როგორც იქნა, დადგა 2012 წლის 26 ივლისი და მეღირსა ნოლანის ტრილოგიის დასასრულის ნახვა… კრისტოფერ ნოლანი ჩემთვის იმ რამდენიმე რეჟისორს შორისაა, რომელთა ფილმებს შემიძლია წლები ველოდო და მაინც გაადაჭარბონ ჩემს მოლოდინს!!! The Dark Knight Rises პრემიერას ვუყურე პრაღაში, IMAX ხარისხში…

ყოველთვის მიკვირდა, როცა IMDB-ზე რეცენზიების კითხვისას ხალხი ხაზს უსვამდა რომ ფილმი ჯერ IMAX-ში ნახა და მერე “ჩვეულებრივ” რეჟიმში…

თუმცა, გუშინ, მას მერე, რაც მეორეჯერ ვნახე ზემოთხსენებული ფილმი, ოღონდ ამჯერად “ამირანში”, ყველაფერს ნათელი მოეფინა… პრაღაში კინოსგან და კინოთეატრისგან არცთუ მცირედი შოკი მივიღეთ, მაგრამ სამწუხაროდ ორიგინალში, ბეინისა და ბეტმენის სიტყვები, ძალიან ძნელი გასარჩევი იყო… (ხმაზე დადებული სპეცეფექტების გამო) IMAX-ში ისეთი გარემო იყო შექმნილი, რომ 2D ფილმს 3D-ში ვუყურებდით, უზარმაზარი ეკრანის და საოცარი ხმის სისტემის გადამკიდე… რაც შეეხება ამირანს, მიუხედავად კოლოსალური ფასებისა (როცა IMAX-ში ბილეთი 14 ლარი ღირდა პრემიერაზე), სმენის განსაკუთრებით დაძაბვამ მომიწია ორსაათ-ნახევრის განმავლობაში, მეორედ მაინც წესიერად რომ მომესმინა მთლიანი ფილმი (ამჯერად რუსულ ენაზე).

ნოლანი გვპირდებოდა, რომ The Dark Knight Rises იქნებოდა საოცარი ტრილოგიის ღირსეული დასასრული და ამასთან საუკეთესო, სამივე ნაწილს შორის… მე ყოველთვის აღვნიშნავდი, რომ ჰიტ ლეჯერის გენიალური ჯოკერისადმი უდიდესი პატივისცემის და Dark Knight-ის დიდი სიყვარულის მიუხედავად, ჩემთვის Batman Begins ბევრად აზრიანი ფილმი იყო, ვიდრე მისი შემდგომი ნაწილი… The Dark Knight Rises მეორედ ნახვის შემდეგ, საბოლოოდ დავრწმუნდი, რომ ნოლანმა თავის დანაპირები შეასრულა და ტრილოგიას მოუძებნა ღირსეული დასასრული… ძალიან ბევრი, ფილმის ნახვის შემდეგ აღნიშნავს, რომ მესამე ნაწილი ვერ მივა Dark Knight-თან, თუმცა მე ამ აზრს ვერაფრით დავეთანხმები!!! ბეტმენის ბოლო ნაწილში აბსოლუტურად ყველაფერია, გარდა ჰიტ ლეჯერისა… კრისტოფერმა მოახერხა და ჰიტს ისეთი როლი ათამაშა, რომელმაც თვით გენია ნიკოლსონის ჯოკერიც კი დაჩრდილა…

მის უზადო თამაშს თუ გავიხსენებთ, საერთოდ საკითხავიცაა, შეიძლება თუ არა ოდესმე Dark Knight-ზე უკეთესი ბეტმენი გადაიღონ?! ჩემი აზრით, როგორც “ექშიენმუვი” Dark Knight საუკეთესოდ რჩება თავის ჟანრში, თუმცა ბოლო ნაწილი დანარჩენებს მირჩევნია!!! მესამე ნაწილში მრავლად არის მომენტები წინა ორიდან. ყველა ეს ეპიზოდი არის გენიალური და რაც მთავარია, საკვანძო The Dark Knight Rises-სთვის… ნოლანი ისე perfection-ისტურად მიუდგა ამ ფილმს, როგორც გენია სტენლი კუბრიკი იღებდა ყველა თავის ნამუშევარს… კრისტოფერმა, არაფრის დიდებით არ გამოიყენა კომპიუტერული ტექნიკა კადრში ხალხის რაოდენობის ხელოვნურად გასაზრდელად, მიუხედავად იმისა, რომ ბატალური სცენებით დახუნძლულია ბეტმენი…

ვისაც, ფილმი ჯერაც არ გინახავთ, აუცილებლად უყურეთ, ხოლო ვინც უკვე ისიამოვნეთ ნოლანის მორიგი შედევრით, შეგიძლიათ უდრტვინველად გააგრძელოთ კითხვა… : ))

 

BEWARE OF SPOILERS

 

ვთვლი, რომ არ გადამიჭარბებია, როცა აღვნიშნე, რომ The Dark Knight Rises-ში ყველაფერია… ჩემი აზრით, ეს არის ყველაზე შინაარსიანი და მრავლისთქმელი ბეტმენი, რაც კი ოდესმე გადაღებულა… ფილმში ხაზგასმული არის შიშის, რწმენის და იმედის ფაქტორები… ნოლანი გვანახებს, რომ შიში გარკვეულ მომენტში შეიძლება დადებითი თვისებაც კი აღმოჩნდეს, იმიტომ რომ შეიძლება ადამიანს მისთვის წარმოუდგენელი რამ გააკეთებინოს… ძალიან დიდი დატვირთვა აქვს ციხის სცენას, როგორც ფსიქოლოგიური, ასევე ფილოსოფიური კუთხითაც… კრისტოფერმა ისეთი ციხე შექმნა, რომლიდანაც ნებისმიერს შეუძლია ჰქონდეს იმის იმედი, რომ თავს დააღწევს(და შეეწიროს კიდევაც ამ იმედს), ხოლო რეალურად ამის მოხერხება მხოლოდ რჩეულებმა შეძლეს… ამ ეპიზოდმა, ერთი ერთში გამახსენა ნაწყვეტი “მატრიცა”-დან, სადაც მორფეუსი ასწავლის ნეოს თუ როგორ უნდა გადახტეს ერთი შენობის თავიდან მეორე შენობაზე…

რეჟისორმა დაამატა ახალი პერსონაჟები, რომლებიდანაც ყველაზე მეტად ციხეში მყოფი “ბრმა ბრძენი” მომეწონა, თუმცა ნოლანმა გარდა იმისა, რომ მისი ტრილოგიით აღადგინა ბეტმენის რეპუტაცია, რომელიც ნაყარნუყარ რეჟისორებს კაი ხანი ფეხქვეშ ჰყავდათ გაგდებული, მან ასევე ‘ქალ კატასაც’ გამოუსწორა იმიჯი… ჰეტევეი, მართლაც რომ მშვენივრად მოერგო როლს, მაგრამ ყველა ამ სიკეთესთან ერთად, კრისტოფერმა ისე გაიყვანა ბრიუს ვეინი პენსიაზე, რომ მსოფლიოს ბეტმენის ახალი როლის შემსრულებელიც კი შესთავაზა ჯოზეფ გორდონ ლიუიტის სახით… აუცილებელად აღნიშვნის ღირსია მაიკლ კეინის უზადო ოსტატობა, რომელმაც არაერთი კურცხალი ჩამომიგორა… აქვე არ უნდა გამოგვრჩეს, შესანიშნავი სცენა, როდესაც ქალ კატას ბეტმენის თითის ანაბეჭდები მიაქვს ერთ-ერთ მივარდნილ კაფეში და გამოუვალი სიტუაციიდან, ძალიან იოლად იძვრენს თავს…

თუ ყოველივე ზემოთხსენებულს დავუმატებთ არაჩვეულებრივ საუნდტრეკებს, მასშტაბურ სცენებს, მონაწილე მსახიობების სიას, ტვისტს (როცა ირკვევა რომ მარიონმა დააღწია ციხეს თავი და არა ბეინმა), რომელიც კაცობრიობას არ ახსოვს ბეტმენში და იუმორს, რომელზეც მეორე ნახვისასაც კი მეცინებოდა – მივიღებთ შედევრს, სახელად The Dark Knight Rises, საუკეთესოს ტრილოგიაში…

Comments

comments

Powered by Facebook Comments

23 Comments so far »

  1.  

    გია მახარაძე said

    August 6 2012 @ 20:30

    მე მომეწონა ფილმი, მაგრამ იმედები ბოლომდე არ გაუმართლებია. ბევრი სცენა იყო შეცდომით გაკეტებული(ქალაქის აფეთქების ბევრ სცენაში აფეთქებამდე იყო შენობები დანგრეული და მანქნები მიყრილ-მოყრილი) ამიტომ ნოლანს კუბრიკს არ შევადარებდი (ყოველშემთხვევაში ამ ფილმიდან გამომდინარე). კიდო ერთი საკითხი :)- ბევრი სცენა შეიძლება სხვადასხვა ფილმიდან აღებულ სცენას შეადარო (შეადარო კიდო რბილად ნათქვამია 😀 )

    პ.ს. კარგი ფილმი იყო მაგრამ არა შედევრი

  2.  

    svani said

    August 6 2012 @ 20:30

    რომელი სცენები?!
    ხო, მეც მაგას ვამბობდი არგუმენტად “Drive”-ზე… : ))
    შენ რაც თქვი აფეთქებებზე, რაღაც მე არ მახსოვს ეგ მომენტები, ალბათ, ვერ შევამჩნიე, მაგრამ სანამ ჩემი თვალით არ დავაფიქსირებ… :p

  3.  

    Katiee.Ge said

    August 6 2012 @ 20:30

    ბოლო ბეტმენი 90იანებში ვნახე, მგონი ბეტმენი და რობინი ერქვა და დაფიცების გარეშე გადავწყვიტე, რომ მეტს არ ვნახავდი.

    მას მერე, პირდაპირ ამ , ბოლო ნაწილზე მივედი, მეგობრის დაჟინებული თხოვნით, მეთქი ჯანდაბას, ბეტმენს კი არა რას არ ვნახავ, უახლოესი მეგობრის ხათრითთქო . თანაც – ნოლანის ფილმია და არ იქნება ცუდითქო.

    სახლში მოვედი და გადმოვწერე ნოლანის ყველა ბეტმენი, ვუყურე, ახლა ნიკოლსონის ბეტმენი დამრჩა სანახავი 😀

    მოკლედ, მე ნოლანის წყალობით, ბეტმენის ფანებში ჩავეწერე :)

    პ.ს შეცდომები მართლა იყო, ახლა კონკრეტულად არ მახსენდება რა, მაგრამ შევამჩნიე რაღაცეები.

  4.  

    svani said

    August 6 2012 @ 20:30

    შეცდომები თითქმის ყველა ფილმშია, ეგრე არაა რა… მაგრამ, როცა ორჯერ ვნახე და მაინც ვერ შევამჩნიე, ესეიგი არც ისე ცუდადაა საქმე, როგორც თქვენ ამბობთ… : ))
    “Usual Suspects”-შიც არის ეგრე შეცდომები, მაგრამ ეგებ რომელიმემ თქვათ, რომ გენიალური ფილმი არაა?!

  5.  

    Andy said

    August 7 2012 @ 20:30

    ვეთანხმები გიას. ფილმს უდიდესი მოლოდონით ველოდი, შესვლამდეც მეგონა, რო რაღაც სასწაულს ვნახავდი და გენიალური ნოლანი კიდევ ერთ შედევრს გადაიღებდა, თუმცა ცოტათი შევცდი. კარგი ფილმია, მარა სულ სხვას ველოდი, რომელიც ეს ნამდვილად არ იყო.

    რაღაც გულგატეხილი გამოვედი დარბაზიდან :დ

  6.  

    Para said

    August 7 2012 @ 20:30

    ფილმი მაგარია, მარა აშკარად ვერ შეგექმნება წარმოდგენა ბეტმენზე მაგით :)))
    ჯერ ერთი რომ გოტემმა სულ დაკარგა თავისი მისტიურობა და თანამედროვე ნიუ-იორკის ვიდზე იყო და არა კომიქსების ბნელი ქალაქი; და ქალაწის მერი.. ეს ამერიკის დროშების ფრიალი, რა შუაში იყო, ან პრეზიდენტი თეთრი სახლის ფონზე.. ნუ კაი რა.. :)) გმირებიც ყოველგვარ მისტიურობას მოკლებულები.. გინდაც ეგ ქალი-კატა, ჩვეულებრივი მოკვდავი, არაფერი განსაკუთრებული. კი, მოერგო როლს მარა სხვა პერსონაჟი იყო საერთოდ. ალფრედი, უდავოდ გენიალურია მაიკლ კეინი, მაგრამ ვინც ძველი ფილმები ან კომიქსები არ იცის, ის საერთოდ ვერ მიხვდება მის დატვირთვას. “ზლაძეიები” ცალკე თემა 😀 😀 ბეტმენში ყოველთვის ზე-საინტერესო ტიპები იყვნენ, ბეტმენზე მეტადაც რომ მოწონდათ ბავშვებს))))).. აქ ვერც მაგან მოახდინა შთაბეჭდილება. დასასრული რავიცი, ლავ-სთორის უფრო გავდა ვიდრე ბეტმენს..გინდა თქვა რომ გოტემში აწი ყველა პატიოსნად იცხოვრებს და აღარ დაჭირდებათ სუპერ-გმირი? 😀 ეგ იყო მისი ხიბლი, მუდმივი ხიფათი და ვალდებულება და არა ტკბილი და ბედნიერი ცხოვრება :))
    ერთიანობაში ჩემთვის იყო ძალიან კარგი ფილმი, როგორც ფილმი – მაგრად გაკეთებული, ვარსკვლავების ცვენით, ნუ კარგი ისტორიით, ‘გადმოთანამედროვებული’ თრუ-სთორი, მაგრამ არა ბეტმენი როგორც ასეთი.

  7.  

    svani said

    August 7 2012 @ 20:30

    ჯერ ერთი, დავიწყოთ იქიდან რომ ნოლანის და კომიქსების ბეტმენი, თავიდანვე სხვადასხვა რაღაც იყო და არასდროს უცდია ნოლანს, რომ ბეტმენი ან თუნდაც თვით ჯოკერი მიეახლოვებინა კომიქსებისთვის… პირიქით, მან ახალი, ძალზედ განსხვავებული სუპერგმირები შექმნა… თუნდაც ბეინი, რომ ავიღოთ, კომიქსებში უშველებელი როჟაა, ნოლანმა კი ჩემზე ოდნავ დაბალ როჟას ათამაშა…

    დასასრული არ ჰგავდა ლავ სთორის, რადგან ახალი ბეტმენის კანდიდატი გაიჩითა, როგორც პოსტში ვახსენე… თან არ დაგავიწყდეს, რომ ეს იყო ტრილოგიის დასასრული იყო და რატომღაც რომ სხვანაირად დაესრულებინა… O.o ტრილოგიის ბოლო ნაწილისთვის, ეს იყო გენიალური დასასრული და არა ბანალური, როგორც შენ ამბობ…

    რაც შეეხება ენდის კომენტარს, I know that feeling, bro… ნოლანის Inception-ს მართლა ერთი წელი ველოდებოდი, ოღონდ მე ბეტმენის დიდად მოყვარული არ ვარ და მაგ ფილმის თრეილერი, რომ მქონდა ნანახი, მილიონჯერ მეტი მოლოდინი გამაჩნდა!!! ბოლოს ისეთი გაჭედილი მქონდა, რომ ციმერის საუნდტრეკებს ვუსმენდი ფილმის წინა დღეებში ძილის წინ და საბოლოოდ პრემიერაზე ისეთი განწყობით შევდიოდი, რომ მივხვდი წინა დღეს, თითქმის შეუძლებელი იყო ისეთი ფილმის გადაღება, რომელიც ჩემს ამხელა მოლოდინს ისე გაამართლებდა, რომ გულნატკენი არ დავრჩენილიყავი, თუმცა “დასაწყისის” დასასრულმა იმდენად იმოქმედა, რომ ყველანაირი მოლოდინი გამიმართლა და თვეები ვიყავი მაგ ფილმის გავლენის ქვეშ…

    გარკვეულწილად დღემდეც ვარ და ყიოველთვის აღვნიშნავ, რომ ჩემთვის ნოლანის და მისი ძმის მიერ დაწერილ სცენარებზე გადაღებული ფილმები ბევრად უფრო საინტერესოა, ვიდრე მისი სხვა დანარჩენი ნამუშევრები… ^^

  8.  

    Para said

    August 7 2012 @ 20:30

    მეც ეგ ვთქვი, თუ დავუშვებ რომ სხვადასხვა იყო ეგ ორი, მაშინ ძალიან კარგი იყო, ისედაც და ასედაც..
    პ.ს. ბანალური არ მიკადრებია, პირიქით.. 😀

  9.  

    Jessie said

    August 30 2012 @ 20:30

    მე მართლაც ძალიან მომეწონა ეს ფილმი, თუმცა გამიტყდა ის, რომ ბეინი მხოლოდ პეშკა აღმოჩნდა და როგორც მთელი ფილმი გვეგონა რომ მან შეძლო ციხიდან გაქცევა, ბეტმენის ადგილას ცოტა შეურაცხყოფილად ვიგრძნობდი თავს რომ პატარა გოგონამ შეძლო ეს და თვით ბეთმენმა რამდენჯერმე ლამის მოიტეხა კისერი. ძალიან მაგარი როლი აქვს ბეინის როლის შემსრულებელს და საერთოდ ისეთი “სასტავია” შეკრებილი რომ 1-2ჯერ ამ ფილმის ნახვა ნამდვილად არ კმარა :))))) ყველაზე მეტად გამიტყდა ბეინი რა უაზროდ კვდება ბოლოში … არ უნდა მომკვდარიყო მასე თუმცა ფისოს გარეშე ლოგიკურად რომ ვიმსჯელოდ ბეთმენი ვერ მოერეოდა მაგას :)

  10.  

    Tigerskinner said

    September 25 2012 @ 20:30

    ერთადერთი კინოკომიქსია, სადაც ყველაზე მეტი ოსკაროსანი/ოსკარზე ნომინირებული ხალხია ჩართული:
    პროდიუსერი – ემა ტომასი
    რეჟისორი – ქრისტოფერ ნოლანი
    სცენარისტი – ჯონათან ნოლანი
    მსახიობები – ქრისტიან ბეილი, გარი ოლდმენი, ენ ჰეთევეი, მარიონ კოტიარი, მორგან ფრიმენი, მაიკლ კეინი, ლიამ ნისონი, ტომ კონტი.
    კომპოზიტორი – ჰანს ციმერი
    ოპერატორი – ვოლი პფისტერი
    მონტაჟიორი – ლი სმიტი
    მხატვარი – ნათან კროული
    კოსტიუმერი – ლინდი ჰემინგი
    გრიმიორი – კონორ ო’სალივანი
    ვიზუალის ეფექტების ჯგუფი – ქრის კორბოლდი, პოლ ფრანკლინი
    ხმის ეფექტების ჯგუფი – ედ ნოვიკი, გარი რიცო, ლორა ჰირშბერგი
    და კიდევ ვინც არ ვიცი :)

  11.  

    Kate said

    September 28 2012 @ 20:30

    ვაიმე! რამდენი კომენტარია.
    ხოდა მე რაღაც სასწაულად მიყვარს ბეტმენები და აუცილებლად უნდა ვნახო.
    ოღონდ უნდა დავიწყო ქრონოლოგიურად.

    ჰიტი კი ზოგადად ძალიან მენატრება ხოლმე. ძალიან მიყვარს და რაღაცნაირად მენატრება ხოლმე.

  12.  

    Tornike Gogidze said

    November 19 2012 @ 20:30

    Heath Ledger is gareshe :(

  13.  

    Giorgi Khergiani said

    November 19 2012 @ 20:30

    გაეცოცხლებინა ბიძინას და იქნებოდა ლეჯრიანად… ^^

  14.  

    Rezo Robakidze said

    November 20 2012 @ 20:30

    chemi statusi:
    ამ წუთას დავამთავრე "The Dark Knight Rises" – ის ყურება. რამდენიმე გამონაკლისის გარდა ყველა ამბობდა რომ, წინა 2 ფილმთან შედარებით უაზრობააო. რა სისულელეა. გენიალურია. უფრო ზუსტი გამოთქმა იქნება – იდეალურია. ისეთია როგორიც უნდა ყოფილიყო.
    ყველა ფოკუსი შედგება სამი ნაწილისგან. პირველს ეწოდება სატყუარა: რეჟისორი გვიჩვენებს გმირს და ცდილობს დაგვარწმუნოს რომ ის სრულიად ჩვეულებრივია, თუმცა ეს ასე არაა. მეორე ნაწილს ჰქვია გარდაქმნა. რეჟისორი იღებს ამ ჩვეულებრივ გმირს და აქცევს მას არაჩვეულებრივად. მაგრამ აუდიტორია არ ჩქარობს ტაშის დაკვრას, რადგან რაღაცის გაქრობა არაა საკმარისი, მისი უკან დაბრუნებაც უნდა შეძლო. ყველაზე რთული მესამე ნაწილია, პრესტიჟი, რომელშიც რეჟისორმა დაცემული გმირი ისევ უკან უნდა დააბრუნოს.იდეალური პრესტიჟის გარეშე არცერთი ფოკუსი არ შეიძლება იყოს წარმატებული.

  15.  

    Anton Sinatashvili said

    November 20 2012 @ 20:30

    ესეიგი მოგეწონა 😉

  16.  

    Giorgi Khergiani said

    November 20 2012 @ 20:30

    ჰაჰაჰაჰ…. კარგი ინტერპრეტაციაა… ^___^

    ვატყობ, ჩემი "პრესტიჟიც" წაგიკითხავს… ))

  17.  

    Ana Qatamadze said

    November 26 2012 @ 20:30

    ბეილი <3

    მესამე ნაწილი თავისი სცენებით, მასშტაბურობით და შინაარსობრივი დატვირთვით ბევრად ჯობდა წინა ორ ნაწილს, ღირსეულზე ღირსეული დასასრული ჰქონდა. მეორე ნაწილში ლეჯერის ჯოკერი მართლა განუმერებელი იყო მაგრამ მესამე ნაწილში ყველაფერმა მოიყარა თვი და მართლა იდეალური ფინალი გამოვიდა.
    გენიოსია ნოლანი რა, მყივარს ეს კაცი <3.

  18.  

    Rezo Robakidze said

    November 26 2012 @ 20:30

    არამარტო

  19.  

    Kate Alukard said

    December 4 2012 @ 20:30

    გენიალური იყო აი არ ვიცი სიტყვები არ მყოფნის <3 სამი საათი როგორ გავიდა ვერ გავიგე <3 გული მაქვს აჩქარებული :დ.

  20.  

    ანა გელბახიანი said

    December 4 2012 @ 20:30

    არადა ისე გაიქეცი სამსახურში, მეგონა 1 კვირის საქმეს გააკეთებდი :დ

  21.  

    Kate Alukard said

    December 4 2012 @ 20:30

    ინხ :დ

  22.  

    Eka Sanikidze said

    December 18 2012 @ 20:30

    prague-shi Imax <3 iq filmis yurebas araferi jobia :)

  23.  

    გიო said

    May 15 2013 @ 20:30

    მე მაინც მგონია რომ პირველ და ბოლო ნაწილში თვითონ ბეტმენის პერსონაჟიც ზედმეტად დრამატიზირებული და გაიდიალურებულია, მეორე ნაწილში ჩანს მისი (და არა მარტო) ნამდვილი სახე, კიდევ პირველ და ბოლო ნაწილში ანტაგონისტები პირადი ვენდეტის გამო უფრო იქცევიან ისე, როგორც იქცევიან ვიდრე მეორე ნაწილში ჯოკერი, რომელსაც თვითონ ბეტმენი დიდად არ აინტერესებს
    ყოველ შემთხვევაში ერთხელ ყურებით ეგ შთაბეჭდილება დამრჩა, ტრილოგიიდან მეორე მომწონს ისევ ყველაზე მეტად (მესამეზე ლამის ჩამეძინა დარბაზში, თან ძალიან გაწელილია სცენარი)
    პრინციპში თავიდან არც Dark Knight მომეწონა პირველი ყურებისას დიდად, მაგრამ შემდეგი ნახვისას უკვე რომ იტყვიან “დავამუღამე” შეიძლება მესამე ნაწილზეც ასეა, მაგრამ ჯერ არ მაქვს 2.5 საათის დახარჯვის სურვილი მაგიოს საყურებლად ისევ

Comment RSS · TrackBack URI

Leave a comment

Name: (Required)

eMail: (Required)

Website:

Comment:

  Wordpress Theme Protected By Wp Spam Free, Provided by Payday Loan Online