ალბათ, ბევრ თქვენგანს და თან არცთუ იშვიათად გაგჩენიათ სურვილი, რომ გემოგზაურათ მსოფლიოს გარშემო… ამ სურვილის ასრულებაში მე და შესაბამისად ბატონი ჯიმი დაგეხმარებით… თქვენ მხოლოდ ხუთი ტაქსის გამოცვლა მოგიწევთ, მაგრამ ამ ყველაფრის დადებითი მხარე ისაა, რომ არცერთი ტაქსისტი კაპიკს არ გამოგართმევთ ამ უჩვეულოდ გრძელი მარშრუტისათვის… ასე რომ, მომყევით!!!

ამას წინათ, ძმაკაცთან ერთად ვუყურე ჯარმუშის ფილმს “Night on Earth”… მისი ნახვა დიდი ხანია, რაც მინდოდა, ჩემს ძმაკაცს კი ეს სურვილი, ბენინის ნაწყვეტმა აღუძრა, რომელიც მართლაც რომ, ჩაქვესკნელებამდე სასაცილოა… მას ეგონა კომედიას ვნახავდით, თუმცა მე ვხვდებოდი რომ საქმე არცთუ მარტივად იყო…

რას უნდა ელოდე ჯარმუშის ფილმისგან?! ტიპიურ ხელწერას, შავ იუმორს, კარგ სამსახიობო კასკადს, ცხოვრებისეულ სიტუაციებს, არაჩვეულებრივ საუნდტრეკებს და მაინც, სხვა ფილმებთან შედარებით ნელ ტემპს… ალბათ, ბევრ თქვენგანს უნახავს ფილმები, რომელბიც რამდენიმე რეჟისორის საერთო ნაშრომია… უფრო სწორად კი სახელი და თემატიკა არის ერთი, ხოლო შიგნით კი ჩაშლილადაა სხვადასხვა რეჟისორების მოკლემეტრაჟიანი ფილმები, რომლებიც ერთობლიობაში ქმნიან ერთ მთლიანს…

ზუსტადაც, რომ ერთ-ერთი ასეთი ფილმია Night on Earth, თუმცა მთავარი სხვაობა ისაა, რომ ამ ფილმს ერთადერთი რეჟისორი ჰყავს, რომელიც თავადვეა მისი სცენარისტი…
Night on Earth მოგვითხრობს ხუთი ტაქსისტის, რომლებიც სხვადასხვა ქალაქებში ეწევიან ზემოთხსენებულ საქმიანობას და მათი მგზავრების ძალიან საინტერესო, სახალისო და ჩამთრევ ისტორიას…

სპეციალურად არ ვდებ არცერთ ეპიზოდს ამ ფილმიდან, რადგან სჯობს ყველაფერი თანმიმდევრობით ნახოთ და არ დაკარგოთ მისი პირველი ნახვით გამოწვეული ემოცია…
კომფორტულად მოკალათდით და მოემზადეთ დაუვიწყარი მოგზაურობისათვის მსოფლიოს გარშემო…

Comments

comments

Powered by Facebook Comments

2 Comments so far »

  1.  

    lana said

    February 24 2012 @ 20:30

    კარგი ფილმია!ხუთივე ეპიზოდი მიყვარს,მაგრამ განსაკუთრებით პარიზის და მექანიკოსობის მსურველი ტაქსისტი გოგონას ეპიზოდი(ვაინონა რაიდერი ძალიან ახალგაზრდა და ლამაზია).ჰელსინკის ეპიზოდმა დამასევდიანა!New York ძალიან სახალისოა!

  2.  

    svani said

    February 24 2012 @ 20:30

    რომი, მაინც ყველაზე სახალისოა და ჰელსინკი ყველაზე მაგარი!!! ^^

Comment RSS · TrackBack URI

Leave a comment

Name: (Required)

eMail: (Required)

Website:

Comment:

  Wordpress Theme Protected By Wp Spam Free, Provided by Payday Loan Online