ბოლო დროს ნანახი ფილმებიდან გადავწყვიტე ჯერ “limitless”-ზე საუბრით დამეწყო, რადგან ამ ფილმს გუშინ ვუყურე… პოსტში კი, კიდევ ორ ფილმზე იხილავთ ჩემს აზრს… : ))

“limitless” რაც შეეხება, ძალიან მომეწონა… მაგრად მევასება ბრედლი კუპერი და ამ ფილმშიც “საკაიფოდ” თამაშობს… ფილმი არის ძალიან კარგად და საინტერესოდ გადაღებული… საკმაოდ მომეწონა რეჟისურა, სცენარი, მუსიკა, მოკლედ მოვიხიბლე ამ ფილმით… ორიგინალური დაწყება აქვს თუ გავითვალისწინებთ დასასრულს… დასასრულიც ძალიან ორიგინალური და კარგია… მოკლედ კარგი ფილმია და აუცილებლად ნახეთ, გაერთობით, იხალისებთ და დრო ისე მალე გაფრინდება, რომ ვერც გაიგებთ… : ))

შემდეგი ფილმი, რომელსაც ასევე ამ ბოლო დროს ვუყურე არის “The Lincoln Lawyer “… მიუხედავად იმისა, რომ ეს ფილმი “limitless”-ისგან განსხვავებით არ გამოირჩეოდა რეჟისურული წიაღსვლებით, კარგ სცენარზეა გადაღებული და კარგი სანახავია… მაკკონაჰიც მშვენივრად ასრულებს თავის როლს, ისევე როგორც მისი პარტნიორი რაიან ფილიპი… სხვათა შორის, ამ ფილმსაც საკმაოდ კარგი და სახალისო დასასრული აქვს… : ))

აი მესამე ფილმს რაც შეეხება, ეს სულ სხვა თემაა… “De helaasheid der dingen” ანუ “The Misfortunates” 2009 წლის ბელგიური ფილმია, რომელიც მე ძალიან მომეწონა!!! ეს ფილმი მოგვითხრობს ერთ ბელგიური ოჯახზე… მისი წევრების ცხოვრებაზე, თუმცა მისი მთავარი გმირი მაინც 13 წლის გიუნტერ შტრობეა, რომელიც თავისი უიღბლო მამის და უსაქმური ბიძების გარემოცვაში იზრდება…
“The Misfortunates” არის ძალიან, ძალიან კარგი და საინტერესო ფილმი, რომლის ყურებასაც გირჩევთ აბსოლუტურად ყველას, ვისაც პოსტერის დანახვა არ შეგაშინებთ… : ))


ეს იყო და ეს… : ))

Comments

comments

Powered by Facebook Comments

3 Comments so far »

  1.  

    გია მახარაძე said

    May 19 2011 @ 20:30

    აბსოლიტურად გეტანხმები !

  2.  

    gvanca said

    June 9 2011 @ 20:30

    მეც მომწონს ეს მსახიობი..ფილმი არ მინახავს მარაა დიდ სურვილი მაქვს ნახვის……..

  3.  

    Wooden Monkey said

    June 10 2011 @ 20:30

    The Lincoln Lawyer ბევრად ჯობია Limitless_ს…. სტილიც სხვა არის და უფრო ჩამთრევია… და როცა Limitless უყურე თავიდან ცოტა შევედი მუღამში მარა ბოლოს დამღალა …. ერთფეროვანი გახდა…

Comment RSS · TrackBack URI

Leave a comment

Name: (Required)

eMail: (Required)

Website:

Comment:

  Wordpress Theme Protected By Wp Spam Free, Provided by Payday Loan Online