Franklin J. Schaffner – ის კინოშედევრი… ფილმი, რომელიც ცხოვრებაში ერთხელ მაინც, ყველას უნდა ჰქონდეს ნანახი… ეს ფილმი მოგვითხრობს რამოდენიმე ადამიანის ცხოვრების შესახებ, თუმცა მისი ძირითადი ნაწილი მაინც ჰენრის და ლუის დეგას მეგობრობაზეა აგებული… და ვინ შეასრულებდა მათ როლს, რომ არა ორი გენიალური მსახიობი: სტივ მაკქუინი და დასტინ ჰოფმანი?! ამ კითხვაზე პასუხი მარტივია – ვერავინ!!!
მიუხედავად იმისა, რომ ფილმის ლაითმოტივად გასდევს ნამდვილი მეგობრობის მაგალითები, მისი დედა აზრი მაინც თავისუფელბისთვის ბრძოლაშია!!! იდეით და შესრულებით, ეს ფილმი მე ძალიან მაგონებს სტენლი კუბრიკის მექანიკურ ფორთოხალს… სტივ მაკქუინი ისევე გენიალურად თამაშობს ჰენრის როლს, როგორც მალკოლმ მაკდაუელი ალექსისას… არცერთი მათგანი არ ნებდება სიცოცხლის ბოლო წვეთამდე და მაინც იბრძვის თავისუფლებისათვის… როგორც კუბრიკის მექანიკურ ფორთოხალს, ამ ფილმსაც გენიალური დასასრული აქვს.
გარდა იმისა, რომ სცენარი შეუდარებელია, რეჟისურა არაჩვეულებრივი, ხოლო მსახიობების თამაში გენიალური, ფილმს აქვს კიდევ ერთი შთამბეჭდავი დეტალი, რომელიც მაყურებელი კიდევ უფრო აღტაცებაში მოჰყავს… ეს დეტალი არის ფილმის მუსიკალური გაფორმება!!!
ჯერი გოლდსმიტი
მიუხედავად იმისა, რომ ოსკარის დაჯილდოებას უკვე ბევრი კინოთმცოდნე აკრიტიკებს (ამ ბოლო დროს არც თუ უსაფუძვლოდ), მე მაინც ძალიან გამიკვირდა, როცა გავიგე თუ რა ნომინაციაში იყო წარდგენილი ეს ფილმი ოსკარზე!!! ვერც რეჟისორი, ვერც მთავარი როლის შემსრულებელი და ვერც ასე ვთქვათ supporting როლის შემსრულებელი დასტინ ჰოპმანი ვერ გახდნენ ამ პრიზის ნომინანტები…
ჯერი გოლდსმიტმა კი ეს მოახერხა…
მოკლედ თავი, რომ აღარ შეგაწყინოთ, კიდევ ერთხელ გირჩევთ ამ არაჩვეულებრივი ფილმის ნახვას თქვენივე სიამოვნებისათვის… : ))

Comments

comments

Powered by Facebook Comments

Leave a comment

Name: (Required)

eMail: (Required)

Website:

Comment:

  Wordpress Theme Protected By Wp Spam Free, Provided by Payday Loan Online