ეს ფილმი თავიდანვე დიდ ინტერესს იწვევდა ჩემში, რეჟისორის და მისი თემატიკიდან გამომდინარე, რომ აღარაფერი ვთქვა ტრეილერზე, რომლის ნახვის შემდეგაც, ჩემი ცნობისმოყვარეობა “პრომეთეს” მიმართ ერთი ორად გაიზარდა!!! მიუხედავად იმისა, რომ ქართული კინოთეატრების Facebook გვერდზე, მრავალჯერ შემპირდნენ რომ მას აუცილებლად აჩვენებდნენ, აგვისტოშიც კი არ გაუშვეს…

თუმცა, პრაღაში ვერ გავუძელი ცდუნებას და საბოლოოდ დავრწმუნდი, რომ ქართული და უცხოური 3D ისე განსხვავდება ერთმანეთისგან, როგორც ცა და დედამიწა… ფილმს ივლისში ვუყურე ძმაკაცებთან ერთად, თუმცა ხელმეორედ ნახვამდე რაიმე აზრის გამოთქმისგან თავს ვიკავებდი… მეგობრებს კი საშინლად არ მოეწონათ და ამის რამდენიმე მიზეზი არსებობს… პირველი ის, რომ ამ ფილმს არ უნდა უყურო რიდლი სკოტის “alien”-ის განწყობით… მეორე და მთავარი არის ის რომ, “პრომეთე” არ გამოირჩევა ბატალური სცენების სიმრავლით და ნაკლებად ტოვებს საშინელებათა ფილმის შთაბეჭდილებას…

ის მისტიკური გარემო, რომელსაც რიდლი სკოტის ფილმი დასაწყისიდანვე გვთავაზობს, სრულ ჰარმონიაშია მის შინაარსთან… “პრომეთე” წარმოადგენს ერთგვარ “ფაზლს”, რომლის ნახვის შემდეგაც მაყურებელმა უნდა გაიხსენოს ფილმის გარკვეული მონაკვეთები, რათა საბოლოოდ გადააბას ეპიზოდები ერთმანეთზე და ბოლომდე გაიგოს რეჟისორის სათქმელი…

დიდი ალბათობით, ეს ფილმი ძალიან ბევრს არ მოეწონება, რადგან ხალხი გადაეჩვია ფიქრს… მათ უნდათ სანახაობა, ისევე, როგორც ძველ რომში, კოლიზეუმში… არადა, ძალიან ბევრი საინტერესო ციტატა, მომენტი თუ პარალელი შეიძლება მოიძებნოს “პრომეთეში”…

ვისაც მოგწონთ sci-fiction ჟანრი, გიყვართ მისტიკა, გაუგებრობა და თავსატეხებზე ტვინის ჭყლეტა, ეს ფილმი სწორედ თქვენთვისაა… რიდლი სკოტი გვაძლევს პატარ-პატარა მინიშნებებს მის ლაბირინთებში გასარკვევად, თუმცა გილიერმო დელ ტოროს ‘ფაუნის’ ბოლოსიტყვაობის არ იყოს, “ამას მხოლოდ ისინი ამჩნევენ, ვინც იცის თუ საით იყუროს…”

აწი, მეერდიეთ სპოილერებს!!!

ფილმში მრავალი საინტერესო კითხვაა გაჟღერებული, მათ შორის ისეთებიც, რომლეთა პასუხებზეც უხსოვარი დროიდან ძიებაშია კაცობრიობა… რატომ ან ვის მიერ შეიქმნა ადამიანი?! რა მიზანი ჰქონდა მის დაბადებას?! არსებობს თუ არა ღმერთი?! და მრავალი სხვა…
ამ კითხვებთან ერთად, ფილმის მსვლელობა სხვა დამატებით შეკითხვებსაც აჩენს, რაც ერთი ორად ართულებს ჩანაფიქრის ამოცნობას, რადგან ძალიან ბევრი კითხვა რჩება პასუხგაუცემელი…

მივყვეთ რიგ-რიგობით და ამასთანავე გავიხსენოთ ის ციტატებიც, რომლებიც ფილმის გაგებაში უნდა დაგვეხმარონ…
დავიწყოთ ფილმის დასაწყისით… რატომ იკლავს თავს ჩვენი ‘წინაპარი’?!

სანამ რიდლი სკოტი თავის მისტიკურ სამყაროში გადაგვიყვანს, რომელშიც აშკარად ჭარბობს ნაცრისფერი, ის გვთავაზობს დედამიწის ულამაზეს პეიზაჟებს… ხოლო ე.წ. წინაპარის გამოჩენისთანავე, იმდენად იცვლება გარემო, რომ ჩვენი პლანეტის ულამაზესი ხედები, მხოლოდ ქვეცნობიერში რჩება და მაყურებელი იძულებული ხდება გააკეთოს დასკვნები იმის შესახებ თუ სად ხდება მოქმედება…

როგორც ზემოთ აღვნიშნე, ამ სცენის გასაღები წესით იმ სიტყვებში უნდა იყოს, რომელსაც ანდროიდი დევიდი (ფასბენდერი) ეუბნება ელიზაბეტს:
“- რატომ სურთ მათ ჩვენი განადგურება?!
-იმიტომ რომ ახლის შენება ყოველთვის ძველის ნგრევით იწყება…”

მხოლოდ ეს ციტატაც კი იმდენად საინტერესოა, რომ ბევრნაირად შეიძლება გავიგოთ… ერთის მხრივ ის შეიძლება შევადაროთ ნეოს დიალოგს არქიტექტორთან, რომელსაც მატრიცას მეორე ნაწილში ვეჩეხებით, სადაც არქიტექტორი უამბობს ნეოს რომ ისინი ეძებდნენ იდეალურ სისტემას და ამიტომ მრავალჯერ “დაურესტარტებიათ” კაცობრიობა… კავშირი კი ისაა, რომ ჩვენი ე.წ. “წინაპრები” აპირებდნენ ჩვენს განადგურებას, რათა უფრო განახლებული და უკეთესი სახით შევექმენით… :დ

მეორე მხრივ კი ეს ციტატა, სრულიად ხსნის დასაწყისს, რადგან საწყის კადრებში პირობითად X ჩვენს შექმნას სწირავს თავის სიცოცხლეს… ანგრევს საკუთარს და აშენებს მთელ ცივილიზაციას, ხოლო დანარჩენი პირობითად y-ები უკან ბრუნდებიან ხომალდით თავიანთ პლანეტაზე…

ძალიან საინტერესოა მომენტი, როცა ანდროიდი დევიდი ეკითხება დოქტორ ჰოლოვეის თუ რაზე არის ის წამსვლელი პასუხების მისაღებად და მხოლოდ ამის შემდეგ შეასხამს თავის ფანტაზიას ხორცს… საერთოდ ეს დიალოგი არის ერთ-ერთი ყველაზე გენიალური ამ ფილმში!!! არ ვიცი თქვენ რამდენად მიაქციეთ ყურადღება, მაგრამ მე პირადად, შოკში ჩამაგდო თუ რა ლამაზად გაავლო რიდლიმ ზღვარი ადამიანებს, მათ წინაპრებს, რობოტებს და ღმერთს შორის…

ჩვენ, სწორედ რომ ადამიანებმა შევქმენით რობოტები და მცდელობას არ ვაკლებთ მათი ხელოვნური ინტელექტის დახვეწა განვითარებას, თუმცა მათზე საუბრისას დარწმუნებული ვარ ბევრს გაგახსენდებათ ტერმინატორი, პირველი თუ არა მეორე ნაწილი მაინც… :დ სადაც ჩვენ საკუთარ შექმნილ ჯაბახანებს ვებრძვით, რადგან ისინი იმ დონეზე განვითარდებიან რომ საფრთხეს შეგვიქმნიან…

სწორედ ეს შეიძლება იყოს პასუხი კითხვაზე თუ რატომ ეწადათ მათ ასე გულითადად ჩვენი განადგურება…

როცა ჰოლოვეი პასუხობს, რომ ყველაფერზეა წამსვლელი, ოღონდაც პასუხები მიიღოს დევიდი უსვამს მას ძალიან მნიშვნელოვან შეკითხვას:
” – და თქვენ რატომ შეგვქმენით?! (ანდროიდი დევიდი)
– მხოლოდ იმიტომ რომ შეგვეძლო… (ჰოლოვეი)
– მგონი, ძალიან დიდი იმედგაცრუება იქნებოდა შენთვის შემოქმედისგან მსგავსი პასუხის მიღება…”

და მართლაც ბევრ საინტერესო რამეზე შეიძლება დაფიქრდეს ადამიანი… რატომ შევქმენით რობოტები?! მათ ბევრი რამ შეუძლიათ, ისინი მრავალი ფუნქციის შესრულებაში აღგვემატებიან იქნება ეს სისწრაფე თუ მძიმე ტვირთის აწევა, თუმცა მათ არ აქვთ სული, ჩვენნაირი დახვეწილი გონება, უჭირთ სირბილი, ხტომა, ცეკვა და ა.შ. თუმცა, ალბათ, ესეც გარკვეულწილად დროებითია… (სულზე არ მაქვს საუბარი) მე საუბარი იქით მიმყავს, რომ ‘პრომეთეში’ აღმოაჩენენ რომ ჩვენი და X რასის ‘დე ენ ემი’ იდენტურია, რაც ნიშნავს იმას, რომ ჩვენ მათგან წარმოვიშვით, ისინი კი ჩვენს ევოლუციამდეც უაღრესად განვითარებულები იყვნენ, რასაც სავსებით ცხადყოფს ფილმი…

დევიდთან საუბრის შემდეგ, როცა შოუს ყელზე შემჩნეული ჯვარის გადამკიდე ღმერთზე ჩამოვარდება საუბარი, ჰოლოვეი ირონიულად უმტკიცებს ელიზაბეტს, რომ სიცოცხლის შექმნაში რთული არაფერია, რომ ეს ყველას შეუძლია და ამ მომენტში ირკვევა რომ ელიზაბეტ შოუ არის უნაყოფო… ძალიან კარგი სცენაა, თუმცა დევიდი მაინც მიაღწევს თავისას და ჩემი აზრით დაამტკიცებს, რომ ‘დე ენ ემის’ არევით შესაძლებელია ისეთი სიცოცხლის ფორმის წარმოშობა, რომელიც არასდროს გვინახავს…

უსაზღვროდ შეიძლება ამ ფილმზე საუბარი… იმის აღნიშვნა თუ რა საოცარი საუნდტრეკები აქვს, როგორი ძლიერი რეჟისურა, რამდენად მწირია უაზრო ბატალური სცენები და როგორი აბსოლუტურად შესაბამისი გარემოა შექმნილი რიდლი სკოტის მიერ… თუმცა, ვთვლი რომ ისედაც ძალიან გამიგრძელდა…

რაც შეეხება ფინალს, პრომეთე აღმოჩნდა ‘უცხო’-ს დასაწყისი და მე მგონი არავის გიკვირთ, რომ ის “მახინჯი” ასე ვერ იტანდა კაცობრიობას… ჩვენ ფაქტობრივად მისი წინაპრების განადგურებაში მიგვიძღვის გარკვეული წვლილი, ხოლო რეალურად თუ რამ გაანადგურა მათი რასა კვლავაც კითხვის ნიშნის ქვეშ რჩება…

ყველაზე მთავარი არის ის რომ ამდენი უბედურების შემდეგ, ამდენი ტანჯვა-გვემისა და მრავალი წარუმატებელი მცდელობის შემდეგ, ადამიანი კვლავ ძიებაშია და კვლავაც შემქმნელთან შეხვედრის წყურვილი კლავს!!! უფრო მეტიც, იმისთვისაც კია მზად, რომ საკუთარი სიცოცხლე გაწიროს, რათა მის დაუოკებელ ცნობისმოყვარეობას საკუთარ არსებობასთან ერთად დაუსვას წერტილი.

Comments

comments

Powered by Facebook Comments

14 Comments so far »

  1.  

    ქწე said

    September 18 2012 @ 20:30

    ფასბენდერი როგორღა ლაპარაკობდა ტანის გარეშე?

  2.  

    svani said

    September 18 2012 @ 20:30

    რობოტი იყო და რატომ ვერ ილაპარაკებდა?! ო.ო

  3.  

    Tigerskinner said

    September 25 2012 @ 20:30

    მთავარ როლზე მოიაზრებოდნენ ენ ჰეთევეი, ოლივია უაილდი, ჯემა არტერტონი, კერი მალიგანი, ები კორნიში და ნატალი პორტმანი, საბოლოოდ ელიზაბეტ შოუს როლში თავად რეჟისორმა აირჩია შვედი ნოომი რაპასი შვედური “მილენიუმ ტრილოგიის” გამო.
    მერედიტ ვიკერსის როლზე კი რეჟისორს თავიდანვე სურდა მიშელ იეო ანდა ანჯელინა ჯოლი, თუმცა როლი დარჩა შარლიზ ტერონს. მსახიობს მოწევამ გადაღებებზე მუშაობა გაუძნელა, სიგარეტის გამო ძლივს შეასრულა ეპიზოდი, სადაც იგი ქვიშაში გარბის, მისი ეკიპირება და ბოტები 15კგ-ზე მეტს იწონიდა.
    ფილმის გადაღებისას რ. სკოტმა გამოიყენა რაც შესაძლო იყო ყველაზე მცირე კომპიუტერული ეფექტები (უმეტესად კოსმოსურ სცენებში), მისი განცხადებით პრაქტიკული ეფექტები უფრო შედეგიანია, ვიდრე ციფრულ-კომპიუტერული ვიზუალური ეფექტები.
    ფილმის გამოსვლამდე გამოვიდა რამოდენიმე ვიდეორგოლი (ე.წ. Viral Video), პირველი სადაც პიტერ ვეილანდის TED კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლაა, მეორე რომელშიც ანდროიდი დევიდის კომერციული გაცნობაა, მესამეში ელიზაბეტ შოუს მიმართვაა ვეილანდისადმი და მეოთხე, სადაც ხომალდის კაპიტნის ტესტირებაა, მოკლემეტრაჟიანი ფილმები გადაიღო რიდლი სკოტის შვილმა ლიუკ სკოტმა.
    საერთო მოსაზრება იყო სცენარი ვერ ჰქონდა სათანადო, თითქოს ვერ ქაჩავდა სიუჟეტი, სთორი-სიუჟეტი ერთი შეხედვით ჰქონდა მარტივი და შესაძლოა პრიმიტიულიც კი – ჯგუფი ჩადის უცხო ადგილას, უშვებენ შეცდომებს, სათითაოდ იხოცებიან, ერთი გადარჩება და დასასრულისწინა დაყივლება, არ იყო რაიმე სერიოზული სიურპრიზი სიუჟეტის მსვლელობისას (გარდა იმისა რომ ვეილანდი ცოცხალი აღმოჩნდა და თანაც ბორტზე მყოფი მალულად). ცოტა საწყენია ის რომ სცენარი ათეული წლების მანძილზე მუშავდებოდა და ასეთი მარტივი არ უნდა ყოფილიყო. ცოტა მე რაც შევამჩნიე ჩემი თვალით იყო ის რომ მალე ხდებოდა და ებმებოდა ყველაფერი ერთმანეთს: პატარა პროლოგი, მერე მეცნიერთა აღმოჩენა, უცებ კოსმოსი, მერე იქაურობა, ეკიპაჟის სიკვდილი და დასასრული, ანუ არ იყო დაწვრილებით ნაჩვენები ერთმანეთზე მიბმა ამ ცალკეული ეპიზოდებისა (შეიძლება იგივე აზრზეა ბევრი ვინც სცენარ-სიუჟეტი დაიწუნა), მაგრამ ამის ერთგვარი პასუხი შესაძლოა ისაა რომ ფილმს უძღვოდა რამდენიმე მოკლემეტრაჟიანი ვიდეორგოლი, ანუ ფილმის ნახვამდე ზოგადი წარმოდგენის შესაქმნელად ეს ყველაფერი ნანახი უნდა ჰქონოდა მაყურებელს (?). ასევე მეგონა რომ ფილმი ორ საათზე მეტი ხანგრძლივობის იქნებოდა, არადა 1სთ და 50წ იყო, თუმცა ამას მგონია ის ახსნა აქვს რომ ფილმს ექნება ე.წ. Director’s cut, სადაც 15 წუთიან დამატებაში მეტნაკლებად ვრცლად იქნება ნაჩვენები სხვადასხვა ფაქტები, თანაც უკვე ცნობილია რომ ფილმს ექნება გაგრძელება, რომელშიც რა იქნება ნაჩვენები და რამხელა დოზით ჯერ არ ვიცით.
    იყო უარყოფითი მოსაზრება იმაზეც რომ ელიზაბეტ შოუ ფაქტობრივად იგივე ელენ რიპლია, ამაზეც მარტივი პასუხია – რიდლი სკოტმა აქაც ქალი პერსონაჟი აირჩია მთავარ გმირად და დაემგვანებოდა ბუნებრივია, ბოლო-ბოლო თვით როჯერ იბერტმა თქვა: Rapace continues the tradition of awesome feminine strength begun by Sigourney Weaver in “Alien”.
    იყო ასევე პატარა კრიტიკა ქრისტიანობასა და ჯვარზე ფილმში გაკეთებულ აქცენტზე, მგონია რომ ესეც პირდაპირ კავშირშია ფილმის თემატიკასთან – ხაზგადასმულ ბიბლიასთან ალბათ ერთგვარი “ვალისმოხდა” და ადამიანური რწმენის არდაკარგვა.
    რავი სულ ესაა რაც მომაფიქრდა იმასთან დაკავშირებით ვინვ რამე დაუწუნა ამ ფილმს. დანარჩენი კი უდავოდ ძლიერი აქვს ყველაფერი, კარგი მსახიობები და სახეები, არსებები, მხატვრული გაფორმება, გრიმი, ეფექტები, დადგმა, დეკორაცია, კოსტიუმები, კადრები, ჯამში ძალიან მაგარი ვიზუალი აქვს, ნუ ეგრეც იქნებოდა იმიტომ რომ აქაც დიზაინერ ჰ.რ. გიგერის ხელი ურევია.
    მოკლედ ისღა დამრჩენია დაველოდო წლის ბოლოს თუ ექნება ნომინაციები ოსკარზე ტექნიკურ ნომინაციებში (ვიზუალური ეფექტები, გრიმი) და მერე დაველოდო ფილმის მეორე ნაწილს, სადაც თავად რიდლი სკოტის თქმით ბევრ კითხვას გაეცემა პასუხი :)

  4.  

    svani said

    September 25 2012 @ 20:30

    ძალიან საინტერესო კომენტარი იყო, თუმცა ვერ დაგეთანხმები სცენარის ამბავში… ერთი შეხედვით ძალიან მარტივი და ბანალურია, თუმცა ფილმის დიალოგები იმდენად აზრიანია და ღრმა, რომ თვით ამ სცენარის ბანალურობასაც იტანს და საერთო ჯამში ვიღებთ მაინც შედევრს, რომელმაც მეორე ნახვაზე ექსტაზში ჩამაგდო… <3

  5.  

    Tigerskinner said

    October 3 2012 @ 20:30

    ხო კი, გეთანხმები ზუსტად მაგაში რომ ჯამში იმდენად აზრიანია და ძლიერია რომ ერთი შეხედვით მარტივ სიუჟეტს იტანს! ოთხჯერ ვუყურე მე, არ მახსოვს ფილმს ასე დავლოდებოდი, ყველაზე მეტი დრო ამ ფილმს შევალიე, რამდენჯერმე ღამე გავათენე ამ ფილმზე მასალების ძიებაში სანამ გამოვიდოდა. ამოჭრილ კადრები უკვე გამოვიდა (პროლოგშია, მერე დიალოგებია, მერე ინჟინრის ლაპარაკია და ბოლოს შოუსთან დევნისას კადრებია წიგნებს ნახავს ინჟინერი).

  6.  

    svani said

    October 3 2012 @ 20:30

    შენ Facebook-ზე მყავხარ?!
    თუ არა დამამატე და მომწერე პიემში : ))

  7.  

    Tigerskinner said

    October 3 2012 @ 20:30

    დაბლოკილი გყავარ 😉

  8.  

    svani said

    October 3 2012 @ 20:30

    ჩახვაშვილი შენ ხარ?! მე არ დამიბლოკიხარ და თვითონ რატომ ქენი ეგ, დღემდე არ ვიცი…
    მომწერე რომელი ხარ… : ))

  9.  

    Tigerskinner said

    October 4 2012 @ 20:30

    კი პაატა ვარ, შენ დამბლოკე შენ 😉

  10.  

    svani said

    October 4 2012 @ 20:30

    ვახ, dafuck?! O.o

  11.  

    Nodar Dadiani said

    October 17 2012 @ 20:30

    კარგი სტატიააა ფრიად :დ.

  12.  

    Kate Alukard said

    October 26 2012 @ 20:30

    “- რატომ სურთ მათ ჩვენი განადგურება?!
    -იმიტომ რომ ახლის შენება ყოველთვის ძველის ნგრევით იწყება…”

    ჰოდა ამან ფაით ქლაბი გამახსენა : )))))

    არ გამცრუებია იმედი

  13.  

    Tamriko Ramishvili said

    October 28 2012 @ 20:30

    მინდა გითხრა რომ სტატიის წაკითხვის შემდგომ კიდევ ერთხელ "გადავახვიე " მეხსიერებაში ფილმი )) და კიი– გეთანხმები რომ როგორც მიუსაფარ ბავშთა სახლის აღსაზრდელებს მუდამ აქვთ ბიოლოგიური მშობლის ძიება გენეტიკურად ჩადებული ისეთივე თემაა ზოგად კაცობრიობაზე მორგებული ,
    მაგრამ ჯერ ეს 1 და კაცობრიობის უმეტეს მორწმუნე ნაწილს ეს არ აწუხებს, რადგანაც თუ გწამს ელემენტარულად უბრალოდ შემოქმედისაც გწამს და შენში ეძებ მის არსებობას, (ამიტომ არ გამიკვირდება რომ ვიღაცამ დაგმოს კიდეც ამის გამო ესსაკმაოდ ნორმალური ფილმი ).
    და მე–2 ) ყველაფერი შენს მიერ თქმული კი იყო ფილმში, მაგრამ " ც ო ტ ა" რაოდენობით.
    ( პირადად მე უფრო მეტად ჩახლართულ საფიქრალ ფილმები მომწონს).

    რეზუმე: 1ლ ნახვა უდაოდ შეიძლება 6/10 დან.

  14.  

    Eka Sanikidze said

    December 18 2012 @ 20:30

    (Y)

Comment RSS · TrackBack URI

Leave a comment

Name: (Required)

eMail: (Required)

Website:

Comment:

  Wordpress Theme Protected By Wp Spam Free, Provided by Payday Loan Online