სანამ განხილვაზე გადავიდოდე, აუცილებლად უნდა აღვნიშნო, რომ “დასაწყისი” ჩემთვის პირველია დღემდე გადაღებულ ფილმთა შორის…

კრისტოფერ ნოლანი, ლეონარდო დიკაპრიო, კენ ვატანაბე, მარიონ კოტილიარდი, ჰანს ციმერი… არ მესმის ამაზე უკეთესი რა უნდა ინატრო კაცმა… ამ ფილმის გამოსვლის შესახებ, წლინახევრით ადრე გავიგე და ერთი წელი ნარკომანივით ველოდი… ბოლო დღეებში, ისე გავჭედე, რომ ციმერის საუნდტრეკები გადმოვწერე და თრეილერებს ვაკვდებოდი…

როგორც იქნა 22 ივლისს შედგა პრემიერა კინოთეატრ “რუსთაველში”, უკვე 21ში ვგრძნობდი, რომ ფილმის სასწაული მოლოდინი მქონდა, ისეთი რომ, მეგონა რაც არ უნდა ყოფილიყო, ბოლომდე მაინც ვერ გამიმართლებდა ჩემს უდიდეს მოლოდინს… ფილმის უკანასკნელ წუთებამდე, მაინც მქონდა შეგრძნება, რომ ბოლომდე ვერ “მიქაჩავდა”, მიუხედავად რომ ეგეთი სიამოვნება ფილმისგან არასდროს მიმეღო და მაინც ფილმი ისე დასრულდა, რომ ჩემს მაქსიმალურ მოლოდინებსაც კი გადააჭარბა…

“დასაწყისი” ძალიან რთული და ჩახლართული ფილმია, ამას პლიუს ის საოცარი ეფექტები, რომლისთვისაც ფილმმა ოთხი ოსკარი აიღო, მითუმეტეს უფრო რთულს ხდის ყველაფერზე თვალყურის მიდევნებას და აზრის ჩაწვდომას… მე, პირადად 6-7ჯერ მაქვს ეს ფილმი ნანახი, 3ჯერ მარტო დიდ ეკრანზე და მაინც, არ ყოფილა შემთხვევა, მეყურებინოს და რამე ახალი მომენტი, კადრი, დეტალი არ შემემჩნიოს…

ფილმი არის ძალიან ორიგინალური, არაჩვეულებრივი მუსიკით გაფორმებული, სასწაული რეჟისურით გამორჩეული, მსახიობების უზადო ოსტატობით გაჯერებული, არნახული სპეცეფექტებით დატვირთული და პლიუს ამას აქვს TWIST endingi ანუ უეცარი დასასრული…
ამიტომ, ყველას ვისაც დღემდე არ გინახავთ ეს ფილმი, თამამად შემიძლია გურამ დოჩანაშვილის სიტყვებით მოგმართოთ და გითხრათ, რომ თქვენ ნამდვილად “მისალოცები” ხართ და ჩემი რჩევა იქნება, რაც შეიძლება მალე შეელიოთ ამ სტატუსს…

ფილმის დეტალურად განხილვა ძალიან შორს წაგვიყვანს… ამიტომ, მაქსიმალურად ვეცდები ვიყო ლაკონიური და ამავდროულად მრავლისმომცველი… თუმცა, ერთ პოსტში მაინც ვერ ჩავეტევი… : ))

ნოლანს უნდოდა თავისი ფილმში შეხებოდა მრავალ თემატიკას და გადაეღო, რაღაც უჩვეულო, ეს მან გენიალურად მოახერხა. ფილმში წამოჭრილია ისეთი სერიოზული თემები, როგორებიცაა: სიზმარი, ადამიანის ქვეცნობიერი, სიყვარული, დანაშაულის გრძნობა, ტელეპატია და ასე შემდეგ…

This review will definitely contain SPOILERS so BEWARE!!!

“-რომელია ყველაზე ძნელად გასანადგურებელი პარაზიტი?! ბაქტერია?! ვირუსი?! itestinal worm-кишечний глист?! <—ვერ ვთარგმნე (კობი)
-მისტერ კობს უნდა აღნიშნოს, რომ… (არტური)
– იდეა!!! ის ძნელად განსაკურნებელი და ადვილად გადამდებია… თუკი იდეა დაეუფლება გონებას, მისგან თავის დაღწევა პრაქტიკულად შეუძლებელია… მე ვგულისხმობ ბოლომდე ჩამოყალიბებულ და გაცნობიერებულ იდეას, ჩაბუდებულს გონებაში…”

ფილმი იწყება იმით, რომ ლეონარდო დიკაპრიოს და ჯოზეფ გორდონ ლუიტის პერსონაჟები, შესაბამისად კობი და არტური, “კერავენ” საიტოს…
არტური უხსნის მას, რომ შესაძლებელია დახელოვნებული ქურდები “შეუძვრნენ” მას სიზმარში და მოპარონ მისთვის ყველაზე ღირებული ინფორმაცია…
ის სთავაზობს საიტოს, რომ ასწავლის მის ქვეცნობიერს თუ როგორ გაუმკლავდეს ამგვარ თავდასხმას, მაგრამ ერთი პირობით: ის ბოლომდე უნდა მიენდოს კობს, მისცეს მას ყოველგვარი ინფორმაცია…

“-როგორ მოახერხებთ, რომ ჩემს ქვეცნობიერს ასწავლოთ დაიცვას ინფორმაცია ყველაზე დახელოვნებული ქურდებისგანაც კი?! (საიტო)
-მე ვარ ყველაზე დახელოვნებული ქურდი. (კობი)”

თუ საიტო იქნებოდა თანახმა, ის “ჩაუკაკლავდა” კობს ყველაფერს, რაც კი მისთვის იქნებოდა საინტერესო… თუმცა ამან არ გაჭრა, რადგან საიტო ინფორმირებული იყო წინასწარ…

მალევე ირკვევა, რომ ეს ინფორმაცია საიტოს დიკაპრიოს ცოლისგან, მალ-ისგან ჰქონდა. როცა ეს ყველაფერი ირკვევა, მაყურებელის პირველი შთაბეჭდილება კობის და მალის ოჯახზე არის ის რომ, მომენტალურად პარალელს ავლებ “მისტერ სმიტების” ოჯახთან, თუმცა ფილმის მსვლელობისას არკვევ, რომ დიკაპრიოს ცოლი, ჯეინ სმიტივით ერთ-ერთი სააგენტოს მიერ დაქირევაბელი მკვლელი კი არაა, არამედ ის კარგა ხანია უკვე გაღმაა გასული… ბუნებრივია ჩნდება კითხვა: სად გაღმა?! სად გაღმა და მარილზე, მალი კტარია, კტარი… : ))

ყველაფრის მიუხედავად კობი მაინც ახერხებს გარკვეული მასალის მოპარვას საიტოსგან, მაგრამ მას ამავდროულად უხდება არტურის გაღმა გამგზავრება… თუმცა მხოლოდ და მხოლოდ გაღვიძების მიზნით… : ))

ამ სიტუაციაში, ყველაზე საინტერესო მიგნება არის ცოლ-ქმრის დიალოგში:
“-საყვარელო, მგონი, ტყუილად ემუქრები არტურს, ჩვენ ხომ სიზმარში ვართ… (კობი)
-მუქარას გააჩნია… თუ მე მას მოვკლავ, ის გაიღვიძებს, მაგრამ აი ტკივილი კი… (ესვრის ფეხში, არტურა ზმუის…) ტკივილი კი გონებაშია… და სიტუაციას თუ დავუკვირდებით, ჩვენ შენს გონებაში ვართ, არა არტურ?!”

ბუნდოვნად მახსოვს, მაგრამ პირველ კურსზე როდესაც ფსიქოლოგიას გავდიოდით, ლექტორი გვიხსნიდა, რომ რაღაც პერიოდის შემდეგ შეუძლებელი ხდება ადამიანს უფრო ატკინო… ანუ როცა ტკვილის პიკი დგება, მის მერე თუ გინდა კუალდა ურტყი, მეტ ტკივილს მაინც ვერ მიაყენებ… ამ დიალოგში სწორედ ეს არის ხაზგასმული, რომ სანამ სიზმარში სიტუაცია პიკს არ აღწევს, მანამდე არ გეღვიძება…

ცოტა ხანში, აღმოჩნდება რომ, საიტომ გამიზნულად შემოუშვა არტური და კობი მის გონებაში, ის მათ კასტინგს უტარებდა… მისი თავდაპირველი შთაბეჭდილება მათზე, მას მერე რაც გაიღვიძებენ, არცთუ სახარბიელოა, თუმცა ირკვევა რომ ისინი კვლავ სიზმარში არიან… მაშინ საიტო ხვდება, რომ ბიჭები მართლაც პროფესიონალები არიან და ცოტა ხანში მათ ძალიან რთული დავალების შესრულებას სთავაზობთ…

საიტოს უნდა, რომ კობმა და მისმა გუნდმა, კი არ მოიპაროს, არამედ მის კონკურენტს ჩაუნერგოს ერთი მარტივი იდეა, მაგრამ კობს თუ ვენდებით:
“მარტივი იდეა არ არსებობს, მითუმეტეს მაშინ, როდესაც შენ ის უნდა ჩანერგო ვიღაცის გონებაში…”
არტური კი თვლის, რომ ეს შეუძლებელია და ცდილობს საიტოსაც დაუმტკიცოს:
“-კარგი, ახლა მე ჩავნერგავ ერთ იდეას შენს ტვინში!!! არ იფიქრო სპილოებზე!!! რაზე ფიქრობ?! (არტური)
-სპილოებზე. (საიტო)
-მაგრამ ეს თქვენი იდეა არაა, რადგან თქვენ იცით, რომ ის მე ჩაგინერგეთ. ობიექტის გონებას ყოველთვის შეუძლია ყურადღება მიადევნოს იდეის დაბადებას. ბუნებრივი შთაგონების გაყალბება შეუძლებელია!!! (არტური)
-ეს სიცრუეა!!! (კობი)”

მიუხედავად იმისა, რომ არც კობს და მითუმეტეს არც არტურს არ უნდათ ამ საქმეზე წასვლა, საიტო “შესთავაზებს კობს ისეთ წინადადებას, რომელზეც ის ვერ იტყვის უარს” (© ნათლიმამა)
საიტო პირდება კობს, რომ მოახერხებს მის შვილებთან დაბრუნებას, თუმცა როცა კობი სთხოვ გარანტიებს, ის უხსნის რომ არ შეუძლია გარანტიების მიცემა, თუმცა არწმუნებს, რომ “სიტყვის კაცია”. რახან შვილების თემას შევეხეთ, აუცილებლად უნდა აღვნიშნოთ, რომ კობის ყველაზე სანატრელი ოცნება თავის შვილებთან დაბრუნებაა, თუმცა გარკვეული მიზეზების და გამო მას ეს არ შეუძლია…

ამ “სძელკის” “გაჩარხავდამდე”, როცა საიტო მეორედ ხვდება კობს და არტურს, მას თან ახლავს მათივე “არქიტექტორი”, რომელიც მის სიზმარში შესაღწევად მოიშველიეს. საიდან აღმოჩნდა ნეში საიტოსთან?! მან უღალატა თავის გუნდელებს და საიტოსთან საკუთარი ტყავის გადარჩენის მიზნით მივიდა… საიტო მოღალატის დასჯას ურჩევს კობს, თუმცა ის ეუბნება, რომ მისი მოკვლა მისთვის არ არის ოპტიმალური ვარიანტი და რომ ის ასე არ წყვეტს პრობლემებს. საიტო კი მხოლოდ ერთადერთ რჩევას აძლევს, რომ შემდეგში, უფრო სანდო ხალხი აიყვანოს გუნდში….

დიკაპრიო აყალიბებს ძალიან კარგ გუნდს, რომელშიც კობის და არტურის გარდა შედიან: არქიტექტორი არიადნა, იმიტატორი იმსი და ქიმიკოსი იუსუფი. საიტო კი აიძულებთ მათ, რომ იყოს ჯგუფის მეექვსე წევრი…

Comments

comments

Powered by Facebook Comments

10 Comments so far »

  1.  

    ირმის ნახტომი said

    March 29 2011 @ 20:30

    თავიდან ფილმის მოკლე შინაარსიც რომ დაგეწერა უფრო კარგი იქნებოდა.

  2.  

    svani said

    March 29 2011 @ 20:30

    ვერ ვიტან წინასწარ ფილმის შინაარსის დაწერას… მასეთი შინაარსები, მეტწილად თავისი სპოილერებით ნებისმიერ ქართულ “ვარეზზეც” წერია… : ))

  3.  

    ირმის ნახტომი said

    March 29 2011 @ 20:30

    უბრალო ფაბულა, თორემ ასე ისინი, ვისაც ნანახი არ აქვთ, ვერაფერს გაიგებენ. თუ მათზე გათვლილი არაა?

  4.  

    svani said

    March 29 2011 @ 20:30

    შენ ან პოსტი არ წაგიკითხავს ან ვერ ვხვდები რას მოითხოვ… : ))
    გადახედე დასაწყისს სანამ სპოილერების გაფრთხილებასთან დაკავშირებულ ნიშნულამდე მიხვალ და მერე მითხარი რა “ფაბულა” აკლია… : ))

  5.  

    ირმის ნახტომი said

    March 29 2011 @ 20:30

    იცი რა არის, მე რომ ნაყურები არ მქონოდა გონზე ვერ მოვიდოდი რა ხდება.

  6.  

    svani said

    March 29 2011 @ 20:30

    ვისაც ნანახი არ აქვს, იმათ არც უნდა წაიკითხონ…
    მე, როცა ფილმების განხილვებს ვდებ, ვურჩევ ნახვას და მერე ვიწყებ ფილმის გარჩევას… აბა თავიდანვე გარჩევის წაკითხვა, წიგნის ბოლო გვერდიდან კითხვის დაწყებას ჰგავს ჩემთვის… : ))

  7.  

    ირმის ნახტომი said

    March 30 2011 @ 20:30

    როცა ეგ ვიკითხე უბრალოდ ხო რომ გეთქვა, არა?!
    მე ეგრე არ ვარ, თუ ფილმზე არაფერი ვიცი, იმას არასოდეს ჩავრთავ და…

  8.  

    svani said

    March 30 2011 @ 20:30

    ხო, მაგრამ რევიუზე არასდროს შევალ ფილმის შინარსის გასაგებად, არა?! : ))

  9.  

    ირმის ნახტომი said

    March 30 2011 @ 20:30

    მე შევალ. საერთოდაც, შემიძლია ფილმის დასასრული ვნახო და მერე მას უფრო დიდი უნტერესითაც ვუყურო.

  10.  

    svani said

    March 30 2011 @ 20:30

    Fight Club ნახე ეგრე და Usual Suspects…. 😉

Comment RSS · TrackBack URI

Leave a comment

Name: (Required)

eMail: (Required)

Website:

Comment:

  Wordpress Theme Protected By Wp Spam Free, Provided by Payday Loan Online