“გსურთ რომ მეტი იცოდეთ რორშახის შესახებ?! კი ბატონო… მე მოგიყვებით რორშახზე…” Read the rest of this entry »


7 ფსიქოპატი სწორედ ისეთი ფილმია, ნახვის მერე მომენტალურად ხელები რომ გექავება ადამიანს დასაწერად!!! (ბლოგერებიც ხო ადამიანები ვართ, ბოლოს და ბოლოს…) იმდენად აღფრთოვანებული ვიყავი ფილმით, რომ ორჯერ ვნახე კინოში და მესამეჯერ ძმაკაცს ვაჩვენე… ამ პოსტის წერისასაც კი საუნდტრეკები ჩამესმის და დიდი შანსია, რომ მეოთხედაც ვნახო გობლინის გახმოვანებით… ამდენჯერ, ასე მიყოლებით, ერთადერთი “inception” იყო, რომ ვნახე და 7 ფსიქოპატის არ იყოს, მის გამოსვლასაც 1 წელი ველოდებოდი… Read the rest of this entry »

მე მიყვარს მარტინ მაკდონაჰი და იმდენი მაქვს საწერი, რომ არც კი ვიცი რითი დავიწყო… ვერ ვიტან ადამიანებს, რომლებიც ნახულობენ ტარანტინოს ფილმებს მხოლოდ იმიტომ, რომ ტარანტინოა და არა იმიტომ, რომ ხელოვნებაა!!! Read the rest of this entry »

ჩემი აზრით, ამ პოსტს ყველაზე სიმბოლური პოსტერი აქვს… იმედი მაქვს, რომ თავად მიხვდებით რატომაც… Read the rest of this entry »

მას შემდეგ, რაც (სამსახურის გამო) დაღონებულს მომიხდა ბათუმის დატოვება, სადაც საერთაშორისო კინოფესტივალ BIAFF-ზე ვიყავი მიპატიჟებული, გამიჩნდა საოცარი პროტესტის გრძნობა!!! კინოფესტივალზე ორად ორი ფილმის ნახვა მოვასწარი, რომელთაგანაც პირველი ‘გრეით ფეილიარ’ იყო, რომელზეც ასე თუ ისე ვისაუბრე წინა პოსტში, მეორე კი საერთოდ არ მახსოვს, რადგან წინა დღის უძინარი ვიყავი… ამიტომაც, ჩემს თავზე რომ არ მომშლოდა კვლავაც და კვლავაც ნერვები, გადავწყვიტე ხელმეორედ მეყურებინა ფილმისთვის, რომელიც ერთადერთი იყო ფესტივალის სიაში, ისეთი მე რომ ნანახი მქონდა… Read the rest of this entry »

სანამ თვითონ BIAFF-ზე დავიწყებდე საუბარს, პატარა შესავალი მინდა გავუკეთო ამ პოსტს… Read the rest of this entry »

ალბათ, ბევრს და ბევრჯერ გქონიათ უსამართლობის შეგრძნება… იმის ილუზია, რომ ასეთი რამ მხოლოდ საქართველოში ხდება… გაგჩენიათ უკეთესობის იმედი… არ გამიკვირდება, რადგან მეც ბევრჯერ განმიცდია… მიუხედავად იმისა, რომ კონკრეტული ადამიანები იქცევიან არასამართლიანად, ყველაზე დიდი უსამართლობები მაინც სისტემის კისერზეა!!! ფილმი, რომელზეც ახლა უნდა მოგითხროთ, მიუხედავად იმისა რომ ბრაზილიურია, ერთი ერთშია ჩვენს რეალობასთან… Read the rest of this entry »

როგორც იქნა, დადგა 2012 წლის 26 ივლისი და მეღირსა ნოლანის ტრილოგიის დასასრულის ნახვა… კრისტოფერ ნოლანი ჩემთვის იმ რამდენიმე რეჟისორს შორისაა, რომელთა ფილმებს შემიძლია წლები ველოდო და მაინც გაადაჭარბონ ჩემს მოლოდინს!!! Read the rest of this entry »

სახლში ფეხის შემოდგმა და ე.წ. ლეპტოპის ჩართვა ერთი იყო. თუმცა, ეს ქმედება როდი იყო ელექტრონული ფოსტის ან თუნდაც Fესიბუქის შემოწმების მიზნით გამოწვეული… ჩემი მთავარი მოტივი, იმ უზომო სასიამოვნო შთაბეჭდილებების გაზიარება იყო, რომელიც ლარს ფონ ტრიერის ფილმმა, კერძოდ კი Breaking the Waves-მა მომანიჭა!!! Read the rest of this entry »

მოკლედ, ბევრი ლაპარაკის გარეშე, მინდა გითხრათ, რომ საუკუნეა ამ ფილმზე პოსტის დაწერა მინდა და როგორც იქნა, ვაღირსე საკუთარ თავსაც და თქვენც… ლოგიკურად, თქვენც მიხვდებოდით, რომ ამდენი ხნით, რაღაც სისულელის გამო, თავს არ შევიწუხებდი… Read the rest of this entry »