ალბათ, ყველას თუ არა უმეტესობას გაქვთ დღეები, როცა მძიმე ფილმის ყურების ხასიათზე არ ხართ… ეს არცაა გასაკვირი… ბევრი ცდილობს კინოს ყურებით, იმ დაძაბულ და რუტინულ რეჟიმს მოსწყდეს, რომელშიც იმყოფება… ცოტა გაერთოს, გახალისდეს და დაიმუხტოს სასიამოვნო გრძნობებით…
მინუსი იზიდავს პლიუსს და პირიქით… ეს თვით ბუნების კანონია… ამიტომ, ყოველთვის საინტერესოა ორი ადამიანის ურთიერთობა, როდესაც ისინი აბსოლუტურად განსხვავებულები არიან ერთმანეთისგან…
ზოგადად, ადამიანები სხვა ადამიანში საერთოს ძებნით იწყებენ ნაცნობობას… არ აქვს მნიშვნელობა საერთო მეგობრების ძებნაზე იქნება საუბარი თუ იმ ხელოვნების სფეროზე, რომელიც ორივესთვისაა საინტერესო… მთავარი ისაა, რომ თუ ორი ერთმანეთისგან სავსებით განსხვავებული ადამიანი დაიწყებს მეგობრობას, ნელ-ნელა, ერთმანეთის გავლენით ისინი გარკვეულწილად მსგავსნი ხდებიან…
Intouchables 2011 წლის ფრანგულენოვანი ფილმია, რომელიც ორი ადამიანის მეგობრობის არცთუ დაუჯერებელ ისტორიას მოგვითხრობს, იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ ნამდვილ ამბავზეა დაფუძნებული… ძალიან საინტერესო, მაგრამ უფრო მეტად სახალისო ფილმია… საათის და 52 წუთის განმავლობაში, დარწმუნებული ვარ, რომ თქვენ ვერ მოიწყენთ თუ მის ნახვას გადაწყვეტთ…
თავისი დედა აზრით, ის გარკვეულწილად მოგვაგონებს მორგან ფრიმენისა და ჯეკ ნიკოლსონის გენიალურ დუეტს ფილმში ‘The Bucket List’.
მე ვერ დაგიწყებთ დარწმუნებას იმაში, რომ ფრანსუა კლუზეტის და ომარ საის დუეტი გაცილებით შთამბეჭდავია, ვიდრე ზემოთხენებული გენიოსებისა, მაგრამ ერთი რამ კი დანამდვილებით ვიცი, რომ ორივე ძალიან მაგარი ფილმია და თუ რომელიმე თქვენგანს ერთ-ერთი მაინც არ გაქვთ ნანახი, შეგიძლიათ ახლავე შეუდგეთ გადმოწერას, რადგან წინ ძალიან სასიამოვნო შთაბეჭდილებები გელოდებათ!!!
Comments
Powered by Facebook Comments








გია said
March 10 2012 @ 16:39
გუშინ ვუყურე ამ ფილმს და ფრიად ნასიამოვნები დავრჩი
გურამი said
March 12 2012 @ 16:39
ნამდვილად კარგი კინოა
გირჩევთ უყუროთ
loler said
May 19 2012 @ 16:39
ორივე ძალიან კარგი ფილმია, მაგრამ მსგავსების რა გითხრათ.
Beshkensky said
June 24 2012 @ 16:39
ხო, მეც მაგ ფილმის ასოციაცია გამიჩინა ეგრევე ;დ ორივე ძაან მაგარია. მაგრამ რავიცი, მგონი ფრანგული უფრო მომეწონა, შეიძლება იმიტომ რომ ბოლოს ეგ ვნახე
Tigerskinner said
September 25 2012 @ 16:39
მე პირადად ამა წლის საუკეთესო ფილმთა ათეულში შევიყვანდი.
საფრანგეთში აღებული შემოსავლის მიხედვით მეორე ფრანგული ფილმია Bienvenue chez les Ch’tis-ის შემდეგ და ასევე მეორე ფრანგული ფილმია მსოფლიოში აღებული შემოსავლის მიხედვით Amélie-ს შემდეგ.
2012 წლის სეზარზე ფრანსუა კლუზე და ომარ სი ორივე იყვნენ ნომინირებულნი მამაკაცის მთავარ როლზე, სადაც პრიზი შავკანიანმა მსახიობმა აიღო.
საფრანგეთის არჩეული გზავნილი 2012 წლის ოსკარზე ნომინაციაში – საუკეთესო უცხოური ფილმი, ვნახოთ თუ მოხვდება.
საწყენია რომ The Weinstein Company-მ უკვე შეიძინა უფლება ჰოლივუდური რიმეიქისთვის. მთავარ როლზე კოლინ ფერტს მოიაზრებენ.
Tamriko Ramishvili said
October 27 2012 @ 16:39
მეც საოცრად ვისიამოვნე 2 ივე ფილმით ))).