მას შემდეგ რაც ნოლანი აღმოვაჩინე, სუნთქვაშეკრული, წლობით ველოდები ყოველ ახალ ფილმს და  იმედი ჯერაც არ გამცრუებია… (მიუხედავად ამხელა მოლოდინისა)

პირიქით!!!

პირველად ფილმი ამირანში ვნახე პრემიერაზე, მაგრამ…

რუსული თარგმანი ძალიან ცუდად ისმოდა. პლიუს ამას, დარბაზში მყოფი ხალხი დამატებით ბარიერს ქმნიდა. სეანსი მაინც შოკირებულმა დავტოვე…

http://www.myvideo.ge/?act=dvr&chan=rustavi2hq&seekTime=14-11-2014+07%3A44

დღეს, უკვე მეორედ, კინო რუსთაველში ვნახე ინთერსთელარი და თითქოს ყველაფერი თავის ადგილას დალაგდა. რაღაც დონეზე ამოვხსენი კრისტოფერის ფაზლი…

ევრიკააააააა!!!!

ვინც უკვე ნახეთ ფილმი, მომყევით და გავარჩიოთ… ვინც არა, რაღაც მინდა გკითხოთ: თქვენადა, რას ელოდებით?! : | : | : |

ბავშვები მოარიდეთ ეკრანებს და სპოილერებს!!!

მერფი (გოგონა) საკუთარ ოთახში ხედავს აჩრდილს, გარკვეულ ანომალიებს. რის შედეგადაც, მამამისთან ერთად (კუპერი/მაკკონაჰი) პოულობს შიფრს ორობით სისტემაში. შიფრით ნასას ზესაიდუმლო ადგილის კოორდინატებს იგებენ. ბოლოს ირკვევა, რომ ეს გზავნილი თვითონ კუპერმა დაშიფრა მომავლიდან…

იბადება კითხვა, რომელსაც მე ერთი ნახვით ვერ ვუპასუხე. თუ მხოლოდ საკუთარი გზავნილის (მომავლიდან) გამო მოხვდა კუპერი ნასაში, ნასას გარეშე შავ ხვრელში როგორ აღმოჩნდა?! ანუ, მარტივად რომ ვთქვათ, თუ კოორდინატებს ვერ იპოვიდა, ვერც ნასას “ოფისს” მიაგნებდა და თუ ნასას ოფისს ვერ მიაგნებდა, შესაბამისად კოსმოსშიც ვერ აღმოჩნდებოდა.

მეორე ნახვაზე მივხვდი, რომ ჩვენ ფილმის ყურებას შუიდან ვიწყებთ. ანუ იქამდეც მომხდარია გარკვეული ფაქტები, რასაც ნოლანი არ გვაჩვენებს. მოდი გავიხსენოთ,პროფესორი ბრენდის (მაიკლ კეინი) და კუპერის საუბარი:
-შენ იდეალური ვარიანტი ხარ მისი მართვისთვის!
-კი მაგრამ, თქვენ ისიც კი არ იცოდით მე ცოცხალი ვიყავი თუ არა და აუცილებლად გაუშვებდით ხომალდს უჩემოდაც…
– ის ხალხი, ვინც უნდა გაგვეშვა, მხოლოდ და მხოლოდ “სიმულატორზეა” გაწვრთნილი. მაგრამ ხომალდს გავუშვებდით, რადგან სხვა გზა არ გვქონდა…

ჩემი აზრით,  ნასამ თვითონ მიაკვლია კუპერს, დაითანხმა წასვლაზე და გაუშვა კოსმოსში. რის შედეგადაც, ის აღმოჩნდა შავ ხვრელში, თავისი შვილის მერფის ოთახში გამომწყვდეული. მან დაიწყო გამოსავლის ძიება თუ როგორ შეეცვალა წარსული და შესაბამისად მომავალი.

სწორედ ამიტომ, ის აგზავნის საკუთარ თავს ნასაში იმაზე ადრე, ვიდრე მას ნასა იპოვის… (კოორდინატები)

თუმცა, ეს მცდელობაც კრახით სრულდება. კუპერი ბოლოს უკვე ცდილობს, რომ საკუთარი შვილის მეშვეობით მაინც მიაღწიოს სასურველ შედეგს… რასაც საბოლოო ჯამში ახერხებს კიდეც!!!

პირველი ნახვის შემდეგ, სხვა რამეც მაინტერესებდა. თუ ტიპები გახუთგანზომილებიანდნენ,  დედა რატომ მოუ***ა და შვილი რატომ მოუ***ა ნოლანმა კუპერს?! მეორე სეანსის შემდეგ, მივხვდი, რომ 5 განზომილებაში ძალიან დიდი ხნის მერე აღმოჩნდებიან ადამიანები. შვილი კი ოთხგანზომილებიანში უკვდება. თუ კარგად მოუსმენთ მამა-შვილის დიალოგს, იმასაც მიხვდებით, რომ ის ადგილი, სადაც არიან, დროებითი თავშესაფარია. რეალურად, საბოლოო ბინას, კაცობრიობა ბრენდთან ანუ ჰეტეივეისთან ჰპოვებს. (რის ერთ-ერთ მანიშნებლადაც შეგვიძლია ბრენდის მიერ სკაფანდრის მოხსნაც ჩავთვალოთ)

 

როცა მეორედ უყურებ ინთერსთელარს, ხვდები თუ რამხელა მნიშვნელობა აქვს თითოეულ სიტყვას სცენარში და როგორი მინიშნებებითაა სავსე მთელი ფილმი. კრისტოფერ ნოლანმა სამეცნიერო ფანტასტიკაში, ქვეცნობიერ დონეზე მაინც, ჩადო რელიგიური თემატიკა… მაკკონაჰი დაპირდება თავის შვილს რომ დაბრუნდება და ამით იხსნის კაცობრიობას. კუპერს ეუბნებიან, რომ გაიგზავნა 12 ეკიპაჟი სხვადასხვა პლანეტაზე. მთელი ფილმის განმავლობაში, არსად ჩანს თუ რამდენი წლისაა მეთიუ, როცა დედამიწას ტოვებს. (სხვათაშორის, არც მაშინ, როცა შვილი ეუბნება მე დღეს დაბდღე მაქვს და შენხელა გავხდიო)
თუმცა, მისი შვილი 10 წლისაა, როცა ის დედამიწიდან მიდის. კუპერი კი 23 წლის შემდეგ ნახულობს ვიდეოს, სადაც მერფი ეუბნება მამამისს, რომ მე ახლა ზუსტად შენხელა ვარ და დროა უკვე დაბრუნდეო!!! (10+23=???)

მოდი, გავუყვეთ ამ ვერსიას… საბოლოოდ კუპერი მიდის იმ დასკვნამდე, რომ ბრენდი მართალი იყო და რომ სიყვარული უნდა დააყენოს ადამიანმა ყველაფერზე მაღლა. (ვიღაც ქადაგებდა ასე მძაფრად სიყვარულს,  ოღონდ ვინ, ზუსტად ვერ ვიხსენებ…)

თუ კი ამ ვერსიას გავუყვებით, მივიღებთ ერთადერთ ლოგიკურ და საინტერესო ვარიანტს თუ რატომ არის კუპერი ცოცხალი შავ ხვრელში ჩავარდნის შემდეგ.

ამავე ლოგიკით, შეგვიძლია პროფესორი ბრენდი ღმერთს შევადაროთ, ხოლო მეთ დეიმონი ანუ დოქტორი მენი იუდას. პროფესორი ბრენდი, გადაწყვეტს კაცობრიობის ბედს.
ის გაწირავს კაცთა მოდგმას დედამიწაზე, რათა სათავე დაედოს სიცოცხლეს, ახალ პლანეტაზე. დოქტორი მენი კი უხსნის კუპერს, რომ პროფესორი ბრენდი გმირია, რადგან ის ადამიანურ მანკიერებებზე მაღლა დადგა.

რაც შეეხება მეთ დეიმონს, დოქტორ MANN (man-კაცი) ასე ჰქვია მის პერსონაჟს, რომელიც ზუსტად ყველაზე დიდ ადამიანურ მანკიერებას – ეგოიზმს ავლენს და მზადაა თავისი სიცოცხლის გამო, საფრთხის ქვეშ დააყენოს მთელი კაცობრიობა… MANN არ თქვა სიმართლე, რომ მისი პლანეტა არ იყო სასიცოცხლოდ ვარგისი. ამ შემთხვევაში მას აღარავინ მიაკითხავდა და მარტოობაში დალევდა სულს.

მას მერე, რაც ‘მოაკითხეს’, დოქტორმა პრაგმატული გადაწყვეტილება მიიღო და მართალიც იყო, როცა კუპერს დედამიწაზე დაბრუნების საშუალებას არ აძლევდა…

არსებობს ასეთი მოსაზრება, რომ ქრისტე იუდას გარეშე ვერ იქნებოდა ქრისტე. ის რომ იუდას 30 ვერცხლად არ გაეცა, აღარ იქნებოდა ჯვარცმა. სწორედ, ჯვარცმის და მკვდრეთით აღდგომის მერე იწამა ყველამ მისი ღვთაებრიობა.

რადგან ფილმში ლაზარეც ბევრჯერაა ნახსენები, ჩვენ თავისუფლად შეგვიძლია ზემოთხსენებული პარალელების გავლება და შეგვიძლია დოქტორი მენის საქციელიც, ზუსტად ამ ჭრილში განვიხილოთ.

რადგან თუ რამე ცუდი უნდა მოხდეს, ის აუცილებლად მოხდება!!! (მერფის კანონი)

 

შეიძლება ბოლოს ძალიან გავუტიე, რადგან 6 ხდებაუკვე, მე კი ღონემიხდილი კვლავაც რაღაცებს მივედ-მოვედები ინთერსთელარზე, მაგრამ მაინც მგონია რომ საინტერესო იქნება თქვენთვის ამ პოსტის წაკითხვა…

 

ხოდა, ‘ტარსის’ ნათქვამზე რომ “მათ ეს იმისთვის არ გაუკეთებიათ, რომ ჩვენ წარსული შევცვალოთო” მატრიცაში ნეოს და ორაკულის შეხვედრა მახსენდება, მეორე ნაწილიდან:

-კანფეტი გინდა?! (ორაკული)

-თქვენ ხომ უკვე იცით რასაც გიპასუხებთ?! (ნეო)

-რაღა თქმა უნდა?! მე ხომ წინასწარმეტყველი ვარ?! (ორაკული)

-მაშინ მე როგორ უნდა გავაკეთო არჩევანი?! (ნეო)

-შენ აქ იმისთვის არ ხარ, რომ არჩევანი გააკეთო… შენ აქ იმისთვის ხარ რომ გაიაზრო თუ რატომ გააკეთე ეს არჩევანი!!! (ორაკული)

 

 

Comments

comments

Powered by Facebook Comments

Leave a comment

Name: (Required)

eMail: (Required)

Website:

Comment:

  Wordpress Theme Protected By Wp Spam Free, Provided by Payday Loan Online