დარწმუნებული ვარ, ბევრ თქვენგანს მოგწონებიათ ფილმები, თუმცა ყოფილა მათში მომენტები, რომელსაც გაუღიზიანებიხართ, ზედმეტად გაწელილად მოგჩვენებიათ, გიფიქრიათ, რომ თქვენ სხვანაირად და უკეთესად გადაიღებდით…

თუმცა, ძალიან იშვიათად, მეც და ალბათ, თქვენც ნახულობთ ისეთ ფილმებს, რომლებიც უბრალოდ გენიალურია… მათი ხილვის შემდეგ, უკმარისობის განცდის ნაცვლად, საოცარი სიამოვნების გრძნობა მეუფლება და ძალიან დიდი ხანი ვრჩები შთაბეჭდილების ქვეშ…

ზუსტად ერთ-ერთი ასეთ შედევრთაგანია ირანული ფილმი A Separation. ის მოგვითხრობს ირანულ ოჯახზე, რომელის ერთ-ერთ წევრსაც, მობეზრდა რუტინული ცხოვრება და გადაწყვეტილი აქვს შეცვალოს რაიმე, ნებისმიერი გზით… Separation-ში ძალიან საინტერესოდ ვითარდება მოვლენები… აქ თქვენ გაეცნობით, როგორც ირანის კულტურულ თავისებურებებს, ასევე იმ ყოფით პრობლემებს, რომელიც არცერთ ქვეყანაში არაა გამორიცხული…

ძალიან კარგი თამაში ირანელი მსახიობების შესრულებით, საინტერესო სიუჟეტი, ჩამთრევი ისტორია, არაჩვეულებრივი რეჟისურა და ერთობლიობაში უკიდურესად მძიმე ფილმი… მაგრამ მიუხედავად ფილმის სიმძიმისა, ნამდვილად არ ვიტყვი უარს მის მეორედ ან თუნდაც უფრო მეტჯერ ნახვაზე…

A Separation ნამდვილად მიეკუთვნება აუცილებლად სანახავი ფილმების კატეგორიას და კონომოყვარულებო, აჩუქეთ თქვენს თავს დაუვიწყარი სიამოვნება…

Comments

comments

Powered by Facebook Comments

1 Comment so far »

  1.  

    ქევანა said

    February 25 2012 @ 20:30

    აამ ეს ნანახი არ მაქვს ^^

Comment RSS · TrackBack URI

Leave a comment

Name: (Required)

eMail: (Required)

Website:

Comment:

  Wordpress Theme Protected By Wp Spam Free, Provided by Payday Loan Online