მოგეხსენებათ, 19 მაისს, კინოთეატრ რუსთაველსა და ამირანში შედგა მსოფლიო პრემიერა ფილმისა “Pirates of the Caribbean: On Stranger Tides”…

გარკვეული მიზეზების და გამო, კერძოდ კი სწავლა-განათლების ამბავში, ვერ მოვახერხე პრემიერაზევე მენახა ეს ფილმი, მაგრამ მეორე დღესვე ნახვის შანსი კი აღარ გავუშვი ხელიდან!!!

რა შეიძლება ითქვას ამ ფილმზე?! უპირველესყოვლისა უნდა აღინიშნოს ის, რომ ფილმი არის 3D-ში, თუმცა თუ კინოთეატრში აპირებთ მის ნახვას, გირჩევდით რომ წინასწარ შეამოწმოთ ის სათვალე, რომელსაც “randomly” მოგცემენ… ორჯერ მომიხდა გამოცვლა, რადგან მესამის გარდა, წინა ორივე სათვალე ციმციმებდა… : ))

რაც შეეხება ფილმის 3D ეფექტებს, ცრუ წარმოსახვებს ნუ შეიქმნით… ორი, მაქსიმუმ სამი მომენტია, რომელმაც შეიძლება თქვენი აღტაცება გამოიწვიოს, უფრო გულწრფელნი თუ ვიქნებით, ასეთი მომენტი ერთია… : ))

მაგრამ, არსებობს ერთი პატარა მაგრამ, რომ მე დღეს მიუხედავად სათვალეების ცვლისა, მიუხედავად 3D ეფექტების ნაკლებობისა, მაინც უდიდესი სიამოვნება მივიღე… რატომ?! იყო offtopic მიზეზებიც, მაგრამ ძირითადად იმიტომ, რომ ფილმი არის ძალიან სახალისო, ძალიან საინტერესო და ძალიან სასიამოვნო საყურებელი… თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ ჯონი დეპის ერთ-ერთი საუკეთესო პერსონაჟია “კაპიტანი ჯეკ ბეღურა”, ჯეფრი რაშის “კაპიტან ბარბოსაც” მხოლოდ ქება-დიდებას იმსახურებს და ამ ყოველივეს დავუმატებთ ცოტაოდენ ჰანს ციმერს და ბევრ პენელოპა კრუზს, მგონი, აღარ უნდა იყოს გასაკვირი რომ ფილმი ძალიან მაგარი გამოვიდა!!!

ყველაზე საინტერესო კი ის გახლავთ, რომ მეოთხე ნაწილის რეჟისორი რობ მარშალია და არა გორ ვერბინსკი, რომელმაც წინა სამი გადაიღო… მაგრამ, შემიძლია სრული პასუხისმგებლობით გითხრათ, რომ მარშალმა ღირსეულად გააგრძელა ტრილოგია და აქცია ტეტრალოგიად… : ))

მიუხედავად იმისა, რომ ფილმის 3D-ეობა “sucks”, მისი ნახვა ღირს და მერე როგორ!!!

პ.ს. მხოლოდ ერთი თხოვნა მექნება, ფილმის ნახვის შემდეგ ნუ იტყვით, რომ “თქვენ იქსფექთიდ მორ”… ან თუ იტყვით, ნუ გაგიკვირდებათ, რომ ვინმეს გაეცინოს ამ სიტყვებზე… 😀 😀 😀

Comments

comments

Powered by Facebook Comments

15 Comments so far »

  1.  

    528491 said

    May 21 2011 @ 20:30

    მე “იქსფექთიდ მორ” 😀

  2.  

    svani said

    May 21 2011 @ 20:30

    აბა შენ იცი… 😀 😀 😀

  3.  

    cucqira7 said

    May 21 2011 @ 20:30

    ისე ეს ბოლო ნაწილია თუ კიდე აპირებენ გადაღებას? :)

  4.  

    Tokoko said

    May 21 2011 @ 20:30

    ალბათ გადაიღებენ, მაგრამ ბრუკჰაიმერი ისევ მარშალს თუ გადააღებინებს, ჩემი აზრით საბოლოოდ დაღუპავს ფრანშიზს.

  5.  

    svani said

    May 21 2011 @ 20:30

    რატომ?! არ მოგეწონა?! O.o

  6.  

    Tokoko said

    May 21 2011 @ 20:30

    არა, აქ წაიკითხე
    http://sincopy.blogspot.com/2011/05/blog-post_21.html

  7.  

    svani said

    May 21 2011 @ 20:30

    წავიკითხე შენი განხილვა და მომეწონა!!! მე, როცა ეს დავწერე, მასეთ დეტალებზე არ გამიმახვილებია ყურადღება, რადგან გართობის მიზნით ვიყავი წასული ამ ფილმზე და მისმა უსაზღვრო იუმორმა, სრულებით გადაფარა სხვა ნაკლოვანებები…

    კ სტაწი, ფბ-ზე თუ არ გყავარ, დამამატე და მომწერე პმ-ში… : ))

  8.  

    528491 said

    May 21 2011 @ 20:30

    უკვე დაგამატე

  9.  

    Tsilo said

    June 1 2011 @ 20:30

    წესით უნდა გამოვიდეს შემდეგი ნაწილი… “შავი მარგალიტი” ხომ ბოთლში დარჩა გამომწყვდეული :))) მე მომეწონა თავისი სახალისო და საინტერესო მომენტებით . აქვე აღსანიშნავია სირინოზების შემოყვანა…მემგონი გაამართლა. 3Dზე რა უნდა ვთქვა, ერთხელ გამოწია ხმალი ბარბოსამ და მაიმუნმა შეგვაშინა ვითომ. ი ვსო 😀

  10.  

    svani said

    June 2 2011 @ 20:30

    რას ბოდავ, სირინოზები იყო ყველაზე მაგრად სამდეში…

  11.  

    ika said

    June 2 2011 @ 20:30

    მოგეხსენებათ, 19 მაისს, კინოთეატრ რუსთაველსა და ამირანში შედგა მსოფლიო პრემიერა ფილმისა “Pirates of the Caribbean: On Stranger Tides”… <<<<< MMMM ალბათ ყველამ წაიკითხეთ ეს შესავალი )) ერთი შეცდომა ) გამოგეპარა ავტორო … მსოფლიო პრემიერა საქართველოში ჰოლივუდის არცერთი ფილმისა არ ყოფილა თუ არ ჩავთვლით ახლა აგვისტოს 5 დღეს რომელსაც სულ მალე გვიჩვენებენ

  12.  

    svani said

    June 2 2011 @ 20:30

    ბევრი ფილმის მსოფლიო პრემიერა შედგა საქართველოში და გიკოპირებ IMDB-დან: Opening Weekend: $90,151,958 (USA) (22 May 2011) (4155 Screens)

  13.  

    permweri said

    June 8 2011 @ 20:30

    ფილმი მომეწონა ერთი ვერ გავიგე, ბოლოს მისიონერი კვდება? თუ სად მიათრევს ის თე”ბ”ზი?

  14.  

    svani said

    June 8 2011 @ 20:30

    სიყვარული უკვდავიაო, ამბობენ…
    ის მისიონერი, სულ არ ყოფილიყო, სჯობდა… ^^

  15.  

    Tigerskinner said

    November 26 2011 @ 20:30

    თითოეულ სიტყვაში ვეთანხმები პოსტის დამწერს…სანამ გამოვიდოდა ფილმს ცოტა სკეპტიკურად ვუყურებდი, რეჟისორად რობ მარშალი ვერ წარმომედგინა, ნეტავ ტიმ ბარტონს ანდა ტერი გილიამს გადაეღო-მეთქი…. ჰოდა კაპ. ჯეკ ბეღურამ, კაპ. ბარბოსამ, სამმა განზომილებამაც ნაწილობრივ, მექსიკური გიტარების საუნდთრექებმა, ქალთევზებმა და ბევრმა ახალმა დეტალმა ასი პროცენტით გაამართლა ჩემი აზრით. დიახ, განსხვავებულია წინა ტრილოგიისგან, მაგრამ ეს კარგია ალბათ, არც უკეთესია და არც უარესი წინა სერიებთან შედარებით. როგორც ამბობენ ახალი ტრილოგიის დასაწყისია. ახლა ველოდები წლის ბოლოს ნომინაცია-კინოჯილდოებს.
    P.S. რა აკარაკია ეს ჩვენი ჯონი დეპი, ლონდონში გადაღებების დროს მის სახელზე მივიდა წერილი ერთი სკოლის მოსწავლისგან, რომელიც კაპ. ჯეკ ბეღურას სთხოვდა დახმარებას სკოლის აჯანყების მოწყობაში. ჯონიც კაპ. ჯეკ ბეღურის სრული აღკაზმულობა-კოსტიუმით გამოცხადდა სკოლაში, თუმცა ბავშვები დაარწმუნა რომ მასწავლებლების წინააღმდეგ არ ამბოხებულიყვნენ.

Comment RSS · TrackBack URI

Leave a comment

Name: (Required)

eMail: (Required)

Website:

Comment:

  Wordpress Theme Protected By Wp Spam Free, Provided by Payday Loan Online