ამა წლის 19 სექტემბერს, კინოთეატრ რუსთაველში გაიმართა “Resident Evil: Retribution”-ის დახურული ჩვენება, რომელიც ერთი დღით უსწრებდა წინ მის პრემიერას საქართველოში… ჩვენებაზე დაპატიჟებულნი იყვნენ, როგორც ბლოგერები, ასევე Facebook მომხმარებლები, რომლებიც აქტიურობით გამოირჩეოდნენ კინოთეატრის ოფიციალურ გვერდზე… Rustaveli/Amirani Movie Theaters

ჩვენებამ, არათუ წარმატებით, არამედ ოვაციებით ჩაიარა… თუმცა თვითონ ფილმზე მეტად, ეს კინოთეატრ “რუსთაველის” ადმინისტრაციის დამსახურება იყო!!! საქმე კი შემდეგში მდგომარეობდა, რომ ფილმის დაწყებიდან 20-25 წუთიც არ იყო გასული, როცა კადრი გაიჭედა… არ ვიცი, რა რეაქცია ექნებოდათ ამაზე ევროპასა თუ ამერიკაში, მაგრამ ქართველი მაყურებელი მსგავს ხარვეზებს ჩვეულნი ვართ… ყველა იმედის თვალით შევქეროდით ვეებერთელა ეკრანს, როცა გაშეშებული კადრი საერთოდ გაქრა და დარბაზში უკუნი ჩამოწვა…

განათებებმა ციმციმი დაიწყო… ზომბების ხმამ ეკრანიდან დარბაზში შემოაღწია… იყო მიწისძვრის ეფექტებიც, მაგრამ ამ პერფორმენსის კულმინაცია მაინც მონსტრებად გადაცმული მსახიობები იყვნენ!!! ეს ყველაფერი იმდენად სერიოზულად, ლამაზად და გემრიელად იყო გაკეთებული, რომ რაღაც მომენტში თავი სიზმარში მეგონა და გაღვიძებას ვლამობდი… პერფორმენსის დროს, განსაკუთრებით შთამბეჭდავი იყო, როცა სცენაზე ადამიანები დავინახე, რომლებიც ძაღლებთან ერთად იდგნენ და ზომბი, რომელიც ჩემს რიგში შემოძვრა და კაი ხანი მოხოხავდა ჩემკენ!!!

შეუძლებელია სეანსისგან მიღებული ადრენალინის დოზის სიტყვიერად გადმოცემა, თუმცა მე მინდა დიდი მადლობა გადავუხადო კინოთეატრ “რუსთაველის” ადმინისტრაციას, რადგან ძალიან არ შეიჭრენ როლებში და ყველაფერი გააკეთეს ზომიერების ფარგლებში…
არც გადამეტებულად და არც პირიქით… ძალიან კარგია, რომ გარკვეული პაუზის შემდეგ, კინოთეატრის მესვეურნი მიხვდნენ სოციალურ მედიასთან კავშირის აუცილებლობას… პირველი ნაბიჯების ფონზე სავსებით კმაყოფილი დავრჩი…

“ბოროტების სავანე” ნამდვილად არ ჯდება ჩემს საყვარელ ფილმთა კატეგორიაში, თუმცა ისევე როგორც წინა ნაწილის 3D, Resident Evil: Retribution სპეცეფექტებიც ნამდვილად გამორჩეული იყო… ჯეიმს კამერონის “ავატარის” შემდეგ, ჩემი აზრით, ეს არის კიდევ ერთი ახალი სიტყვა სამ განზომილებაში…

Comments

comments

Powered by Facebook Comments

11 Comments so far »

  1.  

    გიგლა ჯუნაშვილი said

    September 25 2012 @ 20:30

    ლოოოოლ :)
    “ავატარის” შემდეგ ახალი სიტყვა არა რაკეტა!!!
    და ვაფშეც შევეცი ამ ფილმს თავის დებილ რეჟისორიანად და თავის ცოლ მილა იოვოვიჩიანად, თამაშები და კეპკომის ორი ანიმაციური ფილმი, დეგენერეიშენი და დემნეიშენი ათი თავით სჯობია ამ სირობებს, სთორი და სიუჟეტი უმტყვნელესი აქვს, აქ კი პერსონაჟები დაასირეს იმენა!

  2.  

    ჩერეზ ჩერეზ said

    September 25 2012 @ 20:30

    მეგობარმა მირჩია აქაურობის გადახედვა .2 საათია დავდივარ შენს ბლოგზე დასაწყისიდან დასასრულამდე ბევრი რამ გადავიკითხე… კაია ერთი სიტყვით, ტაკ ძერჟაწ. სადმე ხო უნდა დამეწერა? (პასუხი შენს კითხვაზე –> “მერე Resident Evil: Retribution თემა რა შუაშია?)

  3.  

    svani said

    September 25 2012 @ 20:30

    გიგლა, კარგი იქნებოდა ცოტა ცენზურასაც თუ დაიცავდი, მაინც ზრდილობის გულისთვის… : ))
    რაც შეეხება თამაშებს, რეზიდენტის რა მოგახსენო, მაგრამ საილენთ ჰილი, ფილმი კაპიკად არ ვარგა და თამაში კიდევ გენიალურია… ეგ დაახლოებით წიგნი და ფილმის თემაა, წიგნი მეტწილად ყოველთვის სჯობს ფილმს…

    რაც შეეხება შენს ირონიას ავატართან შედარების ამბავში… მისაღებია გარკვეულწილად, მაგრამ ეს ფილმი ახალი ტექნოლოგიით გადაიღეს და ერთ-ერთი საუკეთესო 3D ფილმია, რაც კი ოდესმე მინახავს…

  4.  

    svani said

    September 25 2012 @ 20:30

    ჩერეზ ჩერეზ, მოხარული ვარ…. : ))
    ყოველთვის სასიამოვნოა მსგავსი კომენტარების ნახვა… : ))
    მადლობა

  5.  

    ეკა said

    September 26 2012 @ 20:30

    :))) ამ დახურუ ჩვენებაზე ისეთები მოხდა რაც მგონია არც მომხდარაა საქართველოს კინოთეატრებში,მაყურებელი ცოტა შეშინებული.გაოცებული და დაძაბული იყურებოდა და ბოლომდე ვერც გაეგოთ რა ხდებოდა მათ თავს:))
    ფილმზე ძალიან.მე პირადად ეს დადგმა მომეწონა;)

  6.  

    svani said

    September 26 2012 @ 20:30

    მეც ძალიან მომეწონა… კარგი კრეატივი იყო, რაც სამწუხაროდ ძალიან იშვიათობაა ჩვენთან…

  7.  

    Tigerskinner said

    October 3 2012 @ 20:30

    გიგლა ჯუნაშვილს ვეთანხმები :)))
    თამაშებთან ახლოსაც ვერ მივა ეს ფილმ-ფრანშიზა. ანუ თუ მხოლოდ ფილმები გაქვს ნანახი კარგია, მაგრამ თუ თამაშები იცი ფილმებისკენ აღარც გაიხედავ კაცი :)
    ამ დროში ვიზუალურად კარგად გაკეთებული ფილმი უკვე სიახლე აღარაა, ვიზუალი კარგი აქვს ბოლო წლებში გამოსულ ყველა მსგავს ფილმს.
    ჰოდა ეს ფილმიც და სერიებიც იყურება მშვენივრად.

  8.  

    svani said

    October 3 2012 @ 20:30

    არა ძმაო, არ არის ეგრე!!! მე არ მახსოვს ასეთი ძლიერი 3D… ავატარი, პირველი სიტყვა იყო და რაზეა საუბარი?! მაგრამ იმას მაინც სხვა ეფექტი ჰქონდა… პანდორაზე ვიყავით ყველა, ეკრანში შემძვრალნი…

    აქ კიდევ ზიხარ და ფართხალებ, რომ თავში რაღაცა არ მოგხვდეს… :დ

  9.  

    Tigerskinner said

    October 3 2012 @ 20:30

    Transformers 3 ???

  10.  

    კაისერსუზზე said

    July 17 2014 @ 20:30

    ძალიან მომეწონა ბლოგი!მალადეც! რაც შეეხება უშუალოდ ფილმს – ერთი ყურებაა! მაგაზე მეტს ვერ გავქაჩავ:) თამაშს რაც შეეხება ისიც ნაგავია – ბაგებით არის სავსე,საშინელი ინტერფეისი და მართვა აქვს არადა იდეა კარგია და ბევრად მეტის გამოწურვა შეიძლებოდა.

  11.  

    svani said

    July 23 2014 @ 20:30

    კაისერსუზზე
    მადლობა, შენნაირი ნიკის მქონესგან, ბევრად სასიამოვნოა მსგავსი კომენტარის წაკითხვა… : ))

Comment RSS · TrackBack URI

Leave a comment

Name: (Required)

eMail: (Required)

Website:

Comment:

  Wordpress Theme Protected By Wp Spam Free, Provided by Payday Loan Online