამ პროცესის ნაწილი…

პირველი და მეორე სწავლების კურსიც, ძალიან ჰგავს ვაჩოვსკების “მატრიცის” კოპიას… რაღა თქმა უნდა, იდეურად… ვისაც კი ნანახი აქვს მატრიცა, ამ ეპიზოდების ერთმანეთთან დაკავშირება არ გაუჭირდება…
“დასაწყისი” ასევე ძალიან ჰგავს “მემენტოს”, “Shutter Island”-ს რიგი მომენტებით… თუ “მატრიცას” და “მემენტოს” ფილმი ჰგავს მხოლოდ იდეურად, “Shutter Island”-ს ფილმი ვიზუალურადაც ჰგავს… სცენა, სადაც დიკაპრიო წყალს ისხამს სახეზე და უკანასკნელად “ეპოტინება” ტოტემს** იდენტურია სცენისა, რომელიც “Shutter Island”-ის დასაწყისშია, როცა დიკაპრიო ცდილობს გამოფხიზლებას სარკის წინ, ცივი წყლის შესხმით… რახან, “მატრიცა” ვახსენეთ, ისიც უნდა აღვნიშნოთ, რომ ის პირველი ფილმი იყო, სადაც “თოკების” მეშვეობით გადაღებულ იქნა საოცარი სცენები, განსაკუთრებით კი ნეოს და აგენტი სმიტის შერკინებისა, რომელიც ძალიან ჩამოჰგავს არტურის “დაცვის ბიჭთან” ორთაბრძოლას, თუმცა ამისათვის ნოლანმა, “თოკების” ნაცვლად, მოძრავი პავილიონი შექმნა…
ეს სიტუაცია, ძალიან მაგონებს საიტოს და არტურის დიალოგს:
” -მაშინ მთელი ბიზნეს კლასის ბილეთების შესყიდვა მოგვიწევს… (არტური)
-თვითონ ავიაკომპანია ვიყიდე, ჩავთვალე ასე უფრო იოლი იქნებოდა. (საიტო)”

ამის შემდეგ იწყება, რაც იწყება… დანარჩენი ფილმი, იმ ეპიზოდამდე, სანამ ყველა კმაყოფილი გაიღვიძებს თვითმფრინავის კაბინაში, არის “გაჩალიჩების” ხელოვნება… იმდენად ვიყავი, პირადად, სპეცეფექტებით, დიალოგებით, მუსიკით გართული, რომ მხოლოდ მესამე ნახვაზე “დავამუღამე” თავიდან ბოლომდე თუ რას “უჩალიჩებენ” და როგორ რობერტ ფიშერს…
ახლა კი შევეცდები თქვენც აგიხსნათ თუ რა და როგორ…

იუსუფს შეაქმნევინებენ ისეთ ხსნარს, რომელმაც სტაბილურად უნდა შეინარჩუნოს სიზმრის სამი დონე. პირველი დონე არის ფორდის ფურგონი, მეორე დონე სასტუმრო, ხოლო მესამე დონე ალპები…

პირველ დონეზე, რობერტ ფიშერს გაიტაცებენ, მას ხელოვნურად “შეაქმნევინებენ” მამამისის სეიფს და მის პაროლსაც… ამ ყველაფერში უდიდესი წვლილი მიუძღვის იმსის იმიტატორულ ნიჭს, რადგან ის მოახერხებს იმდენს, რომ რობერტ ფიშერის ქვეცნობიერი, მას მის ნათლიად და მამამისის მარჯვენა ხელად პიტერ ბრაუნინგად აღიქვამს… მას შემდეგ რაც სეიფი შექმნილია, იმსი პიტერ ბრაუნინგის სახით, ამ სეიფში რობერტს მამამისის ახალ ანდერძს მოათავსებინებს, რომელიც მთელს მის იმპერიას ნაწილებად შლის, თუმცა პირველ დონეზე რობერტს არ ეუბნებიან თუ რატომ შეიძლებოდა ნდომოდა ეს მამამისს…

მეორე ეტაპი არის სასტუმრო, სადაც კობი გადაწყვეტს, რომ თამაშში შემოიყვანოს მისტერ ჩარლზი, მიუხედავად იმისა, რომ არტური ამის წინააღმდეგია დიკაპრიო მაინც არ დაიშლის… მისტერ ჩარლზის აზრი იმაში მდგომარეობს, რომ დიკაპრიო გაუმხელს რობერტს რომ ის სიზმარშია, თუმცა “დააბოლებს” რომ ის ვითომ მისი დაცვის წევრია და დაარწმუნებს რომ ვითომ თვითონ კი არა, არამედ თვითონ რობერტის ქვეცნობიერი ცდილობს მისი გონებიდან ინფორმაციის მოპარვას… ამით ის რობერტის გონებას უპირისპირებს მისივე ქვეცნობიერს, თვითონ კი მისი ნდობით აღჭურვილი პირი ხდება… მეორე ეტაპშივე აიძულებს დიკაპრიო ფიშერს, რომ გაიხსენოს თუ რა ხდებოდა პირველ ეტაპზე… როცა მას უჭირს გახსენება, დიკაპრიო უხსნის ფიშერს, რომ ეს ისეთივე რთულია, როგორც უეცრად შეწყვეტილი სიზმრის გახსენება…
რაც ყველაზე მთავარია, მეორე ეტაპზე კობის გუნდი მოახერხებს პიტერ ბრაუნინგის რეპუტაციის შერყევას, რითიც ისინი ცდილობენ, რომ რობერტი დააშორონ მის ნათლიას და დაახლოვონ მამამისთან, რომელთანაც მას ძალიან დაძაბული ურთიერთობა ჰქონდა…
რობერტს დააჯერებენ, რომ ის პიტერ ბრაუნინგმა გაიტაცა და ისიც იმიტომ, რომ არ უნდოდა რომ მამამისის ბოლო დაცინვა განხორციელებულიყო და დაშლილიყო ენერგო იმპერია…

მიუხედავად პიტერ ბრაუნინგის გულწრფელობისა, მისტერ ჩარლზი(დიკაპრიო) არწმუნებს რობერტ ფიშერს, რომ პიტერი იტყუება და სჯობს, რომ დააძინონ ის და მის ქვეცნობიერში გაიგონ მისი რეალური მოტივი… ასე აღმოჩნდებიან ისინი, სიზმრის მესამე დონეზე, სადაც ყველაზე მთავარი არტილერია, მამა-შვილის დიალოგისას შედის, თუმცა დიკაპრიოს გუნდი იმდენად უზადოდ ახერხებს ამას, რომ ფიშერის ქვეცნობიერი თვითონ ქმნის ბოლო ეტაპს ანუ მამამისი დანახვისას და გასაუბრების შემდეგ, თვითონვე აღებს “თავის” მიერვე შექმნილ სეიფს “თავისივე” მოგონილი პაროლით და პოულობს იმას, რაც კობის გუნდს სჭირდებოდა რომ მას ეპოვნა…

მამა-შვილის დიალოგი:
” -მე ისეთი… იმედ… იმედ… იმ…იმედგ….
-ვიცი, მამა… შენ იმედგაცრუებული ხარ, რომ მე შენ არ დაგემსგავსე…
-არა! მე იმედგაცრუებული ვარ, რომ შენ გინდოდა დამსგავსებოდი…”

რა იდეა დევს ამ ქაღალდის “ქარის წისქვილში”?! როგორ მარტივადაც ჩაუნერგა კობმა მალს იმის იდეა, რომ მისი სამყარო არ არის რეალური, როცა იპოვნა მისი სეიფი და უბრალოდ დააბზრიალა მისი ტოტემი, ასეთივე მარტივად შეგვიძლია შევხედოთ ამ სიტუაციასაც…
იდეაში ეს ქაღალდის “სათამაშო” ბავშვობაში თვითონ რობერტ ფიშერმა გააკეთა და მასში დევს იმის იდეა, ჩემი აზრით, რომ თვითონ გააკეთოს რაიმე ღირებული და არ იცხოვროს მამამისის იმპერიის კმაყოფაზე…

ამის შემდეგ, ყველა ბედნიერი იღვიძებს თვითმფრინავსი კაბინაში… ყველა ბრუნდება სახლში… მათ შორის კობიც, რომელიც თავდაპირველად აბზრიალებს თავის ტოტემს, თუმცა მერე შვილებისკენ გარბის და სულაც არ ადარდებს ბზრიალა უწყვეტად იტრიალებს თუ დაეცამა… მას, ბოდიში მომითხოვია და სულ ცალ ფეხზე კიდია, ის რეალობაშია თუ არა, ის ბედნიერია თავის ოჯახთან ერთად…
ფილმის ბევრნაირი აღქმა არსებობს:
პირველი: კობი დაუბრუნდა რეალობას და თავს ბედნიერად გრძნობს რეალურ სამყაროში თავის ოჯახთან…
მეორე: კობი ჩარჩა ლიმბოში***.
მესამე: კობმა თვითმფრინავში დაიძინა და მთელი ფილმი სიზმარია, მის გაღვიძებამდე…
მეოთხე: “დასაწყისი” არის ალეგორიული ჟანრის ფილმი თვითონ ფილმის გადაღების ტექნოლოგიაზე, რომ საიტო არის ფილმის სპონსორი, არიადნე სცენარისტი, დიკაპრიო რეჟისორი და ასე შემდეგ, ხოლო რობერტ ფიშერი კი ის მაყურებელი, ვისზეც ფილმია გათვლილი…

და მეხუთე, ჩემთვის ყველაზე საყვარელი და მისაღები… რომ იდეა თვითონ კობს ჩაუნერგეს… მთელი ფილმი არის იმაზე, რომ კობმა პირველად თავის ცოლს ჩაუნერგა იდეა, იდეა, რომელმაც მალი შეიწირა, რადგან მან თვითმკვლელობით დაასრულა სიცოცხლე, რადგან რეალური სამყარო სიზმარი ეგონა… ამას კობი, ვერაფრით ვერ პატიობს საკუთარ თავს და არც კი აქვს იმედი, რომ ოდესმე ეს ტვირთი მოეხსნება და თავს კვლავ ბედნიერად იგრძნობს…
თუმცა ბოლო კადრები ამის საპირისპიროს ამტკიცებს!!! როგორ მოახერხეს და როდის დააძინეს კობი?! როდესაც იუსუფის სარდაფში ჩადიან, სადაც დიკაპრიოს სთავაზობენ იუსუფის ხსნარის გამოცდას, კობი გაღვიძების შემდეგ ვერ ამოწმებს მას სძინავს თუ არა და ფილმის ბოლომდე მისი ტოტემი არცერთ კადრში აღარ ჩანს… ბოლოს კი ჩანს, მაგრამ კობს, როგორც ზევით მოგახსენეთ “კიდია”.

ვიცი, რომ ძალიან ბევრი დეტალი გამომრჩებოდა, ისიც ვიცი, რომ, ალბათ, ამ ორი პოსტით ვერ დავაკმაყოფილე თქვენი ცნობისმოყვარეობა ბოლომდე, მაგრამ კიდევ ერთს დავძენდი, არ აქვს მნიშვნელობა კობს ეღვიძა თუ ეძინა, ლიმბოში იყო თუ რეალურ სამყაროში, ფაქტი ისაა, რომ კრისტოფერ ნოლანმა მოახდინა ამ ფილმის ჩვენს გონებაში ჩანერგვა, პირადად ჩემსაში, სამარადისოდ!!!

*პროექცია – როდესაც ჩვენ სიზმარს ვხედავთ, მასში ჩვენგარდა ძალიან ბევრი ადამიანი მონაწილეობს, ზოგი ნაცნობი, ზოგიც კი უცნობი… ყველა სიზმრის მონაწილე, ჩვენი ქვეცნობიერის და გონების მიერ შექმნილი პროექციებია, ისინი არ არიან რეალურნი… შეიძლება ისინი არსებობენ რეალურ ცხოვრებაში, მაგრამ ჩვენს სიზმარში ისინი პროექციები არიან… რადგან რეალურად ისინი იქ არ იმყოფებიან, ეს მხოლოდ ჩვენი ქვეცნობიერის წარმოსახვის უნარის დამსახურებაა…

**ტოტემი – რა არის ტოტემი?! ტოტემი არის სპეციფიკური ნივთი, რომელიც ამ “ბიზნესში” ჩართულ ადამიანს აუცილებლად სჭირდება, რათა არ დაკარგოს იმის აღქმა თუ რა არის რეალური და რა არა…
ტოტემით უნდა მიხვდე შენ გძინავს თუ არა… ანუ სიზმარში მას სხვა თვისება უნდა ჰქონდეს და ცხადში სხვა…

***ლიმბო – ფილმის მიხედვით ლიმბო არის სიზმრის ყველაზე ბოლო(ქვედა) დონე… ის არ ჰგავს სხვა დონეებს და ადამიანი თუ იქ მოხვდა შეიძლება სამუდამოდ გაიჭედოს, სანამ რეალურ ცხოვრებაში არ გარდაიცვლება… ლიმბოში არის მხოლოდ ცარიელი ქვეცნობიერი, რომელიც სიზმრის ნებისმიერი მონაწილიდან შეიძლება დარჩენილიყო…

იმედია ამ პოსტის კითხვას, რომ დაასრულებთ ასეთი სახე არ გექნებათ…

Comments

comments

Powered by Facebook Comments

32 Comments so far »

  1.  

    ირმის ნახტომი said

    March 29 2011 @ 20:30

    ჩემი ყველაზე საყვარელი მომენტია, როდესაც კობს პირველად შეჰყავს არიადნა სიზმარში.
    ახლა რას ვერ ვიგებ და რატომ არ მომწონს ეს ფილმი: თუ კობს უნდოდა ის და მალი ბედნიერები ყოფილიყვნენ არა სიზმარში, არამედ ცხადში და ამისთვის დაანგრია ყველაფერი, მაშინ ბოლოს რატომ აღარ აინტერესებს ის სიზმარშია თუ არა. რატომ აღარ ელოდება მალის ტოტემის გაჩერებას?! რატომ? რატომ? რატომ?

    პ.ს. ის ფიფქიანი განმარტებები სად გააქრე?

  2.  

    svani said

    March 29 2011 @ 20:30

    უი, ეგ კაი გამახსენე!!! მივაწერ აუცილებლად!!!
    ბოლოს მალი მკვდარია და O.o
    მგონი, ვერ მივხვდი, რა იკითხე?! : ))

  3.  

    ირმის ნახტომი said

    March 29 2011 @ 20:30

    ლიმბოც მიამატე.
    მალი ასეც და ისეც ამ აფიორამდეც მკვდარი იყო და ამ ოპერაციამ რა შეცვალა ვითომ?

  4.  

    svani said

    March 29 2011 @ 20:30

    ლიმბოც რომ მივამატო, კიდევ ერთი პოსტის დაწერა მომიწევს…
    ხო, მალი მკვდარი იყო, მაგრამ თუ გულდასმით წაიკითხავდი, აშკარად მიწერია, რომ მთელი ფილმის განმავლობაში კობს აქვს თავის თავზე აღებული მალის სიკვდილი და ვერ პატიობს ამას ვერაფრით საკუთარ თავს… რადგან მალი იმ იდეამ შეიწირა, რომელიც კობმა ჩაუნერგა მას…
    ამ ოპერაციით კი ის იცვლება, რომ კობი ბედნიერი უბრუნდება თავის შვილებს და ეს მხოლოდ იმიტომ ხდება, რომ საიტომ მოუგვარა მას კანონის წარმომადგენლებთან სიტუაცია თუ იმიტომ, რომ კობს ჩაუნერგეს იდეა, რომ მისი ბრალი არაა მალის მკვლელობა, ეს თითოეული მაყურებლის პირადი გადასაწყვეტია… : ))

  5.  

    svani said

    March 29 2011 @ 20:30

    To Be Continued-ის სუნი მცემს… : ))

  6.  

    Taa said

    March 29 2011 @ 20:30

    დიკაპრიო თავის მამამთილს

    მამამთილიოოოოოოოოოოოო? :)

  7.  

    svani said

    March 29 2011 @ 20:30

    შენ რა, კობის მამა გგონია მაიკლ კეინი?! 😀 😀 😀

  8.  

    Taa said

    March 29 2011 @ 20:30

    დიკაპრიო მამამთილს ვერ მიმართავს
    კაცებს მამამთილები არ ყავთ
    კაცებს ყავთ სიმამრები :)

  9.  

    Taa said

    March 29 2011 @ 20:30

    ისეთი გემრიელად დაწერილი მიმოხილვაა რომ კიდევ მომინდა ნახვა
    გადმოვწერ და ვნახავ ხვალ :)

  10.  

    svani said

    March 29 2011 @ 20:30

    მადლობა თაა, მაგრამ სრული მაინც ვერაა და შეიძლება კიდევ ერთი პოსტის დადებამაც მომიწიოს…. : ))

  11.  

    SunRise said

    March 29 2011 @ 20:30

    eg mec momxvda tvalshi 😀 magram xalxs Sesworebis siamovneba ar wavrtvi 😛
    da eees? “ძველმა გაყიდათ ის და არტური” gayidaT?

  12.  

    svani said

    March 29 2011 @ 20:30

    ირა, “შე გამყიდველო!!!”
    ვერც ახლა მიხვდი მაგას?! : ))

  13.  

    SunRise said

    March 29 2011 @ 20:30

    :* ეგ არავის დაუბრალებია ჩემთვის ჯერ

  14.  

    წილო said

    March 29 2011 @ 20:30

    ხერგო კიდევ ერთი პოსტი რა პლზ :))) აი ძაან მაგარია პირველიც და მეორეც მარა ლიმბო და მალის ისტორია მართლა მისამატებელია + ამას ავტორის მოსაზრების მოსმენაც კარგი იქნებოდა, დასასრულთან დაკავშირებით :)) ბრავო !

  15.  

    წილო said

    March 29 2011 @ 20:30

    აუ მეც კიდევ ერთხელ მომინდა ყურება “)))) ისევე როგორც მატრიცის ფილოსოფიის წაკითხვის შემდეგ მატრიცის ნახვა 😀

  16.  

    svani said

    March 29 2011 @ 20:30

    ავტორის მოსაზრება დასასრულთან დაკავშირებით, მგონი, აქაც ნათლად ჩანს…
    დიდი შანსია იმის, რომ დავდებ კიდევ ერთ პოსტს, მაგრამ FB-ს შაბლონი გამახსენდა, როცა ეს პოსტი დააგროვებს 50 Share-ს, დაიდება მესამე ნაწილი… 😀 😀 😀

  17.  

    წილო said

    March 29 2011 @ 20:30

    კომენტარების ლაიქები აქაც რო შემოიღო როგორმე არა? :)))))))))))) უი ხო რა უნდა მეთქვა, მე ვიცნობ რამოდენეიმე Death Note ის ფანს. მაგაზეც თუ დადებ პოსტს შეირები არ მოაკლდება დამიჯერე :)))

  18.  

    svani said

    March 29 2011 @ 20:30

    დიდი სიამოვნებით, მაგრამ ესე დეტალურად როცა ვიხილავ ფილმს, ვიწერ ხოლმე, რომ მარტო მახსოვრობის იმედზეც არ ვიყო და ეგ კიდევ 39 სერიაა, მაგრამ დავდებ, ალბათ, მაგის განხილვასაც იმიტომ, რომ ჭკუა მეკეტება, მაგრამ ახლო მომავალში, ალბათ არა… : ))
    ვინჩესტერი არ მიწყობს ხელს… : ))

  19.  

    ირმის ნახტომი said

    March 29 2011 @ 20:30

    ეგრე არა, უბრალოდ ლიმბო*** – (განმარტება).
    ახლა გავიგე შენი პოზიცია. 😉

  20.  

    svani said

    March 29 2011 @ 20:30

    მარი, ლიმბო საერთოდ არ მაქვს ნახსენები და განმარტებას ამ პოსტში რატომ მოითხოვ?! O.o

  21.  

    ირმის ნახტომი said

    March 30 2011 @ 20:30

    “ფილმის ბევრნაირი აღქმა არსებობს:
    ………………
    მეორე: კობი ჩარჩა ლიმბოში.”

  22.  

    svani said

    March 30 2011 @ 20:30

    ვაღიარებ, გნებდები… : ))
    დავამატებ ლიმბოს დეფინიციას… : ))

  23.  

    ირმის ნახტომი said

    March 30 2011 @ 20:30

    მიყვარს ასეთი მომენტები.

  24.  

    ირმის ნახტომი said

    March 30 2011 @ 20:30

    მეორედაც უნდა გადავიკითხო (პოსტი არა, შენი კომენარი)…

  25.  

    svani said

    March 30 2011 @ 20:30

    კაი

  26.  

    Taa said

    April 1 2011 @ 20:30

    ეს მემენტო რა ფილმია?
    დამილინკე აბა

  27.  

    svani said

    April 1 2011 @ 20:30

    http://gol.ge/index.php?cat=movies&details=380&order=1.1&search=memento
    აჰა, მაგრამ ხარისხზე პასუხს ვერ ვაგებ… : ))

  28.  

    Zurriuss.Ge said

    May 7 2011 @ 20:30

    კომენტარს დავწერ შემდეგ პოსტზე :)

  29.  

    svani said

    May 7 2011 @ 20:30

    “დასაწყისის” დასაწყისმა რა დაგიშავა?! 😀

  30.  

    რეზ said

    June 17 2011 @ 20:30

    inception.. .. ეს ფილმი დროდარო უფრო დაფასდება და გაანალიზდება.. მართალია science fiction ურთულესი ჟანრია, რომელიც ბევრ რეჟისორს თრილერში გაურბის ხოლმე, მაგრამ კრისტოფერ ნოლანმა შეძლო და დაამტკიცა, რომ კინო ჯერ კიდევ ცოცხალია და სული აქვს.. ეს ფილმი ნამდვილი IQ ტესტია.. უკომპრომისოდ მიდის ნოლანი, ბოლომდე მიჰყვება ფილმს და არცერთ გმირს არ ტოვებს გაუხსნელად.. თუმცა მთლიანობაში ფილმი ძალიან რთულია.. აქ არ უნდა შეგრცხვეს უკან გადახვევა და მომენტის თავიდან ყურება.. არც დაპაუზება, რადგან წამიც კი ამ ფილმის ერთი გასაღებია.. ეს არაა ფილმი სადაც მხოლოდ რაღაც სიუჟეტებია მთავარი, ყველა წამი უმაგრესია.. ყურებისას თვალს თუ დაახამხამებ ყველაფერს გამოტოვებ… და ბოლო კადრიც… მბრუნავი ბზრიალა… ამ დროს ყველა ფიქრობს გაცჰერდება თუ არა… რაზეც მერე ნოლანმა თქვა: მე ორი პატარა შვილი მყავს და მათ გარეშე ერთ წამსაც ვერ გავძლებო.. ასე რომ არც ლეოს დატოვებდა შვილების გარეშე:)) Rez

  31.  

    svani said

    June 17 2011 @ 20:30

    მე არცერთ ფილმზე არ მიტყდება უკან გადახვევა, რა ვიცი…
    ეგ უბრალოდ სნობიზმია თუ არ გესმის და არც ახვევ… : ))

  32.  

    რეზ said

    June 21 2011 @ 20:30

    კარგი გარჩეულია, ყოჩაღ…..:))) მაგრამ ნეტავ რა იქნება ვინმეს 100პროცენტით რო შეეძლოს ყველაფრის მიხვედრა… ერთადერთი ფილმია , რომელმაც ჩამაფიქრა მართლა mulholland drive-ა ჩემი ყველაზე საყვარელი ფილმი თუ არა.. თუმცა აუცილებლად ვიცი თუ ყველა დროის საუკეთესო ფილმის დასახელებას მთხოვენ, ამ ფილმს აუცილებლად პირველად გავიხსენებ ..

Comment RSS · TrackBack URI

Leave a comment

Name: (Required)

eMail: (Required)

Website:

Comment:

  Wordpress Theme Protected By Wp Spam Free, Provided by Payday Loan Online