სალამი, მონატრებულო პუბლიკავ… : )) ფინალურის გადამკიდე, დიდი ხანია, რაც ახალი პოსტი არ დამიდია… რაღა თქმა უნდა, სათქმელიც ბევრი დამიგროვდა, თუმცა სად გვეჩქარება?! ამიტომ ვიქნები ისეთივე თანმიმდევრული, როგორც უწინ… თუმცაღა ერთი კია, ეს მხოლოდ პირველი ფინალური იყო და დანარჩენები რომ მომაწყდებიან, ბლოგს პაწა “კტარი პერიოდი” დოუდგება, მარა მაი აფერი… : )) ახლა კი გადავიდეთ იმაზე, რისთვისაც ამ პოსტის წერა დავიწყე და მივყვეთ თანმიმდევრულად ბოლო დროს ნანახ ფილმებს…

პირველი ფილმი, რომელზეც ორიოდ სიტყვა უნდა ვთქვა, სათაურიდანაც მიხვდებოდით, რომ გენიალური ჩაპლინის “Modern Times” არის!!! რა შეიძლება ითქვას ამ ფილმზე?! როგორც ყოველთვის, ჩარლი შეუდარებელია… მიუხედავად იმისა, რომ იმ რამოდენიმე ფილმთაგან, რომლებიც მისი რეჟისორობით მინახავს, ეს ნამდვილად არ იყო ყველაზე სასაცილო, მაგრამ სხვა არცერთ ასპექტში არ ჩამოუვარდებოდა დანარჩენებს… გენიალური მუსიკა, სიუჟეტი, რეჟისურა, სამსახიობო ოსტატობა და ეს ყველაფერი მხოლოდ ერთი ადამიანის შესრულებით… მოკლედ, ძალიან კარგი ფილმია, მაგრამ არც ისეთი ხოხმა, როგორიც სხვა დანარჩენები… : ))

ახლა კი, როგორც სუფრაზე იტყვიან ხოლმე “წავიწიოთ ცოტა წინ”… შემდეგი ფილმი, რომელიც ვნახე ვუდი ალენის “Sleeper” იყო, თუმცაღა მასზეც იგივე შემიძლია ვთქვა… ის ნამდვილად არ ყოფილა ისეთი ისტერიკულად სასაცილო, როგორიც მაგალითად მისივე “Take the money and run”, თუმცა ძალიან კარგი საყურებელი და გასართობი კი იყო, ღმერთმანი… ვისაც ალენი გიყვართ, ალბათ ნანახიც გექნებათ, ვისაც არა, არც ისეთი ხოხმაა რომ მოიხიბლოთ, მაგრამ ნეიტრალურ მაყურებელისთვის არ იქნებოდა ურიგო ამ ფილმის ნახვა… : ))

ამის შემდეგ იყო “უმბერაზი კლასიკოსების” ჩვენება ძმაკაცისთვის და ცოტა მოგვიანებით არა მარტო მისთვის, თუმცა გაი რიჩის იმ ორ გენიალურ ფილმს ცალკე პოსტს მივუძღვნი, ასე სჯობს სჯობს.ჯი-ზე… : ))

ბოლო ფილმი კი, რომელიც ამ პოსტში უნდა მოვიხსენიო არის აწ განსვენებული სიდნი ლუმეტის “The Verdict”… ამ ფილმს როცა ვუყურებდი, ვკვდებოდი ისე მეძინებოდა, მაგრამ ვერ ვიტან შუაში გაწყვეტას, მერე მეორე დღეს გაგრძელებას და ათას უბედურებას… ამიტომაც ვნახე ბოლომდე… მინდა გითხრათ, რომ ძალიან კარგი, მაგრამ სპეციფიკური ფილმია!!! მოგეხსენებათ ლუმეტს ძალიან უყვარდა სასამართლო პროცესებზე ფილმების გადაღება და “The Verdict”-იც სწორედ მათ კატეგორიას მიეკუთვნება…

ვინც არ იცით, “12 განრისხებული მამაკაცი”-ც სწორედ ლუმეტის შემოქმედებაა… რაც შეეხება ზემოთნახსენებ ფილმს, მისმა რეჟისურამ ერთი-ერთში ლუმეტის “Network” გამახსენა, რომელიც სასწაული ფილმია!!! ჭკუა მეკეტება, მაგრამ ცოტა “ზანუდა” საყურებელია ორივე… მიუხედავად ამისა, ორივე ძალიან კარგი ფილმია, თუმცა მე მაინც “The Networks” ვანიჭებ უპირატესობას…

ვინც ჯერაც ჭოჭმანობთ ამ ფილმების ნახვასთან დაკავშირებით, დამატებითი მოტივაციისათვის გეტყოდით, რომ “ვერდიქტში” პოლ ნიუმენი და შარლოტა რამპლინგი მონაწილეობენ და ფილმი 5 ოსკარზე იყო წარდგენილი, ხოლო “network”-ში კი ფეი დონოვეი და რობერტ დუვალი თამაშობენ და ამ ფილმმა 4 ოსკარი აიღო…

Comments

comments

Powered by Facebook Comments

2 Comments so far »

  1.  

    აქსიომა said

    May 25 2011 @ 20:30

    ისე ლინკებიც რომ დადო ცუდი არ იქნებოდა ხოლმე. ეხა ნეტვორქს მივაგენი და ვიწერ. ამის წინ რარაცა უჟასტიკი მომეწონა შენთან და ვერსად ვერ მივაგენი. სახელსაც ვერ ვიხსენებ და ვეზებ ეხლა შენს სვანურ ბლოგში.

  2.  

    svani said

    May 25 2011 @ 20:30

    Insidious?!?!?!
    ლინკები და კაი ცხოვრება, სადაა?! : ))

Comment RSS · TrackBack URI

Leave a comment

Name: (Required)

eMail: (Required)

Website:

Comment:

  Wordpress Theme Protected By Wp Spam Free, Provided by Payday Loan Online