ძალიან დიდი ხანია, რაც ტელევიზორში ფილმების ყურებას თავი ვანებე… არასდროს ვყოფილვარ აწ უკვე დაწყებული ფილმების ყურების გაგრძელების მოტრფიალე, თუმცა ამას ტელევიზიების “უჯიშო” თარგმანის და ფილმის პირველად ნახვის ესთეტიკის სრული დაკარგვის შიშიც ემატებოდა… მაგრამ, რამდენიმე დღის წინ, ერთ-ერთ არხზე იმ ფილმის დაწყებას წავაწყდი, რომლის ნახვაც დიდი ხანია მინდოდა და უკვე გადავიწყებულიც მქონდა…

ჭეშმარიტი მკითხველი, ალბათ, პოსტის სათაურს დახედავდა, სანამ მის კითხვას დაიწყებდა და წესით, თქვენ უკვე უნდა იცოდეთ რა ფილმზეც არის საუბარი…

“Primal Fear” 1996 წლის ფილმია, რომელშიც მთავარ როლში რიჩარდ გირი თამაშობს (მიუხედავად იმისა, რომ კარგი მსახიობია, დიდად არ ვგიჟდები მასზე), ხოლო, რეალურად არცთუ მეორეხარისხოვან როლს, ძალიან მაგრად ასრულებს გენიოსი მსახიობი ედვარდ ნორტონი… (მისი გენიოსობა, ჩემი აზრით, არცთუ სუბიექტურია…)

გრეგორი ჰობლიტის ფილმი, ერთ ძალიან საინტერესო საგამოძიებო პროცესზე მოგვითხრობს… ალბათ, ამ რეჟისორის სახელი და გვარი არაფერს გეუბნებათ, თუმცა მისი ფილმებიდან აღსანიშნავია “Fracture” (რომელიც, ალბათ, ყველას ნანახი გაქვთ თუ არადა ნახეთ!!!) და “Frequency”, რომელიც ასევე კარგი ფილმია… მე “Hart’s War”-იც ნანახი მაქვს, მაგრამ დიდი ხნის წინ და ცუდი შთაბეჭდილება არც მას დაუტოვებია…

“Primal Fear”-ს რაც შეეხება, ძალიან საინტერესო და კარგი ფილმია… სიუჟეტიც ჩამთრევი და მიმზიდველია, ისევე როგორც მონაწილე მსახიობები და მათი თამაში…
ისეთი ფილმია, რომ მართლაც “უჯიშო” თარგმანმა ვერაფერი დააკლო…
ასე რომ, გირჩევთ ყველას, ზემოთხსენებულ ფილმებთან ერთად…

Comments

comments

Powered by Facebook Comments

1 Comment so far »

  1.  

    რეზ said

    June 17 2011 @ 20:30

    ედის გენიოსობაზე გეთანხმები გიო:))

Comment RSS · TrackBack URI

Leave a comment

Name: (Required)

eMail: (Required)

Website:

Comment:

  Wordpress Theme Protected By Wp Spam Free, Provided by Payday Loan Online