Interstate 60 ჩემი ერთ-ერთი უსაყვარლესი ფილმია. ზოგისთვის ის კომედიაა, ზოგისთვის ერთხელ სანახავი და დროის მოსაკლავი ფილმი, მაგრამ…

ამ ფილმში თითქმის ყველაფერია, რაზეც კი ცნობიერად თუ ქვეცნობიერად ოდესმე მიფიქრია. პირველად როცა ვნახე, აშკარად მქონდა ის შეგრძნება, რომ ამ ყველაფერზე მეც მქონია გარკვეული მოსაზრებები, თუმცაი ბობ გეილმა ამ ყველაფერს თავი მოუყარა და ერთ სანახაობრივ ისტორიად აქცია.

პოსტი შეიძლება შეიცავდეს “სპოილერებს”. ვისაც ნანახი არ აქვს ზემოთხსენებული ფილმი, მათთვის კითხვის გაგრძელება არ არის რეკომენდებული…

ფილმი იწყება შემდეგი სიტყვებით:
“არსებობს თეორია: რომ წარმოვიდგინოთ უსასრულო სამყარო და დრო, მაშინ ყველაფერი მოხდება… ანუ ეს ნიშნავს იმას, რომ ყველაფერი გარდაუვალია… მათ შორის ისეთი რამაც კი, რაც შეუძლებელია… ეს კი, საუკეთესო ახსნაა ყველაფრისათვის…”

“როგორც ყველა საინტერესო ისტორია,ფილმი იწყება ერთ-ერთ “პაბში”(ლუდის ბარში), სადაც ორი ახალგაზრდა, ლუდის სმის ფონზე ბჭობს ამა თუ იმ ზოგადსაკაცობრიო საკითხზე…
ერთ-ერთი მათგანი წამოჭრის თემას, რომ თითქმის ყველა ერს ჰყავს ისეთი არსება, რომელიც სურვილებს ასრულებს… გარდა ამერიკელებისა!!!
არაბებს ჰყავთ ჯინები…
ირლანდიელებს ლეპრეკონები
ჩინელებს დრაკონები და მაიმუნები…
ხოლო ევროპელებს კი ფერიები და ტყის სულები…

-და ვინ გვყავს ჩვენ?!
-სანტა კლაუსი…
-სანტა კლაუსი არ ასრულებს სურვილებს, მას მხოლოდ მოაქვს საჩუქრები… მაშ ვინ?!
-არავინ…
-სწორედაც!!! ჩვენ არ გვყავს ასეთი მითიური პერსონაჟი…
-ცდებით მეგობრებო!!! ჩვენ გვყავს ერთი ასეთი პერსონაჟი, რომელიც თითო ადამიანზე თითო სურვილს ასრულებს… მისი სახელია ე.ს. გრანტი… (O.W.Grant=one wish granted) ანუ ერთი სურვილი გარანტირებულია, თუმცა მას ძალიან ბევრი სახელი აქვს და ის ერთ-ერთი ყველაზე მოუხელთებელი ნაბიჭვარია…

ფილმი არის ძალიან სახალისო, მაგრამ ამავდროულად დამაფიქრებელიც.

გარი ოლდმენის პერსონაჟი, ძალიან ჰგავს სატანას, რომელიც ადამიანების მანკიერებებზე მაგრად ხალისობს. ის ასრულებს, ნებისმიერი ადამიანის სურვილს, რომელიც მას გზაზე გადაეყრება. თუმცა მხოლოდ ერთ სურვილს… : ))
ხალისის საშუალებას კი ის აძლევა, რომ ადამიანებმა ხშირად არ იციან თუ რა ისურვონ და მეტწილად მათი სურვილები ხდება მათივე დამღუპველი. სწორედაც, რომ ამას აღნიშნავს ოლდმენის პერსონაჟი დასაწყისშივე: “ზოგმა ისიც კი არ იცის, რა ინატროს!”

ფილმში არის ერთი პერსონაჟი, რომელსაც ჰქონდა ე.ს. გრანტთან შეხვედრის “ბედნიერება”. ეს ადამიანი ყოველთვის განიცდიდა იმას, რომ შიმშილის დროს ეჩვენებოდა რომ მთელს რესტორანს შთანთქამდა, რეალურად კი არცთუ ბევრის ჭამა შეეძლო. მან ოლდმენის პერსონაჟს შესთხოვა ამ პრობლემის მოგვარება… დღეს ის ძალიან ბევრს მოგზაურობს, რადგან ცდილობს ნიძლავებით მოგებული ფულით დაიკმაყოფილოს არანორმალური შიმშილის გრძნობა. როცა მთავარი გმირი ეკითხება მას თუ რამდენად მოსწონს დღეს თავისი ახდენილი სურვილი, ის პასუხობს რომ ეს წყევლად ექცა… ამ მომენტში ოლდმენი მხრებს იჩეჩავს, რითიც ხაზს უსვამს იმას, რომ მან მხოლოდ ის სურვილი აასრულა, რაც ინატრა და რომ შედეგები მას აღარ ეხება… : ))

ერთ-ერთ ეპიზოდში ოლდმენი მერსდენს ეუბნება, რომ მას ერთმა მამაკაცმა ასეთი რამე სთხოვა: “მას უნდოდა სექსი ნებისმიერ ქალთან, პრეზერვატივის გარეშე, თუმცა არ უნდოდა, რომ აქტის შემდეგ, ეს ქალები დაორსულებულიყვნენ… ამ სურვილზე ბევრი ვიფიქრე, ბოლოს კი პლეიბოის ჟურნალი და ბევრი ხელსახოცი გავუგზავნე…” 😀 😀 😀

ფილმში ძალიან ბევრი საინტერესო მომენტია, რომლის აღწერასაც ერთი პოსტი ნამდვილად არ ეყოფა, მაგრამ ჩემთვის ყველაზე საყვარელი მომენტი მაინც Museum of Art Fraud-ია ანუ ყალბი ნამუშევრების გამოფენა.

ამ ფოტოში კარგად ჩანს წარწერა ავტობუსზე: “WESTERN ART CRITICS” (რომელშიც სხედან დასავლეთის ხელოვნებათმცოდნეები-კრიტიკოსები)

ორი სიტყვით, ეს არის ე.ს. გრანტის მუზეუმი, სადაც მან მოახერხა, მსოფლიოში ყველაზე სახელგანთქმული მხატვრების ნამუშევრების ორიგინალების შეგროვება. თუმცა ამ მუზეუმს არც დაცვა ჰყავს და ძალიან იაფადაც შეიძლება ნახატების შეძენა, რადგან განთავსებულ ნამუშევრებს ყველას ისე აცნობენ, როგორც ცნობილი ნახატების რეპროდუქციას. როგორც ოლდმენის პერსონაჟის ანუ ე.ს. გრანტის ცოლი უხსნის ნილ ოლივერს, მისმა ქმარმა ეს მუზეუმი მხოლოდ იმიტომ გააკეთა, რომ ნახატები მართლაც იმ ადამიანებმს შეიძინათ, ვისაც ესმით მხატვრობა და ვისთვისაც რეალურად ძვირფასია ხელოვნება. სნობი კრიტიკოსები კი მიწასთან ასწორებენ გენიალურ ქმნილებებს, რადგან ე.ს. გრანტის ცოლი ეტყვით მათ, რომ ეს მისი ძმისწულის (მილ ოლივერის) ნამუშევრებია…

უწიპუწი ხალხის და ძნ ხელოვნებათმცოდნეების დაცინვის ზეიმი ფილმში Interstate 60:

ამ ფილმში არის უამრავი მიგნება, რომლებმაც მე თავის დროზე აღტაცებაში მომიყვანა! მარტო ნარკომანების და იურისტების ქალაქი რად ღირს?!

მაგრა სულ ყველაფერსაც რომ თავი დავანებოთ, ამ ფილმში ორი გენიალური მსახიობი თამაშობს: გარი ოლდმენი და კრისტოფერ ლოიდი.
პ.ს. მაგრამ მეტწილად ფილმი მერსდენის და ემი სმარტის გამო უფრო უყვართ. კაცია და გუნება…

Comments

comments

Powered by Facebook Comments

10 Comments so far »

  1.  

    kate alukard said

    March 22 2011 @ 20:30

    აუჰ მართლა უგენიალურესი ფილმია ^^ ძალიან ბევრჯერ მაქვს ნანახი და გარი ოლდმენი ამ ფილმიდან უფრო მეტად შემიყვარდა ❤❤❤ ისე ხომ მიყვარდა და მიყვარდა ^^ ❤
    მევასება რა შენი პოსტები ფილმებზე ^^ ვაბშე სულ სხვა თვალით შევხედავ ხოლმე ❤
    და ისა პ.ს. ფბ შეარი დაამატე რა პოსტებს ან ლაიქის ღილაკი ^^

  2.  

    aku said

    March 22 2011 @ 20:30

    ამას წინად ამომიტივტივდა თავში ეს ფილმი… :)
    იმდენი ხანია, არ მინახავს. მართლა საუკეთესოა ამ ჟანრში.
    სხვა თავალით უყურებ ცხოვრებას.
    ზე ფილმია.
    პ.ს. ფილმებზე მართლა კარგად წერ, დიიდ სიამოვნებით ვკითხულობ :)

  3.  

    svani said

    March 23 2011 @ 20:30

    ისე, არ მივარგა “პოდჩერკი” ხო, თვარა ფილმებზე… 😀 😀 😀

  4.  

    SunRIse said

    March 23 2011 @ 20:30

    erterti chemi usayvarlesi filmia 😀 didi xania ukve

  5.  

    kate alukard said

    March 23 2011 @ 20:30

    ახლა დავაფიქსირე კიდევ ერთი ზე მაგარი მომენტი ფოკუზნიკი რეი პალატაში :დ ძალიან მაგარი დიალოგია : )))

  6.  

    cucqira7 said

    March 23 2011 @ 20:30

    ეს კინო მეც მიყვარს :) ბილიარდის ბურთი რო აქვს ეგ მინდა :))

  7.  

    Jessie said

    April 23 2011 @ 20:30

    კინო ძლაიან მიყვას. კინო – ზღაპარი.. სულ ვპიქრობდი ის ბურთი (კითხვებზე რომ პასუხობდა) მე რომ ჩავარდნოდა ხელში რას ვიზამდი? მერე გადავიპიქრე არ მინდა მეთქი (თორე ხომ მაძლევდნენ ნუ), ის ბიჭი ნაბიჯს ვერ დგამდა ბურთისგან პასუხის მიღების გარეშე და ეს ძალიან ზღუდავს გონებას….

    ამიტომ ყველაფერი კია კავშირში, მაგრამ უკეთესია არ ვიცოდეთ ჩვენი მომავლის შესახებ

    ფილმი მართლა ძლაიან მაგარია, თან მშვენიერი და ჩემი საყვარელი მსახიობებია :)

  8.  

    რეზ said

    June 21 2011 @ 20:30

    მშვენიერი ფილმია რაააა..

  9.  

    ჩორვენი said

    December 11 2011 @ 20:30

    მაგარი ფილმია ძალიან ♥
    ყველაზე მაგარია გრანდი რომ ამბობს – As I say, messing with people’s heads can be a lot of fun. You should try it.

    და მომენტი საავადმყოფოში – Black hearts? Red spades? Come on, thats like cheating

    მარა არა ყველა მომენტი ძალიან მაგარია ♥
    რამდენჯერაც არ უნდა ვუყურო ახალ ახალ აღმოჩენებს ვაკეთებ

  10.  

    Sgt. Pepper said

    December 11 2011 @ 20:30

    მაგარი ფილმია! სახალისოც და დამაფიქრებელიც…
    მე ის პერსონაჟი მიყვარს, სხეულზე რომ დინამიტი აქვს მიმაგრებული და ტყუილის მოსმენის შემთხვევაში თავის აფეთქებით რომ იმუქრება:):):)

Comment RSS · TrackBack URI

Leave a comment

Name: (Required)

eMail: (Required)

Website:

Comment:

  Wordpress Theme Protected By Wp Spam Free, Provided by Payday Loan Online