და აი, დადგა ის სანუკვარი მომენტი, როცა “RockeNrolla”-ს განხილვას უნდა დავაწიო საშველი… ლარს it was really nice try, but now… “ადამიანები ხშირად კითხულობენ… ვინ არის ნამდვილი “როკენროლშჩიკი”?! მე მათ ვუხსნი, რომ საქმე არ არის დასარტყამ ინსტრუმენტებში, ნარკოტიკში ან გემოდიალეზში… ნამდვილად არა!!! აქ საუბარი გაცილებით მეტზეა… ყველას მოსწონს ლამაზი ცხოვრება, ზოგი ფულის ხამია, ზოგი ნარკოტიკის, ვიღაცებს სექსზე ეკეტებათ, სხვებს კი გლამურზე და დიდებაზე… მაგრამ როკენროლა… ის ასეთი არ არის… რააააატოოოოომ?! იმიტომ რომ ნამდვილ როკენროლას ყველაფერი ერთად სჭირდება!!!” ეს სიტყვები, ცალკე აღებული, არცთუ ბრძნულად ჟღერს… თუმცა, როცა მას ფონად ის მუსიკა მიჰყვება, რითიც იწყება ფილმი, დიდი შანსია მათ “ფილოსოფიურ” საწყისებზე არც ფიქრობდე… რას ელოდები ადამიანი, როცა გაი რიჩის ფილმს რთავ?! ფიქრობ, რომ ნახავ საინტერესო სიუჟეტს, რომელიც რაღაც მომენტში სასწაულებრივად გადაებმება ერთმანეთს, (ეს მისი ყველაზე დიდი კოზირია, ჩემი აზრით) იხილავ ბევრ კარგ მსახიობს და რაც მთავარია, ეს იქნება ძალიან, ძალიან სახალისო და შავი იუმორით გაჯერებული თავგადასავალი… ერთის მხრივ სხვას რას უნდა ელოდე “კარტი, ფული და ორი ლულა”-ს და “სნეჩ”-ის რეჟისორისგან?! მეორეს მხრივ, შეიძლება იცოდე რომ მას ასევე აქვს ფილმი “რევოლვერი”, რომელიც ზემოთხსენებულთან შედარებით ცოტა “მაინდfuck”-ია… მე ძალიან მიყვარს ეს უკანასკნელი, თუმცა ამ სტილის ფილმს აღარ ველი გაი რიჩისგან… ძალიან მწყდება გული, თავის ნიჭს რომ შერლოკ ჰოულმსზე ფლანგავს… მიუხედავად ბევრის დიდი მოწონებისა, ჩემი აზრით, ეს რიჩის სტილი არაა… მის სტილში ზუსტად იმ მოლოდინს ვგულისხმობ, რომელიც ზემოთ აღვწერე და რომელსაც როკენროლა სრულიად შეესაბამება!!!

გადადი ლინკზე,დაბრუნების პერსპექტივით…

ამ ფილმში ყველაფერია, ძალიან კომიკური სიტუაციებიდან დაწყებული მარტივი ფილოსოფიით დამთავრებული… მასში უამრავი საინტერესო პერსონაჟია, ჩამთრევი სიუჟეტით და გენიალური ვითარებებით… პირველი, რაც მაყურებელს თვალში გხვდება ფილმის დამთავრებისას, არის ის, რომ პერსონაჟი რომლის გამოც ფილმს ჰქვია როკენროლა, სრულიად არ არის მისი მთავარი გმირი… თუმცა, ამასთანავე, მისი უამრავი ნაკლის მიუხედავად, ის მაინც ყველაზე მაგარ შთაბეჭდილებას ტოვებს შენზე… ჯონი ქუიდი, რომლის როლსაც ტობი კებელი ასრულებს, ფილმის მიხედვით გენიალური როკენროლისტია… მას არ აინტერესებს ამ ქვეყნად არაფერი, გარდა ხელოვნებისა, არის ნარკომანი, თუმცა ამასთანავე განათლებული, ჭკვიანი, საზრიანი, “ჟივუჩი ტვარ”, იუმორის გრძნობით აღსავსე, რომელსაც “პა ბალშომუ” ყველაფერი მაგრად კიდია!!! მოდი და ასეთი ტიპი ნუ დაგევასება… : )) თუმცა, ფილმში ის მხოლოდ ერთადერთ ადამიანს, თავის მეგობარ ნარკომანს უყვარს, რომელიც ფორმულა 51-ის ქართულ თარგმანს რომ დავესესხო “ბავშვობიდან, დედას და მამას ვერ არჩევს ერთმანეთისგან…” მიუხედავად ნარკომანობისა, ჯონის ინტელექტი და საზრიანობა ბევრ ადგილას ჩანს ფილმში… თუნდაც იმ მომენტში, როცა კუკი მასზე საუბრისას აღნიშნავს “თვით ნარკომანმა ჯონიმაც კი იცის, რომ როკერი ბევრად უფრო ფასობს მკვდარი, ვიდრე ცოცხალი… იდიოტიზმია ეს ცხოვრება, არა?!” მაგრამ ჩემი საყვარელი სცენა მაინც სხვა არის: “-ხედააავ, იმ მომაკვდინებელ ღერების კოლოფს პიანინოზე?! -კი… -ყველაფერი, რაც შენ გჭირდება რომ იცოდე ცხოვრების შესახებ ამ ოთხ მუყაოს კედელშია მოთავსებული… უნდა შეამჩნიო, რომ შენი პიროვნების ერთი მხარე აცდუნა განდიდების მანიის ილუზიამ… დიდმა ოქროს გვირგვინოვანმა გერბმა, რომელიც აშკარად მიგანიშნებს სიმდიდრესა და გლამურზე… ჩვენ, მოხერხებულად გვაპარებენ იმ ფაქტს, რომ სიგარეტები ჩვენი ერთგული და გულუხვი მეგობრები არიან… მაგრამ ეს სიმართლე არ არის!!! შენი პიროვნების მეორე მხარის ყურადღებას იპყრობს საკითხის საპირისპირო ასპექტი… იქ მსხვილი ტექსტით, შავით თეთრზე წერია, რომ ეს პატარა სიკვდილის ჯარისკაცები, რეალურად შენს მოკვლას ლამობენ… ეს კი სრული სიმართლეა!!! ოხ, ეს ტკბილი საიქიოს გამოძახილი, ნუთუ შესაძლებელია რომ მის მიმზიდველ ჩურჩულს წინააღმდეგობა გაუწიო?! ტკბილი ყოველთვის სიმწარეს შეიძენს, ხოლო ყველაფერი მწარე ოდესმე გატკბილდება” (კენწეროში მაინც) თითქოს, ამ ციტატაში ნათქვამი ყოველი სიტყვა აქამდეც გაგვიგონია… ეს ხომ ისედაც ცხადია… თუმცა, მხოლოდ ამ კუთხით სამყაროსთვის, ალბათ, არასდროს შეგვიხედავს… (ფილმის ამ მომენტის გადმოცემა სიტყვებით, თითქმის შეუძლებელია, რადგან ეს ყველაფერი პარალელურად სხვა მოვლენის ფონზე ხდება და თან მუსიკასთანაც გენიალურად არის შეხამებული… ‘სწორედ ამიტომ მიყვარს მე ფილმები და სწორედ ამიტომ უნდა ნახოთ თქვენ როკენროლა’) არადა აქ ბევრი რამ შეიძლება მოიაზრებოდეს… თუნდაც ის, რომ ადამიანები ხშირად ვტყუვდებით და საკუთარ ილუზიებში ვცხოვრობთ, როცა გარემო ჩვენ ირგვლივ შავით თეთრზე გვიჩვენებს რომ რეალობა აბსოლუტურად განსხვავდება ჩვენი გამოგონილი სამყაროსგან…

პოსტის უკანასკნელი ნაწილი შეიძლება შეიცავდეს სპოილერებს!!!

ამ ფილმზე ძალიან ბევრი საუბარი შეიძლება, მაგრამ მე მხოლოდ კიდევ ერთ რამეს გავუსვამ ხაზს… მიუხედავად უამრავი თემისა, რომელიც ფილმშია წამოჭრილი დაწყებული ელიტური კორუფციიდან, დამთავრებული ნარკომანიით… როკენროლაში ჰომოსექსუალიზმზეც ძალიან საინტერესოდ არის გამახვილებული ყურადღება… ერთ-ერთი ირონიული მომენტი არის ის, რომ “კრასავჩიკ ბობი” რომელიც პიდარასტია, ბანდიტური დაჯგუფების წევრია… მეორე ის, რომ მისმა ბავშვობის ძმაკაცმა არ იცის ამის შესახებ, თუმცა გაქანებული ჰომოფობია… და მესამე და ყველაზე მაგარი, რაც ფილმშია არის ის თუ რას ეუბნება “მამლია” ჰომოფობ “ვანთუ”-ს ბობის შესახებ: ” -ბატონო ვანთუ, თქვენ ერთი რამე უნდა იცოდეთ ჩვენს ბობზე… ვინ უვლიდა დედაშენს მის გარდაცვალებამდე, სანამ ორწლიანს იხდიდი?! ჰა?! არა, ეს მე არ ვყოფილვარ… თუმცა მე შენი საუკეთესო ძმაკაცი ვარ… ეს ბობი იყო!!! ბობი მიდიოდა მასთან, კვირაში ექვსჯერ და დღეს არ აგდებდა… ამოწმებდა, რიგზე ჰქონდა თუ არა ყველაფერი… შენ დედიკოს გული გაუტეხე ციხეში მოხვედრით, ბობი კი ყველანაირად ცდილობდა მის გამთელებას… და იცით საერთოდ რას გეტყვით ბატონო ვანთუ?! მე თუ მომენტში გაპიდარასტებით შევძლებდი ბობისნაირიადამიანი გავმხდარიყავი… მე დავფიქრდებოდი… ძალიან ცოტა ხნით, თუმცა მაინც… ” ამ მომენტს რომ ჩაუფიქრდეს ზოგზოგიერთი საქართველოში არ იქნებოდა ურიგო… არადა, დარწმუნებული ვარ “ბაბულიკების” ერთ-ერთი ფავორიტი ფილმია როკენროლა… ))) “პაწერენა ვ მირე ნარკომანავ ი ძეგენერატავ, ბოლშე ეიო ნი დუშა ნე უვიძიტ…” (ერთ-ერთი ჩემი საყვარელი ციტატა) პ.ს. ვისაც ინგლისურად გაქვთ ფილმი ნანახი, მასში არის ერთი ძალიან ეპიკური სცენა, როცა რუსი მილიარდერი გადაწყვეტს მისი შეყვარებულის მოკვლას და იურის ეძახის…  ამ დროს იური, მძღოლს ხელთათმანების მიწოდებას სთხოვს, თუმცა ორიგინალში რუსულად ამბობს “ეტა დევუშკა მნე ნე ნრავიტსია”, ზუსტად იმავე სიტყვებს, რასაც იქამდეც იძახის სხვა სცენაში… : ))

დასასრულისას კი ვიდეო განწყობისათვის…

 

Comments

comments

Powered by Facebook Comments

9 Comments so far »

  1.  

    მე ვარ said

    November 20 2011 @ 20:30

    უნდა ვაღიარო პირველი პოსტია რომელმაც გადამაწყვეტნა ფილმის ნახვა :) კარგია როცა ემოციებს არ მალავს პოსტის ავტორი

  2.  

    will said

    November 24 2011 @ 20:30

    მომეწონა ნამდვილად კარგი პოსტია +1

  3.  

    დია said

    November 25 2011 @ 20:30

    მაგარი სტატიაა. რამდენი ვიცინე იმ მომენტზე, მეგობარი სიყვარულში რომ გამოუტყდება და ეს მანქანას ამუხრუჭებს. :) ასე გააგრძელე!

  4.  

    svani said

    November 25 2011 @ 20:30

    as far as I can see, u don’t read me Dea, do u?! სხვა გარჩევებსაც გადახედე… 😉

  5.  

    Wise Camel said

    November 26 2011 @ 20:30

    გაი რიჩი – კრიმინალური კომედიის გენიოსი.

    ისე მისი ფილმებიდან მაინც “Snatch” მომწონს ყველაზე მეტად, ბოშების სცენები მომწონს მაგრად, ბრედ პიტის აქცენტზე ხომ საერთოდ დაბლა ვგორაობდი პირველად რომ ვუყურე და საერთოდ მაგარი რეჟისურა და სცენარი აქვს.

    რაც შეეხება ამ ფილმს, “როკენროლშიკის” გარდა ასევე გმოვარჩევდი მარკ სტრონგის პერსონაჯს (არჩი), ძაან კაი ტიპია ეგეც.

    და კიდევ ერთი ძაან მაგარი ასპექტი ამ ფილმიდან:

    http://www.youtube.com/watch?v=rr6qBaLu7rI

  6.  

    svani said

    November 26 2011 @ 20:30

    მართალი ხარ!!! არჩიბალდი, მართლაც რომ მაგარი პერსონაჟია და ასევე ტანკიც…
    ტანკზე ჭკუა მეკეტება… მეც ვგორაობდი ხარხარისგან, “სიდნი შოუს” კაბინეტში რომ შედის…

  7.  

    jessie said

    December 8 2011 @ 20:30

    ჰაჰაჰა :))))) ჩემი ჯერარდი <3

    და შერლოკ ჰოლმს რას ერჩი? :( კი ბაზარი არააა მისი სტილი მთლად არაა მარა ზოგ მომენტში იგრძნობა რიჩის ხელი…. თუნდაც ფილმის ფერებში და ჩხუბების სცენებში ^_^

  8.  

    svani said

    December 8 2011 @ 20:30

    როგორ არა, სუფთა მისი სტილია… : |

  9.  

    Freddy Kruegerr said

    November 30 2012 @ 20:30

    მაგრად მევასება ეს ფილმი <3.

Comment RSS · TrackBack URI

Leave a comment

Name: (Required)

eMail: (Required)

Website:

Comment:

  Wordpress Theme Protected By Wp Spam Free, Provided by Payday Loan Online