მცირე ხნის პაუზის შემდეგ, დადგა მორიგი “მოხსენების” ჩაბარების თარიღიც… რადგან ეს პაუზა, საკმარისი იყო იმისათვის, რათა რამდენიმე ფილმისთვის მეყურებინა (მათ შორის ისეთებისთვისაც, რომლებიც ნანახი არ მქონდა…), ვგონებ ეს პოსტი სხვებთან შედარებით ცოტა ვრცელი თუ არა, მრავლისმომცველი მაინც იქნება… : ))

ძალიან ბევრ ფილმზე დამიგროვდა შთაბეჭდილებები და პირველი, რომელზეც თქვენს ყურადღებას გავამახვილებ არის “Midnight Express”…

ეს არის 1978 წლის ფილმი, ალან პარკერის რეჟისორობით… ფილმი დაფუძნებულია რეალურ მოვლენებზე და მოგვითხრობს ბილი ჰაისის ძალიან მძიმე ისტორიას… მიუხედავად იმისა, რომ ძალიან მძიმე სიუჟეტი აქვს, ჩემი აზრით, ის ერთ-ერთი იმ ფილმთაგანია, რომელიც ერთხელ მაინც აუცილებლად უნდა ნახო კინომოყვარულმა… ბრედ დევისი, მართლაც რომ გენიალურად ასრულებს თავის როლს…
მოკლედ, ბევრი რომ არ ვილაპარაკო, ძალიან, ძალიან მაგარი ფილმია და თუ ჯერ არ გინახავთ, ნახეთ, აუცილებლად…

მორიგი ფილმი, რომელიც ამდენი ხანი ნანახი არ მქონდა და ძალიან მაგრად მომეწონა, არის სტივენ სპილბერგის “Empire of the Sun”…

ეს არის 1987 წლის ფილმი, რომელშიც მთავარ როლში “პაწუკა” კრისტიან ბეილი თამშობს… მიუხედავად იმ ფაქტისა, რომ კრისტიან ბეილი სულ რაღაც 13 წლისაა, ის ისევე “უმოწყალოდ” ახდენს მისი ტალანტის დემონსტრირებას, როგორც დიკაპრიო ახდენდა “What’s eating Gilbert Grape”-ში…

საერთოდ ომი ისეთი თემატიკაა, რომ იშვიათად თუ შეგვხვდება ხოლმე, “აგვისტოს 5 დღე”-სნაირი მარაზმები…
ამას ისიც უსვამს ხაზს, რომ ომზე გადაღებული ფილმების უმეტესობა, შედევრებად თუ არ არის აღიარებული, კარგ ფილმებად მაინც მოიხსენებიან… თუმცა, ჩემი აზრით, ეს ფილმი თავისუფლად შეგვიძლია მივაკუთვნოთ შედევრთა კატეგორიას!!! სპილბერგმა ძალიან კარგად იცის თუ როგორ გადაიღოს ომზე ფილმები, ზოგზოგიერთი ვაი რეჟისორისგან განსხვავებით… : ))

პატარა ბავშვები ვახსენე წეღან, ბეილის და დიკაპრიოს სახით და ამ გახსენებაზე გადავალ მორიგ ფილმზე, რომელსაც ახლახანს ვუყურე და რომელშიც (“inception”-ის ნახვის შემდეგ) ჩემთვის უსაყვარლესი ელენ პეიჯი თამაშობს…

საუბარი მაქვს 2005 წლის ფილმზე “Hard Candy”… თვითონ ფილმი, მთლიანობაში დიდი ვერაფერი, მაგრამ საკმაოდ საინტერესო, ორიგინალური და ჩამთრევი სცენარი აქვს… ჩემი ცხოვრების მანძილზე უამრავი ფილმი მინახავს მსგავს თემატიკაზე, მაგრამ ზუსტად ასე ან ამის მსგავსად განვითარებულიყოს რომელიმეში მოვლენები, რაღაც არ მახსოვს…
არც კი ვიცი, როგორი რეკომენდაცია გავუწიო ამ ფილმს, მე პირადად მეორედ არ ვნახავ, მაგრამ არა იმიტომ რომ არ მომეწონა, უბრალოდ, ვთვლი რომ “ანა ტავო ნე სტოეტ”… ერთხელ ნახვას კი ყველას გირჩევთ, რადგან როგორც ზემოთ აღვნიშნე ამ კუთხით, მართლაც საინტერესო და ჩამთრევია… : ))

ძალიან ბევრი დამიგროვდა საწერი, რახან ე.წ. “ჰოსტის” პრობლემა გასწორდა, იმედია მოვიცლი და დანარჩენ ფილმებსაც მიმოვიხილავ ორიოდ სიტყვით…

Comments

comments

Powered by Facebook Comments

3 Comments so far »

  1.  

    gio_samsiani said

    July 25 2011 @ 20:30

    ბოლომ რაგაც არ მიმიზიდა empire of the sun ს ვუყურებ ეხლავე.:) ისე კიდე კაი რამე რო დაპოსტე თორე მეგონა წახვედი სადმე უკვე.

  2.  

    svani said

    July 25 2011 @ 20:30

    ერთხელ სანახავად კარგია ბოლოც, თან ტუ პეიჯი გევასება…
    რაც შეეხება წასვლა/არ წასვლას, გასაკვირი არაა რომ მეზარება ამ ბოლო დროს, თან დროც ნაკლები მრჩება ხოლმე და იმედია მალე წავალ კიდევაც… : ))

  3.  

    zura said

    August 23 2011 @ 20:30

    Midnight Express მართლაც კაი ფილმია. ეს ფილმი ყველამ უნდა ნახოს 😉

Comment RSS · TrackBack URI

Leave a comment

Name: (Required)

eMail: (Required)

Website:

Comment:

  Wordpress Theme Protected By Wp Spam Free, Provided by Payday Loan Online