აწ უკვე გასული კვირის სამუშაო დღეებში, ისე მოხდა, რომ არცერთი ფილმი არ მინახავს თუ არ ჩავთვლით ‘Welcome to the Rileys’, რომელსაც რატომ ვუყურე, დღემდე არ ვიცი… მაგრამ ეს ჩავარდნა, ‘ვიკენდზე’ ავანაზღაურე და რამდენიმე ძალიან კარგი ფილმი ვნახე…

მათ შორის, ერთ-ერთი გამორჩეული იყო ტირანოზავრი… სხვა ყველაფერს თავი რომ დავანებოთ, ამაზე მისი სახელიც მეტყველებს… (იმიტომ, რომ ძალიან ცდებით თუ ფილმი სპილბერგისეული ფანტასტიკა გგონიათ…) Read the rest of this entry »

ალბათ, ყველას თუ არა უმეტესობას გაქვთ დღეები, როცა მძიმე ფილმის ყურების ხასიათზე არ ხართ… ეს არცაა გასაკვირი… ბევრი ცდილობს კინოს ყურებით, იმ დაძაბულ და რუტინულ რეჟიმს მოსწყდეს, რომელშიც იმყოფება… ცოტა გაერთოს, გახალისდეს და დაიმუხტოს სასიამოვნო გრძნობებით… Read the rest of this entry »

დარწმუნებული ვარ, ბევრ თქვენგანს მოგწონებიათ ფილმები, თუმცა ყოფილა მათში მომენტები, რომელსაც გაუღიზიანებიხართ, ზედმეტად გაწელილად მოგჩვენებიათ, გიფიქრიათ, რომ თქვენ სხვანაირად და უკეთესად გადაიღებდით… Read the rest of this entry »

ალბათ, ბევრ თქვენგანს და თან არცთუ იშვიათად გაგჩენიათ სურვილი, რომ გემოგზაურათ მსოფლიოს გარშემო… ამ სურვილის ასრულებაში მე და შესაბამისად ბატონი ჯიმი დაგეხმარებით… თქვენ მხოლოდ ხუთი ტაქსის გამოცვლა მოგიწევთ, მაგრამ ამ ყველაფრის დადებითი მხარე ისაა, რომ არცერთი ტაქსისტი კაპიკს არ გამოგართმევთ ამ უჩვეულოდ გრძელი მარშრუტისათვის… ასე რომ, მომყევით!!! Read the rest of this entry »

მიუხედავად დაძაბული რეჟიმისა, მაინც მაქსიმალურად ვცდილობ, რომ ფილმების გარეშე დღე არ ჩავაგდო, საბოლოო ჯამში კი მინიმუმ ერთი-ორის ნახვას ვახერხებ კვირაში… ეს ფაქტი დიდად ვერ მახარებს, მაგრამ სულ არაფერს კი სჯობს(ჯი)…

ფილმმა, რომელზეც ორიოდ სიტყვა მინდა რომ დავწერო, ძალიან სასიამოვნოდ გამაოცა… იშვიათად, რომ ამ ჟანრში, ფილმი ასე მომეწონოს… Read the rest of this entry »

მას შემდეგ, რაც მუშაობა დავიწყე, ფილმების ყურებას იშვიათად თუ ვახერხებ… : | თქვენ ვერ წარმოიდგენთ თუ რამხელა დარტყმაა ეს ჩემთვის… ამიტომ, გასაკვირი არაა, რომ ბლოგს ჩემი ხელი დააკლდა… : )) ბეჯითი ბლოგერი არც არასდროს ვყოფილვარ, თუმცა შეძლებისდაგვარად ვეცდები, რომ მოწყენის საშუალება არ მოგცეთ… Read the rest of this entry »

დღეს, ვიჯექი და ვფიქრობდი, რამდენი ხანია ისეთი ფილმი არ მინახავს, რომ გადავრეულიყავი და ყბა ჩამომვარდნოდა-მეთქი… და “რენდომ” ერთი ცალი ჩავრთე… რენდომ იმიტომ რომ სადღაც 300გბ უნახავი ფილმები მაქვს ლეპზე… ნამდვილად არ ველოდი ამ ეფექტს!!! მოკლედ, დაივიწყეთ ათასი სისულელე, რაც ჩემს ბლოგზე წაგიკითხავთ, დაივიწყეთ აბსოლუტურად ყველაფერი და თუ ამ პოსტის კითხვას დაიწყებთ, აუცილებლად ჩადით ბოლომდე და მხოლოდ მერე გადაწყვიტეთ, ღირს თუ არა ამ ფილმის ყურება!!! და ეგეც რომ არა, რომც არ ნახოთ, ვთვლი რომ ძალიან საინტერესო არის ის, რაც ამ პოსტში წერია… Read the rest of this entry »

ალბათ, უკვე მოგეხსენებათ, რომ დაიდო “Drive”-ის ლიცენზირებული გახმოვანება. დღეს, ამ ფილმზე მექნება საუბარი, რომელზეც საოცარი აჟიოტაჟი იყო ატეხილი… Read the rest of this entry »

და აი, დადგა ის სანუკვარი მომენტი, როცა “RockeNrolla”-ს განხილვას უნდა დავაწიო საშველი… ლარს it was really nice try, but now… Read the rest of this entry »

პირველი, რაც მინდა გითხრათ, არის სალამი.. : )) არცთუ მცირე ხნის პაუზის შემდეგ, დაუდგა ჩემს ბლოგს ახალი პოსტის ხილვის ბედნიერება… მიუხედავად იმისა, რომ ვაპირებდი გაი რიჩის RockNrolla-ზე დაწერას, ლარს ვონ ტრიერმა ეს განზრახვა მომავლისთვის გადამადებინა… Read the rest of this entry »