უნდა ვაღიაროთ, რომ ჩვენ სპეცეფექტების ეპოქაში ვცხოვრობთ… კინო თანდათან უფრო გასართობ და სანახაობრივ ეფექტს იძენს, სააზროვნოდ კი მხოლოდ წიგნებიღა რჩება… რა თქმა უნდა, არსებობს გამონაკლისებიც, მაგრამ დღევანდელი კინოინდუსტრია მიზნად ისახავს მაყურებლის ვიზუალურად გაოგნებას და ამ გზით მისგან ფულის უხვად დაცინცვლას… ამგვარ კომფორტს შეჩვეულ ადამიანებს კი ძველი ფილმების ყურება გასაკვირი არაა რომ ეზარებათ… შეიძლება ჰქონდეთ კიდეც სურვილი, მაგრამ ამ შემთხვევაში რაღაც რეტროს მსგავს განწყობას ელოდებიან და ხშირად საერთოდ ავიწყდებათ კონკრეტული ფილმის ყურების განზრახვა…

არ შეიძლება ადამიანმა არ წაიკითხო “ჰამლეტი” მხოლოდ იმიტომ რომ ხუთი საუკუნის წინ არის დაწერილი ან არ გაეცნო არისტოტელეს ნაშრომებს იმ მოტივით რომ ძველია!!! ზუსტად იმავეს თქმა შეიძლება კინოზეც… ბევრ შავ-თეთრ ფილმს უფრო მეტი აზრობრივი ღირებულება აქვს ვიდრე “The Avangers” და “Avatar”-ს ერთად აღებულს… არცერთს არ ვაკნინებ, პირიქით ორივე ფილმი ძალიან მომწონს, მაგრამ მიუხედავად იმისა, რომ მეც მსიამოვნებს სამ განზომილებაში პანდორაზე ბრძოლა თუ აზფარდელ ლოკისთან ჭიდილი, უარს მაინც ვერ ვამბობ კლასიკაზე…

ბილი ვაილდერის ქმნილება “Stalag 17″, სწორედაც რომ კინოკლასიკას მიეკუთვნება… “The Great Escape”-თან და “Papilon”-თან ერთად “Stalag 17″ ქმნის კინემატოგრაფის სამებას, სადაც გენიალურადაა ნაჩვენები ომში ტყვედჩავარდნილი ადამიანების სვე-ბედი…
ფილმის სცენარი და რეჟისურა ნამდვილად აღნიშვნის ღირსია, ამას ემატება ძალიან კარგი სამსახიობო ოსტატობა, არაჩვეულებრივი მუსიკა და რაც ყველაზე მთავარია, იუმორი, რომელიც მძიმე თემატიკის მიუხედავად არ მოგცემთ მოწყენის საშუალებას…

ეს ყველაფერი ერთადაღებული კი გვაძლევს ორსაათიან დაუვიწყარ სიამოვნებას… ^^

ბოლოს კი, გათანამედროვებული ფილმის საუნდტრეკი, რომელსაც Dropkick Murphys ასრულებს… (სკორსეზეს გენიალური ქმნილების The Departed-ის მთავარი საუნდტრეკის ავტორი ირლანდიური როკჯგუფი)

Comments

comments

Powered by Facebook Comments

5 Comments so far »

  1.  

    მე said

    June 5 2012 @ 20:30

    წიგნის კითხვა, ან ფილმის ნახვს იმიტომ რომ ძველია, ცოტა უაზრობად არ გეჩვენება? ფილმმა ან წიგნმა თუ სიამოვნება არ მოგანიჭა, რა აზრი აქვს საკუთარი თავის ტანჯვას მისი კითხვით/ყურებით?

  2.  

    svani said

    June 5 2012 @ 20:30

    მეღადავები?! რომ მეჩვენება იმიტომაც გავუკეთე ამხელა შესავალი… 😀

  3.  

    Beshkensky said

    June 24 2012 @ 20:30

    კარგია :) განსაკუთრებით ბოლო ნაწილი :))

  4.  

    ანი said

    July 14 2012 @ 20:30

    სად ხარ?

  5.  

    svani said

    July 16 2012 @ 20:30

    ანი, ვერ გევიგე?!

Comment RSS · TrackBack URI

Leave a comment

Name: (Required)

eMail: (Required)

Website:

Comment:

  Wordpress Theme Protected By Wp Spam Free, Provided by Payday Loan Online