ალბათ, ბევრ თქვენგანს ნანახი აქვს ეს ფილმი, რადგან ახლაც კი მახსოვს თუ რამხელა აჟიოტაჟი მოჰყვა მის გასვლას კინოთეატრებში და თუ როგორ მაჟრჟოლებდა ყოველ ჯერზე, როცა კი მის რეკლამას მოვკრავდი თვალს ტელევიზორში… რა გასაკვირია, მაშინ მე მხოლოდ 9 წლის გახლდით, რადგან “ალქაჯი ბლერიდან” 1999-წლის ფილმია. იმდენად მომეწონა, გადავწყვიტე დამეწერა, თუმცა კი მგონია, რომ მძაფრი შეგრძნებების მოყვარულები არ გამოტოვებდით თავის დროზე მისი ნახვის საშუალებას… თუ ვცდები, მომყევით… : ))

“ალქაჯი ბლერიდან”, მგონი, ერთადერთი საშინელებათა ჟანრის ფილმია, რომელმაც ძალიან დაძაბული მამყოფა მთელი ფილმის განმავლობაში. ძირითადად, ‘ჰორორებზე’ რეაქცია არ მაქვს ხოლმე, იშვიათად თუ შემეშინდება თუ უეცრად საიდანღაც რაღაც გამოხტება, მაგრამ ზემოთხსენებულმა ფილმმა ნამდვილად გამომაყოფინა ადრენალინი და არცთუ მცირე დოზით. გადაღების სტილით, “ალქაჯი ბლერიდან” ძალიან ჰგავს “კლოვერფილდს”, თუმცა ის 2008 წლის ფილმია და უფრო უპრიანი იქნებოდა თუ ვიტყოდი რომ კლოვერფილდი ჰგავს “ალქაჯს”… ასეთი სახით გადაღებული ფილმის მთელი მუღამი ისაა, რომ მას უფრო დოკუმენტური ხასიათის აღქმა ეძლევა და მისი გამოყენება ორივე შემთხვევაში გამართლებული იყო, რადგან ერთში შოკისმომგვრელი ისტორიის რეალურობაში ცდილობენ რომ დაგვარწმუნონ, მეორეში კი საერთოდ ფანტასტიკის ჟანრი არის “გადოკუმენტირებული”… ორივე ფილმი ძალიან შთამბეჭდავია!!!

სტუდენტების მოგზაურობით, ძირითადად, მხოლოდ ორი სახის ფილმები იწყება: კომედიური ჟანრის და საშინელებათა. ამიტომ თუ მხოლოდ მოკლე შინაარსს ან სცენარს წაიკითხავთ “ბლერის ალქაჯის” ყურებამდე, შეიძლება იმდენად ბანალურადაც მოგეჩვენოთ, რომ საერთოდ გადაიფიქროთ მისი ნახვა. თუ ასე მოიქცევით, დამიჯერეთ ძალიან ბევრს დაკარგავთ, რადგან ეს ფილმი, თავისი გადაღების ტექნიკით ძალიან ნოვატორულია და არც მასში მონაწილე მსახიობების ოსტატობა მოიკოჭლებს, პირიქით… აღსანიშნავია ჰიზერ დონაჰიუს ძალიან კარგი თამაში…

ყველას, ვინც მიჩვეული ხართ ტიპიურ საშინელებათა ფილმებს, ‘ალქაჯი ბლერიდან’ სასიამოვნოდ გაგაოცებთ… ასე რომ, არ მიაქციოთ ყურადღება მის IMBD რეიტინგს და ფეხზე დაიკიდეთ, მისი სცენარის ბანალურობა, უბრალოდ გადმოწერეთ და დატკბით იმ მძაფრი შეგრძნებებით, რომელსაც ეს ფილმი თქვენ აუცილებლად მოგანიჭებთ…

Comments

comments

Powered by Facebook Comments

1 Comment so far »

  1.  

    giorgi said

    August 22 2012 @ 20:30

    dzaan magari pilia!!

Comment RSS · TrackBack URI

Leave a comment

Name: (Required)

eMail: (Required)

Website:

Comment:

  Wordpress Theme Protected By Wp Spam Free, Provided by Payday Loan Online