ხერხი ძალიან ბევრს რიგითი საშინელებათა ფილმი ჰგონია. ვინც ასე ფიქრობთ, ძალიან ცდებით… 😉 თუ ჯერაც არ გინახავთ, უბრალოდ სიტყვაზე მენდეთ… ^^
ხოლო თუ ნანახი გაქვთ, მაშინ დავიწყოთ თამაში!

ფილმის დასაწყისშივე ადამიანს გებადება ერთი ლოგიკური შეკითხვა: როგორ მოიქცეოდი შენ, სახლში ტკბილად რომ დაგეძინა და მეორე დღეს მსგავს სიტუაციაში გაგეღვიძა?!

ადამიანი, ყველაზე უმწეო სიტუაციაშიც, ბოლომდე ფაფხურობს! ფარ-ხმალს არ ყრის აპათეამდე. ექსტრემალურ პირობებში ჩვენ საკუთარ თავს ყოველთვის ახლიდან აღმოვაჩენთ ხოლმე. ექიმ გორდონიც ახერხებს ამას, რადგან ასეთ მძიმე სიტუაციაშიც კი გამოსდის გარკვეული ლოგიკური ჯაჭვის შეკვრა.

ისმის მთავარი შეკითხვა: რატომ?! რატომ მაინცდამაინც ეს ორი პიროვნება?! მიზეზი, გარკვეულწილად ნათელი ხდება მას შემდეგ რაც:
ადამის კასეტა: “გაიღვიძე და იმღერე, ადამ! შენ, ალბათ, გაინტერესებს სად მოხვდი?! მე გეტყვი, სადაც… დიდი შანსია, რომ შენ იმ ოთახში ხარ, სადაც მალე მოკვდები! დღევანდლამდე შენ რჩებოდი ჩრდილში, უთვალთვალებდი რა სხვების ცხოვრებას… თუმცა, რას ხედავენ სარკეში ვუაიერები?! ჩემი აზრით, შენში ბევრი ერთმანეთისგან განსხვავებული თვისებაა: შენ ბრაზიანი ხარ, თუმცა ამავდროულად აპათეისტი. მაგრამ, ყველაზე მეტად, შენ საცოდავი ადამიანი ხარ!!! და დღეს შენ საკუთარ სიკვდილს ნახავ, ადამ!!! თუ არაფერს მოიმოქმედებ… “

ადამის სახელი, ალბათ, ასოცირდება იმ არჩევანთან, რომელსაც ხერხი ყოველთვის აძლევს თავის მსხვერპლს. რაც ასევე ნათლად მიანიშნებს იმაზე, რომ ხერხი ღმერთად თვლის თავის თავს. : ))

ლოურენსის კასეტა: ” ექიმო გორდონ… გაღვიძების დროა!!! თქვენ ყოველდღე ადამიანებს ატყობინებდით, რომ მათ დიდხანს სიცოცხლე აღარ ეწერათ… დღეს კი თქვენ მოგიწევთ თავად გახდეთ სხვისი სიკვდილის მიზეზი! ამ თამაშში თქვენ ადამის მოკვლა გევალებათ!!! თქვენ ეს ექვს საათამდე უნდა გააკეთოთ! თქვენს ოთახში კიდევ ერთი ადამიანი იმყოფება… როცა სისხლში ამხელა დოზით შხამი გაქვს, ერთადერთი გამოსავალი თვითმკვლელობაა… თქვენ გარშემო მინიშნებებია, რაც თქვენ გამარჯვებაში დაგეხმარებათ… დაიმახსოვრეთ: ჯვარით საგანძურია აღნიშნული. თუ თქვენ ექვს საათამდე არ მოკლავთ ადამს, ელისონი და დიანა მოკვდებიან, დოქტორ გორდონ! თქვენ კი ამ ოთახში, ცოცხლად დალპებით… დაე, დაიწყოს თამაში!!! გულს მიენდეთ, ექიმო”

ხერხი უფრო ფსიქოლოგიური თრილერია, ვიდრე საშინელებათა ფილმი. მასში ნაჩვენებია თუ როგორ შეუძლია გარემო-პირობებს ნებისმიერი ადამიანის შეცვლა.
მიუხედავად წიაღსვლებისა, მთელი ფილმის აღწერა შეიძლება ორად ორი სიტყვით – თვითგადარჩენის ინსტინქტი.

ხერხი გვაჩვენებს თუ რაზე არიან წამსვლელები ადამი ანები საკუთარი უმნიშვნელო და არაფრის მომცემი სიცოცხლის გადასარჩენად! ალბათ ყველას გახსოვთ მომენტი, როცა ადამი უნიტაზში ორ ცალ ხერხს იპოვის…
ნაცვლად იმისა, რომ გორდონსაც გადაუგდოს, ის, რა თქმა უნდა, დაუყონებლივ იწყებს საკუთარი ჯაჭვის ხერხვას. ისე რომ არც ახსენდება გორდონის არსებობა. თუმცა, მოგვიანებით, ექიმი ხვდება, რომ ხაფანგის ავტორს ჯაჭვის საჭრელად არ მიუცია მათთვის ხერხები…

მას შემდეგ, რაც ამოიცნობს მანიაკის ჩანაფიქრს, გორდონი დაახლოებით ხვდება თუ ვისი ნახელავი შეიძლება იყოს ეს ყველაფერი. მართალია, ის პირადად არ იცნობს მკვლელს, მაგრამ ბევრი სმენია მის შესახებ…
პოლის კასეტა: “გამარჯობა პოლ! თქვენ აბსოლუტურად ჯანმრთელი და საზრიანი საშუალო კლასის ადამიანი ხართ. თუმცა თქვენ ერთი კვირის უკან ვენები გადაიჭერით… თქვენ მართლა თვითმკვლელობა გქონდათ გადაწყვეტილი თუ უბრალოდ ყურადღების მიქცევას ცდილობდით?! დღეს თქვენ ამ კითხვაზე პასუხს გასცემთ! ბედის ირონიაა, მაგრამ თუ სიკვდილი გინდათ, ადგილზე უნდა დარჩეთ, ხოლო თუ თქვენ გსურთ სიცოცხლე, კვლავ მოგიწევთ თქვენი თავის ჩეხვა!!! გადალახეთ ბასრი მავთულხლართები და მიაღწიეთ ლუქამდე… თუმცა იჩქარეთ, რადგან სამ საათზე ლუქი ჩაირაზება და ეს ოთახი, თქვენს საფლავად გადაიქცევა!!! რამდენ სისხლს დაღვრით სიკვდილისგან თავის დასაღწევად?!”

ხერხს კონსტრუქტორი შეარქვეს. მიუხედავად უამრავი მკვლელობისა, ის არ გახლდათ ჩვეულებრივი მანიაკი. მას პირადად არც არავინ მოუკლავს! ის მხოლოდ ისეთ გარემო პირობებს ჰქმნიდა, რომ ადამიანები სასტიკი წამების შემდეგ თვითონ იხოცავდნენ თავს.

მარკის კასეტა: “გამარჯობა მარკ! თუ თქვენ მართლა ავად ხართ, რატომ მაქვს მე უამრავი ფოტო, სადაც თქვენ ცხოვრებით ტკბებით?! მოდი შევამოწმოთ, რამდენად მძიმედ ხართ ავად… ამჟამად, თქვენს ვენაში შეყვანილია შხამი, რომელიც ნელა მოქმედებს. მისი ანტიდოტი არის სეიფში. სეიფის კოდი კი კედელზეა დაწერილი. იჩქარეთ, თუმცა ქვევითაც იყურეთ… (მიუთითებს რომ იატაკი შუშის ნამსხვრევებითაა სავსე) და ასევე გაითვალისწინეთ, რომ ის სითხე, რომლითაც თქვენი ტანია დაფარული, აალებადია… თქვენ ადგილზე მე ძალიან ფრთხილი ვიქნებოდი სანთელთან მიმართებაში… (ოთახში შუქი არაა)
რადგან სხვა შემთხვევაში, ის ადამიანები, რომლებიც თქვენ დაწვით, თქვენს სიკვდილს რევანშად ჩათვლიან…”

სასჯელები როგორ მოგწონთ?! 3:)

ვიდეოკასეტის დასასრულს, გამომძიებლებისაგან ვიგებთ, რომ ხერხს ძალიან უყვარს მსხვერპლის ქმედებების პირადად თვალყურის დევნება, თუმცა ამას დასკვნით ნაწილამდე დიდ ყურადღებას ვერ ვაქცევთ… )))

ძალიან მაგარი მომენტია, როცა ექიმ გორდონს ჯერ ზეპი გააწყვეტინებს საუბარს, შემდეგ კი გამოიძახებენ. არადა, ის ცდილობდა სტაჟიორებისთვის მოეყოლა იმ პაციენტის შესახებ, რომელმაც შემდგომში ოთახში გამოკეტა.
“ეტყობა ვიღაცას არ სურს, რომ ამ პაციენტის შესახებ მოგიყვეთ…”

ამანდას კასეტა: “გამარჯობა ამანდა! თქვენ მე არ მიცნობთ… სამაგიეროდ, მე გიცნობთ თქვენ! მე თქვენთან თამაში მსურს! შეხედეთ ეკრანს და ნახეთ რა მოხდება იმ შემთხვევაში თუ თქვენ წააგებთ. მოწყობილობა, რომელიც თქვენს თავზეა დამაგრებული, აფიქსირებს თქვენი ყბის ზედა და ქვედა ნაწილს. როცა ამუშავდება ტაიმერი, თქვენი პირი ‘შვანაზე გადაიხსნება’… წარმოიდგინეთ, რომ თქვენ თავზე გიკეთიათ დათვის ხაფანგი, რომელიც უკუღმა მოქმედებს… ახლა მე თქვენ გაჩვენებთ თუ როგორი იქნება ეს! მისი მოხსნა მხოლოდ ერთი გასაღებითაა შესაძლებელი და ის თქვენს ოთახში მყოფი მკვდრის სხეულშია… თვითონ ნახეთ და დარწმუნდებით, რომ მე არ ვტყუი! იჩქარეთ… სიცოცხლე თუ სიკვდილი, თქვენი გადასაწყვეტია!!!”

ტოჟე მნე გამლეტ, ნედაძელანნი!!! ))))

ამანდას ფაქტორი: ძალიან მალე, ამანდა ხვდება, რომ სიკვდილამდე წამებიღაა დარჩენილი. მისი თანამოსაკნე კი არც თლა ისეთი გვამია, როგორადაც ხერხმა მოიხსენია. ის ძლევს პანიკურ შიშს და ყველაფერს აკეთებს მიზნის მისაღწევად. სრულიად დაუნდობლად კლავს მისთვის უცნობ ადამიანს! ამით ის ხდება ერთადერთი მსხვერპლი, რომელმაც ხერხის “კლანჭებს” დააღწია…

” გილოცავ ამანდა! თქვენ სიკვდილს გადაურჩით… ადამიანთა უმრავლესობა, თქვენს სამყაროში, საერთოდ არ აფასებს სიცოცხლეს!!! მაგრამ ეს თქვენ არ გეხებათ… თქვენ უკვე აღარ!!! “ (ამანდა სტაჟიანი ნარკომანია)

მაშინაც კი, როცა გამომძიებლები ხერხის ადგილსამყოფელს დაადგენენ, ის ბევრად წინ აღმოჩნდება და მათაც კი ჩაითრევს თავის თამაშში:
“რა უფრო მთავარია თქვენთვის ოფიცერო, ჩემი დაპატიმრება თუ ადამიანისათვის სიცოცხლის შენარჩუნება?!”

ფილმში ძალიან კარგად არის ნაჩვენები თუ სადამდე შეიძლება მიიყვანოს დეტექტივი, უაზროდ გაწელილმა და გამოუძიებელმა საქმემ. დევიდ ტეპი, სიგიჟის პირასაა, ისევე როგორც დიკაპრიოს პერსონაჟი “დასაწყისში” ან უფრო ზუსტ შედარებას თუ გავაკეთებთ, ისევე როგორც რობერტ გრეისმიტი და ინსპექტორი დევიდ ტოში “ზოდიაქოდან”.

ასევე კარგად ჩანს თუ სადამდე მიიყვანს ფსიქოლოგიური წნეხი ექიმ გორდონს… ის ფეხს იხერხავს, რადგან ვეღარ უძლებს სტრესს. მეორეს მხრივ, ადამი მის დამშვიდებას ცდილობს. ის, თავიდან ვერ ხვდება ექიმის ჩანაფიქრს… თუმცა, ფეხის მოხერხვის შემდეგ გორდონი მას საიქიოს გაისტუმრებს. რადგან მიუხედავად ღალატისა, ოჯახი მისთვის მაინც ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტორია 😀

მთელი ფილმის განმავლობაში, მაყურებელს ზეპი გვგონია “კონსტრუქტორი”. ის ზუსტად ისეთი ტიპაჟია, როგორებიც გამოჰყავთ ხოლმე მანიაკი მკვლელები. შემთხვევით, რომ ხვდებიან კადრში, ცოტას რომ წაუდებილებენ და ასე შემდეგ… თუმცა, მას მერე რაც “მკვდრეთითაღმდგარი” ადამი მოკლავს ზეპს, ის პოულობს დიქტოფონს. დიქტოფონში ზუსტად ანალოგიური კასეტა დევს, როგორიც ლოურენსმა და მან საკუთარ ჯიბეებში აღმოაჩინეს…

ზეპის კასეტა: “გამარჯობა მისტერ ჰინდლ! ან როგორც საავადმყოფოში გიწოდებენ – ზეპ! თქვენ უნდა გააკეთოთ არჩევანი. თქვენს ორგანიზმში შეყვანილია შხამი, რომელიც ნელა მოქმედებს… მხოლოდ მე მაქვს ანტიდოტი. მზად ხართ თქვენ რომ ამოხოცოთ დედა-შვილი საკუთარი სიცოცხლის გადასარჩენად?! თუ თქვენ მზად ხართ, ყურადღებით მოისმინეთ წესები…”

და ბოლოს კი სრული პიკი: გენიალური დასასრული, არაამქვეყნიური სიტყვები და ღვთაებრივი საუნდტრეკი!!!

GAME OVER!!!

მოკლედ, ხერხი არის გენიალური ფილმი და თუ ნანახი არ გაქვთ და ამხელა ყლეობა პოსტი წაიკითხთ, ადექით და პირველ ნაწილს მაინც უყურეთ!!! 😀 😀 😀

Comments

comments

Powered by Facebook Comments

8 Comments so far »

  1.  

    eka said

    October 7 2011 @ 20:30

    getanxmebi imashi rom es filmi namdvilad ar aris “ujastiki” da aris fsiqologiuri trileri.tan dzalian kargad gadagebul, mofiqrebuli, mokled kargi. aravin ar icis adamians ra sheudzlia gaaketos, tu igi msgavs situaciashi moxvdeba. gadarchenis instinqti imdenad magalia rom yvelaferzea wamsvleli. xolo tviton xerxi chemtvis dadebiti personaji ufroa vidre uaryofiti. faqtia kacs piradad arcerti msxverpli ar mouklavs,titoeuls adzlevs shanss rom tavianti bedi tviton gadawyviton, plus amas uxsnis tu ratom da ristvis arian aq gamomwyvdeulebi,Tobin Bell dzalian kargad asrulebs tavis rols :)

  2.  

    jessie said

    October 10 2011 @ 20:30

    გენიალნო :) ნუ ჩემი მოსაზრებები ამ ფილმზე კი იცი :)) ნამდივლად ფსიქოლოგიურია , უჟარაა, არაფერია იქ საშიში, შემზარავი კი, აიი საზიზღარი საყურებელი კი, მაგრამ საშიში არა :))
    გენიალური ფილმია და ვისაც არ მოსწონს, მგონი უბრალოდ ვერ ხვდებიან ფილმის არსს და აზრს :))
    ყოჩაღ ^_^

  3.  

    არ - სჯობს! said

    October 13 2011 @ 20:30

    კომენტარს მეც დავტოვებ, არ შემიძლია არ ავღნიშნო, ამ ფილმის პროექტი პირველივე სერიაზე რომ არ დახურეს მიზეზ-შედეგობრივად მიუთითებს საზოგადოების დეგრადაციისკენ, რისი შედეგიცაა მაგ: 85 ბავშვის ამოხოცვა ნორვეგიაში ცივსისხლიანი ბრეივიკის მიერ რომელიც ამ ფილმის დიდი ფანატი იქნებოდა და ასე შემდეგ.

    ჩემი აზრით, ამ ფილმის მაყურებლებს ძალიან სერიოზული ფსიქოლოგიურ-ფსიქიკური დარღვევები აქვთ. ბანალურად ჟღერს მესმის, თუმცა მართლა ვისურვებდი გამჩენმა სიკეთის თვალით გადმოგხედოთ ასეთი ფილმების მყურებლებს. ორიგინალურობის მიღწევისკენ თუ ისწრაფით – სხვა გზებიც არსებობს, გაცილებით ჰუმანური 😉

    ვიცი ახლა მოდაშია რამე არასტანდარტულის მოწონება და გაპიარება ბლოგებზე და საიტებზე, (ამაზე ეს სტატიაც მეტყველებს) , თუმცა სად გადის ზღვარი ავადმყოფობსა და სიჯანსაღეს შორის – მეტწილად ეშლებათ. Shame on you guyz :)

  4.  

    svani said

    October 13 2011 @ 20:30

    აჰაჰაჰაჰაჰა, ეს რა მაგარი რაღაც მოხიე… 😀 😀 😀
    კინოში, რომ ერკვეოდე და გაინტერესებდეს, ისიც გეცოდინებოდა რომ იმ მკვლელმა ხერხის მიხედვით კი არა, ერთი ერთში გუს ვან სანტის “elephant”-ის სცენარით განახორციელა თავისი მანიაკალური ჩანაფიქრი!!!

    ამხელა პოსტი მივუძღვენი იმის ახსნას თუ რის მოტანას ცდილობს ამ ფილმის რეჟისორი ჩვენამდე და შენ მაინც რა კომენტარი დაწერე… 😀 😀 😀
    ფილმის ყველაზე მთავარი იდეა ისაა, რომ ადამიანები აღარ აფასებენ ღვთისგან ნაბოძებ სიცოცხლეს და რომ წაგეკითხა ან გეყურებინა მაინც ფილმისთვის, ეჭვი მეპარება, რომ არ მიმხვდარიყავი მაგას!!!

    ხოლო მკვლელებს და მანიაკებს რაც შეეხებათ, იმათ შეიძლება შთაგონება პიკასოს ნახატებიდანაც მიიღონ და ეგ იმას ნიშნავს, რომ ვისაც პიკასო მოსწონს ისინიც ავადმყოფები არიან?! სგ, სგ, დსმა, კიდევ დაწერე ეგეთები და ვარესები… ^_^

  5.  

    ქეით ალუკარდი said

    October 15 2011 @ 20:30

    აწწწ ^^ მეგონა აღარასოდეს დაწერდი ამ ფილმზე : ))))
    ხო იცი როგორ მიყვარს : )) იმედია სხვა ნაწილებზეც დაწერ..
    როგორც ყოველთვის გაფაციცებით წავიკითხე როგორც შენს დანარჩენ პოსტებს ვკითხულობ ხოლმე..
    ისე ჯეკსონის მეტსახელი ანი jigsaw ხომ იცი რასაც ნიშნავს? ხერხი ხომ ყველა მსხვერპლს ფაზლის ფორმის კანს აჭრიდა.. ხოდა ჯიგსოუც ინგლისურად პაზლის ნაწილს ნიშნავს.. სათაურიც ფილმის მაქედან გამომდინარეობს… დაჟე მგონი შენ მითხარი ეს.. არ მახსოვს…

    რაც შეეხება წინა დამკომენტარებელს მინდა ვუთხრა: აუ ქამ’ოოონ რა : )))) ჩვენც გვწამს ბატონო მარა ყველაფერში სატნობების და ღვთის რისხვების ძებნა გაგონილა? : )))

  6.  

    svani said

    October 15 2011 @ 20:30

    კი, ქეთ, ეგრე იყო… : ))
    ვიცი შემაჩვენებ, მაგრამ სხვა ნაწილებზე დაწერას არ ვაპირებ…
    sorry :*

  7.  

    cucqira7 said

    October 20 2011 @ 20:30

    რატო არ აპირებ სხვებზე?

  8.  

    გიორგი said

    October 23 2011 @ 20:30

    არ მიყურებია ამ კინოსთვის მაგრამ ამ სტატიის შემდეგ ვხვდები რომ ეს კინო ნამდვილად ფსიქოლოგუირია

Comment RSS · TrackBack URI

Leave a comment

Name: (Required)

eMail: (Required)

Website:

Comment:

  Wordpress Theme Protected By Wp Spam Free, Provided by Payday Loan Online