ამბავი იმისა თუ როგორ შეიძლება დააკარგინო მაყურებელს ფული, დრო და მოთმინება!!!

ვინც ჩემს ბლოგს (რატომღაც) აქტიურად კითხულობთ, გეცოდინებათ, რომ მისი ძირითადი ნაწილი ფილმებით აღფრთოვანებას ეძღვნება, მაგრამ დღეს გამონაკლისს დავუშვებთ… ^^

ჩვენება იწყება იმით, რომ გამოდიან ფილმის “შემქმნელები”, რეჟისორი, პროდიუსერი და ა.შ. და გვეუბნებიან, რომ ქართულ კინოს ჩვენი მხარდაჭერა სჭირდება, რომ ისა, რომ ესა… თან არც გვეუბნებიან!!!! უფრო გვსაყვედურობენ… უაზროდ გაწელილი კადრები, წუთები, დამოკიდებულება მაყურებლისადმი…
ერთი დუბლით ჩაწერილი კადრები, წამები და ამ წამების შემდეგ წიკვინა წამები, უკუათვლა საზარელი ხმით 10,9,8…

გავწამდით!!!!!!!!!!!!!!! თუმცა, ჯერ სად ხართ?!

ქართული ფილმი, რომლის ძირითადი ენა ინგლისურია, დანარჩენი თარგმნილი ინგლისურად, მერე ეს ყველაფერი რუსულად, საბოლოოდ კი ქართული სუბტიტრებით… (ინგლისურზე რუსულად დადებული გახმოვანებით)
ძნელი წარმოსადგენია ხო?! საყურებლად უფრო!!!

საინტერესოა რომელ მხარდაჭერაზე გვესაუბრებოდნენ ის ვაჟბატონები ფილმის წინ?! ვერ ვხვდები რა უნდა იყოს იმის ახსნა, რომ ასე სულში ჩააფურთხო საკუთარ მაყურებელს!!! ძალიან კარგად მესმის თუ რატომ აჩვენებენ ჩვენს კინოთეატრებში ფილმებს რუსულად. ეგ კი არა, ნეტა საფეხბურთო მატჩებსაც ნტვ-ს კომენტატორობით გვთავაზობდნენ, მაგრამ…
მაგრამ როცა ქართულ ფილმს მაყურებინებ, სადაც ნახევარზე მეტი ინგლისურია და მაყურებინებ ამას რუსულად, ქართული სუბტიტრებით ერთი კითხვა მიჩნდება, მხოლოდ: “შენ საერთოდ, რა ცხოვრებით ცხოვრობ, ბრატ?!”

დარწმუნებული ვარ ეს ტიპები აკრიტიკებდნენ ვიღაცების კონცერტებს მოსკოვში…

ახლა კი, რაც შეეხება თვითონ ფილმს… რომ არ უნდა ნახოთ, მაგას მიხვდებოდით…

არა, thumbs up არ ყოფილა! ფილმი იყო უსაშველოდ გაწელილი, დამღლელი, იდიოტური სცენარით და კიდევ უფრო იდიოტური დასასრულით!!!

სამი ტურისტი, წყვილი (დენიელი და ალისია) და მათი მეგობარი (კრისი) ლაშქრობაში არიან… თუმცა ირკვევა რომ გოგომ შეყვარებულს მის მეჯვარესთან უღალატა, რის შესახებაც დენიელმა გაიგო და აპირებს რომ შური იძიოს. სიტუაციას დენიელი გაათამაშებს ისე, რომ კრისი აღმოჩნდება ნაღმზე, საიდანაც ფეხს თუ აიღებს დაიბრიდება…

მას შემდეგ რაც დენიელი დაითესება, მოდის “გრუზინი” ტიპი ილია, რომელიც (ბუნებრივია) მანიაკი აღმოჩნდება…
ილია სჩადის ცუდ რაღაცებს, რის შედეგადაც გოგო კვდება, კრისი საგონებელშია… აღმოჩნდა რომ მთელი ეს დრო ბომბზე არ მდგარა.

გადის გარკვეული დრო, კრისი მოღონიერდება, გათესლდება, იპოვის იმ ტიპის ოჯახს და დედას მოუტყნავს!!!

ბოლო კადრი არის ასეთი: ილიას ქალიშვილს კრისი რულეტკას ეთამაშება შემდეგი წესებით: პისტოლეტში ერთი ტყვიაა, კრისი ატრიალებს ბარაბანს და ესვრის თუ გადარჩება, მან უნდა გაიხადოს… თუ მთლიანად მოასწრებს გახდას, კრისი აღარ დაუმიზნებს იარაღს. ხოდა, სანამ გოგო მთლიანად გაიხდიდეს, გავარდება პისტოლეტი და გოგოს თავი შუაზე გადაიხსნება.
“კრუპნი პლანი” გაოგნებული კრისის სახეზე, ნატანჯი მშობლების ხმა, ჯერ ილიას ცოლის წივილ-კივილი, მერე ილიას ბღავილი, კიდევ ერთხელ გაოგნებული კრისი და guess what?! კონეც ფილმა.

პ.ს. ფილმის შემქმნელებს და მათაც, ვისაც მეტ-ნაკლებად მოეწონა “ნაღმი”, ჩან ვუკ პარკის სიძულვილის ტრილოგიის ნახვისკენ მოვუწოდებდი: Sympathy for Mr. Vengeance, Oldboy, Mrs. Vengeance.

Comments

comments

Powered by Facebook Comments

Leave a comment

Name: (Required)

eMail: (Required)

Website:

Comment:

  Wordpress Theme Protected By Wp Spam Free, Provided by Payday Loan Online