პრინციპში, ბევრი თვლის რომ ჩემი გარჩევები არაფრით ჰგავს იმას, რასაც “რევიუ”-ებს ეძახიან… აბსოლუტური ჭეშმარიტებაა!!! ის, რასაც მე ვწერ ხოლმე, ძალიან დიდ დროს და ენერგიას მოითხოვს, რადგან წერისას ყოველთვის ან ახალი ნანახი მაქვს ფილმი ან პარალელურ რეჟიმში ვავლებ თვალს… თუმცა, დღეს, იდეაში, ვაპირებ ჩემს თავსაც და თქვენც გაგიმარტივოთ საქმე… შემდეგ კი დავაკვირდე გამოხმაურებას ამ ყველაფერზე… ვინ იცის, იქნებ ასე სჯობდეს კიდეც, მაგრამ ერთი კი ცხადია, გენიალურ ფილმთან მიწევს შეჭიდება…

კრისტოფერ ნოლანი ჩემი ერთ-ერთი უსაყვარლესი რეჟისორია… (ვიცი, რომ ამის თქმა არ მბეზრდება, უკვე მერამდენე პოსტია…) მისი ფილმები ყოველთვის სხვებისაგან გამორჩეულია… ერთადერთ ჩავარდნად მის კინემატოგრაფში “Insomnia” მიმაჩნია, რომელშიც, ჩემი აზრით, იმის განხორციელებას ცდილობდა რობინ უილიამსის სერიული მკვლელის როლით, რაც მოახერხა “Dark Knight”-ში ჰიტ ლეჯერით…

ახლა კი კონკრეტულად “მემენტო”-ზე… ეს ფილმი ყველაზე მეტად მათთვისაა, ვისაც twist ჟანრი მოსწონს… (უეცარი და გამაოგნებელი დასასრული) მემენტო გადაღებულია კრისტოფერის ძმის ჯონათან ნოლანის პატარა მოთხრობის მიხედვით, რომლის სცენარსაც ადაპტირება თვითონ კრისტოფერმა გაუკეთა… ფილმი წარდგენილი იყო ორ ოსკარზე, მოგებული აქვს 43 ჯილდო და ამასგარდა წარდგენილი იყო 33 ნომინაციაში…

“მემენტო” არის დაუვიწყარი მოგზაურობა ისეთი პერსონაჟის გონებაში, რომელსაც პრობლემები აქვს მეხსიერებასთან… ლეონარდ შელბის, რომლის როლსაც გაი პირსი მართლაც რომ შეუდარებლად ასრულებს, არ გააჩნია “ხანმოკლე მეხსიერება” მას შემდეგ, რაც ცოლს მოუკლავენ… იმ დღიდან, მას პერიოდულად ავიწყდება აბსულუტურად ყველაფერი, რაც შემდეგ ხდება… ლეონარდი ყოველ ღონეს ხმარობს, რათა დაძლიოს პირადი სტრესი და იძიოს შური მისი ცოლის მკვლელზე!!!

ფილმი იწყება მკვლელობით, თუმცა მაყურებელმა არ იცის, მოახერხა თუ არა ლეონარდმა თავისი მიზნის განხორციელება… მან მოკლა ადამიანი, რომელიც კაციშვილმა არ იცის მართლა დამნაშავე იყო მისი ცოლის მკვლელობაში თუ არა… მთელი ფილმის განმავლობაში, მაყურებელი ლეონარდ შელბის კანშია შემძვრალი და მასთან ერთად ცდილობს იმის გარკვევას თუ ვინ ნაბიჭვარმა ჩააგდო ასეთ დღეში… ლეო ეძებს სისტემას, რომლის წყალობითაც შეძლებს ხანმოკლე მეხსიერების პრობლემის მოგვარებას და მის გადაჭრას ტატუებით, პოლაროიდის სურათებით და ჩანაწერებით ცდილობს…

“მემენტო” არის ფილმი, რომლის მსგავსიც ჯერ არ გადაღებულა და რომელმაც თუნდაც ტარანტინოს დაჩეხილი სიუჟეტების და თვით მაკულატურას შემდეგაც კი, მოახდინა გადატრიალება!!! ერთადერთი ფილმია, რომლის დასრულებისასაც მაყურებელს მხოლოდ ერთი კითხვა გიჩნდება – “Wait what?!” (უკაცრავად, ეს რა იყო?!), ხოლო ამ კითხვის შემდეგ კი მხოლოდ ერთი რამის სურვილი გიპყრობს, ელვის სისწრაფით გადაახვიო ფილმი უკან და უყურო თავიდან…
ნოლანს იმდენად გენიალურად აქვს ყველაფერი გაკეთებული, რომ ნახევარი სცენარი მაყურებელზეა მინდობელი და საბოლოო ვერდიქტი თქვენი გამოსატანია, თუმცა, რაღა თქმა უნდა, ფილმში არის მინიშნებები, მაგრამ ამ ყველაფერს მანამდე არ აქვს მნიშვნელობა, სანამ თქვენ აქ სხედხართ და ჩემს პოსტს კითხულობთ!!! ამიტომ, მოიმარჯვეთ თაგუნიები, გადმოწერეთ “მემენტო” და მოემზადეთ არნახული სიამოვნებისათვის…

Comments

comments

Powered by Facebook Comments

5 Comments so far »

  1.  

    Sgt. Pepper said

    November 27 2011 @ 20:30

    ფილმი, რომელსაც თავის ტკივილის გარეშე ვერ უყურებ! მაგრამ ამის ნახვად ყველანაირი ტკივილის ატანა ღირს. წლების წინ ვნახე “ფსიქოში” და გონებაში ჩამეჭედა. მის შემდეგ დაახლოებით 4-ჯერ კიდევ ვუყურე და მიმაჩნია, რომ თითოეულ ახალ ჯერზე რაღაც ახალს წავაწყდი. მოკლედ, ასეთი ფილმი მართლა აღარ გადაიღება…

  2.  

    svani said

    November 27 2011 @ 20:30

    ზუსტად ასეთი, რა თქმა უნდა, აღარ… მაგრამ, “დასაწყისიც” არანაკლები mindfuck-ია და ზუსტად რაც დაწერე, ინსეფშიენზეც ეგრე ვიყავი…
    ძალიან ბევრჯერ ვნახე და ყოველ ნახვაზე, ახალი რაღაც…

  3.  

    Tigerskinner said

    November 27 2011 @ 20:30

    მიუხედავად იმისა რომ, ფილმის სცენარი დაფუძნებულია ქრისტოფერის ძმის, ჯონათან ნოლანის მოთხრობაზე – Memento Mori, სცენარი მაინც ორიგინალად ითვლება და არა ადაპტირებულად, რადგან ფილმის გამოსვლამდე ნაწარმოები გამოცემული ჯერ არ იყო. მთავარ როლზე ნოლანის პირველი არჩევანი ალეკ ბოლდუინზე შეჩერდა, მას მერე კი განიხილებოდნენ ბრედ პიტი, აარონ ეკჰარტი, ჩარლი შინი და თომას ჯეინი. ასევე კერი ენ-მოსის მიერ ნათამაშებ როლში შეიძლებოდა გვეხილა ეშლი ჯადი, ფამკე იანსენი ანდა ანჯელინა ჯოლი. ფილმი გადაღებულია 25 დღეში. ჰქონდა ორი ნომინაცია ოსკარზე: ორიგინალი სცენარი და მონტაჟი.

  4.  

    joke_maker said

    November 27 2011 @ 20:30

    აი ეს კი მართლაც გენიალური ფილმია, ნოლანის პირველი ფილმი რომელიც ვნახე (ინსომნია მქონდა ნანახი მაგრამ არ ვიცოდი მაშინ ნოლანი ვინ იყო:)) ესეც იმიტო ვნახე რო პანტოლიანო მიყვარს ძალიან, და ამის შემდეგ დავეძალე ნოლანის ფილმებს, ანუ იმის თქმა მინდა რო პანტოლიანომ მაპოვნინა ნოლანი 😀 😀 ნანახი ოთხჯერ მაქვს და ისე როგორც ოსტატი და მარგარიტა დარწმუნებული ვარ მეხუთე ნახვაზე უფრო მეტს გავიგებ, გაი პირსი კარგად ასრულებს მაგრამ ბეილი უფრო საამფილმო იქნებოდა.

  5.  

    svani said

    November 28 2011 @ 20:30

    გაი პირსს ასეთი პერფორმანსი არსად ჰქონია…
    ეგრე შეიძლება ნიკოლსონს უკეთ ეთამაშა, მაგრამ როცა ასეთ გენიალურ შესრულებაზეა საუბარი, ჩემი აზრით, თუნდაც ბევრად უკეთესს მსახიობს არ უნდა მივანიჭოთ ამ როლში უპირატესობა… :p

Comment RSS · TrackBack URI

Leave a comment

Name: (Required)

eMail: (Required)

Website:

Comment:

  Wordpress Theme Protected By Wp Spam Free, Provided by Payday Loan Online