დღეს შემოგთავაზებთ კრისტოფერ ნოლანის მორიგი შედევრის “The Dark Knight”-ის განხილვას… ნუ, რა თქმა უნდა, შეუძლებელია ამ ფილმზე რამე დაწერო და მის inception-შივე არ ახსენო ჰიტ ლეჯერის ჯოკერი…

რომელიც შეუდარებელია, გენიალურია, მე პირადად, ჯეკ ნიკოლსონის ჯოკერს ბევრად მირჩევნია… თუმცა, ჰიტის ჯოკერს პოსტის ბოლოში დავუბრუნდებით, ახლა კი თვითონ ფილმზე ვთქვათ ორიოდ სიტყვა…

მას შემდეგ, რაც ფოე-ფოე რეჟისორებმა “წაიგდეს” “ბეტმენის” კომიქსები, იმდენი ქნეს, რომ ყველაზე თავგადაკლულ ფანებსაც კი წაუხდათ ჩვენში მუქ რაინდად წოდებულ გმირზე წარმოდგენა და მე პირადად, დიდი ხნის დაგვიანებით ვნახე ეს ფილმი, რადგან “ბეტმენის” გაგონებაც არ მინდოდა და ნოლანის შემოქმედებას კი კაი ხანი არ ვიცნობდი… ერთადერთი, რაც ამ ფილმში, მის ნახვამდე მომწონდა, იყო დაწყება, ავტობუსების სცენა, რომელიც რატომღაც ისე მოხდა, რომ თავიდანვე ვნახე…

ფილმს კი მას მერე ჩავუჯექი, რაც ძმაკაცმა დიდის ამბით სცადა ჩემი დარწმუნება იმაში, რომ “A Knight’s Tale”-ში მოთამაშე ხუჭუჭა “უწიპუწი” მსახიობი იყო ის ფსიქოპატი, რომელიც მე ასე მომწონდა…

რაც შეეხება “ბეტმენს”, მისი “მიჩუხანებული” რეპუტაციის აღდგენა, კრისტოფერ ნოლანმა ჯერ კიდევ 2005 წელს დაიწყო, თავისი კიდ’ო’ ერთი შედევრით “Batman Begins”, რომელიც მე პირადად “The Dark Knight”-ს მირჩევნია თუ რამდენიმე წუთით დავივიწყებთ ჰიტ ლეჯერის ზებუნებრივ თამაშს…

ფილმით “The Dark Knight” კრისტოფერ ნოლანმა ნათლად აჩვენა ყველა რეჟისორს თუ როგორ უნდა იქნას გადაღებული superhero/thriller/action ფილმები!!! ამ ფილმს, ცნობილი გამოთქმა რომ ვიხმაროთ, მარილი არ აკლია…

მიუხედავად იმისა, რომ ფილმი არის საკმაოდ ხანგრძლივი, 152 წუთიანი, რაც “საათობაში” ორ საათნახევარზე მეტია, წუთს ვერ იპოვნით მთელს ფილმში ისეთს, სადაც ორი წამით მაინც, ყურადღების მოდუნების საშუალება მოგეცემათ… ფილმი იწყება გენიალური სცენით და ნელ-ნელა, უფრო და უფრო მძიმე არტილერია ერთვება თამაშში… ანუ მას არ აქვს აღმავალი და დაღმავალი სახე, სულ უფრო და უფრო გითრევს ყოველი მომდევნო ეპიზოდით თავის “ექშენში” და გაწყობს იმ ტალღაზე, რომელიც ნოლანმა შეარჩია… ეს კი, ამ უკანასკნელს, როგორც ყველას მოგეხსენებათ შეუდარებლად ეხერხება…

ასევე აღსანიშნავია, ლეჯერივით “ნაგიჟარი”, უნიჭიერესი მსახიობის კრისტიან ბეილის თამაში, რომელიც თითქმის ყველა ფილმში განუმეორებელ პერსონაჟებს ქმნის, ამ ორ “არანორმალურს” კი ისეთი ბუმბერაზი მსახიობები უბამენ მხარს, როგორებიც მაიკლ კეინი, მორგან ფრიმენი და გარი ოლდმენი არიან!!!
ასევე არ უნდა დავივიწყოთ ალან ექჰარტის მშვენიერი თამაშიც, რომელიც ჰარვი დენტის როლს ასრულებს… სხვათა შორის, მას ძალიან საინტერესო პერსონაჟის როლი ხვდა წილად… რადგან “ბეტმენი” მაინც, ასე თუ ისე, “თვალი თვალის წილ, კბილი კბილის წილ” ლოზუნგით ებრძოდა დამნაშავეებს, ჰარვი დენტის ერთადერთი იარაღი კი კანონი უნდა ყოფილიყო… ის უნდა ქცეულიყო, ყველასთვის მისაბაძ ადამიანად, მაგრამ პატარა ფსიქოპატმა “მასხარამ” იმდენი ქნა, რომ ეს ჩვენი ჰარვი დენტი ბოროტების მანქანად გადააქცია…

ახლა კი დავუბრუნდეთ ჯოკერს… თუ ნიკოლსონის ნათამაშები როლი, მაყურებელში ალაგ-ალაგ მხიარულებას თუ არა ღიმილს მაინც იწვევდა, ჰიტ ლეჯერის როლი რადიკალურად განსხვავებულია მისგან… ჰიტ ლეჯერი უფრო ბევრად ფსიქოპატი მანიაკია, ვიდრე გონებამახვილი “მასხარა”… როდესაც ნოლანს ჰკითხეს თუ რატომ უნდა ეთამაშა ლეჯერს ჯოკერის როლი, მან განაცხადა: “იმიტომ, რომ ის უშიშარია…”

როგორც ამბობენ, ლეჯერი მთელი თვით იყო გამოკეტილი სასტუმროში და “ამუღამებდა” თავის როლს… ის ძალიან ბევრს მუშაობდა და სწორედ ამიტომაცაა ჯოკერის ლაპარაკის მანერა, სიარული, მიხვრა-მოხვრა, ტუჩების გალოკვა და ნებისმიერი მიმიკა მის სახეზე, ასეთი გენიალური!!! როგორც ჰიტ ლეჯერის დღიურიდან ირკვევა მან გარკვეული მიმიკები სიდ ვიშესისგან (ჯგუფი “sex pistols” <– აზრზე არ ვარ ვინ არიან) და კუბრიკის ალექსისაგან აიღო, თუმცა მე რატომღაც სულ მგონია, რომ ძალიან ბევრი რამით ჯოკერი “Interstate 60″-ს O.W. Grant-ს ჩამოჰგავს, რომელსაც ზემოთხსენებული გენიოსი, გარი ოლდმენი თამაშობს…

მიუხედავად იმისა, რომ კომიქსის კუთხით თუ გავყვებით, ლეჯერის ჯოკერს მართლა თავისივე კითხვას უნდა ვუსვამდეთ “ვაისოუსირიუსო?!”, მაგრამ ასეთი პერსონაჟი, ჩემთვის, უფრო მიმზიდველი აღმოჩნდა ვიდრე ნიკოლსონის “ჩათლახური” ღიმილისმომგვრელი…

და საბოლოოდ, რაც შეეხება ჰიტ ლეჯერს, მისი ცხოვრება მე ძალიან მაგონებს, გენიალური რეჟისორის დარენ არანოვსკის და ასევე არაჩვეულებრივი მსახიობის ნატალი პორტმანის დუეტს, რომელიც ფილმ “შავ გედში” განხორციელდა… ვინც ეს ფილმი ნახეთ, ალბათ, დამეთანხმებით, რომ ერთი ერთში ჰგვანან… : ))
ხოლო, ვისაც კი ამ პოსტში ნახსენები ფილმებიდან, რომელიმე მაინც არ გაქვთ ნანახი, სასწრაფოდ “შეშლიგინდით” “ვარეზებზე” და გადმოწერეთ ისინიც და “ვარესებიც”…

Comments

comments

Powered by Facebook Comments

16 Comments so far »

  1.  

    eka said

    April 23 2011 @ 20:30

    და ვისაც ნანახი გვაქ სამივე დაველოდოთ ნოლანის ახალ ქმნილებას 😀

  2.  

    რეზ said

    June 21 2011 @ 20:30

    ლეჯერის ყველაფერი მაქ ნანახი თითქმის.. ამ ფილმზე კი თვითონ ნიკოლსონი გაგიჟდა ლეჯერის თამაშზე, ამ ჟანრში ძAლიან სკეპტიკოსი ვარ ხოლმე, მაგრამ ეს ნამდვილად არის ის ფილმი სადაც მასტერკლასი ჩაატარა.. ეს არა არის მარტო კეთილი და ბოროტის ბრძოლა და რამე… მსახიობები რა თქმა უნდა უმაგრესია:))Interstate 60″ გამახსენდა ეხლა და ის კადრი მანქანაში გოგო რო ყავთ, ოლდმანი ხო ცალკე თემაა და ეს კაცი მე ჩემთვის რობერტ დაუნთან, ნორტონთან, კრისტოფერ ვოლკენთან და მსგავსებთან მყავს…::: პ.ს. A Knight’s Tale” ამ ფილმში კი რო არ მოგატყუო პოლ ბეტანი უფრო მომწონს:):))

  3.  

    ....022.. said

    June 29 2011 @ 20:30

    ასეთი ფილმის ასე ბანალური განხილვა უკეთესად შეუძლებელია……..ფოე ფოე რეჯისორებში ვის გულისხმობ??? )) >….ჯოელ შუმახერს[Falling Down ,the number23,phone booth,,the phantom of the opera,] თუ ტიმ ბარტონს. ))..?? [ed wood,Edward Scissorhands ,corpse bride,Sweeney Todd: The Demon Barber of Fleet Street,Big Fish, Beetle Juice ,Charlie and the Chocolate Factory ,Sleepy Hollow…..] ????? :-))….რას ერჩი ბეტმენის წინა სერიებს ყველა საკაიფოა )) შენ გეტყობა ძაან ჩახედული ხარ კინოში…:)))

  4.  

    svani said

    June 29 2011 @ 20:30

    phone booth მართლა მაგარი ფილმია და ბარტონისაც რაც ჩამოთვალე, მაგრამ ეგ არ ნიშნავს, რომ ყველა ის ფილმი, რომელსაც შუმახერი ან ბარტონი გადაიღებენ, სასწაული იქნება!!!

    არ მომწონს მე ეგ სულელური ბეტმენები, ერთადერთი ნიკოლსონი რომ თამაშობს ჯოკერს იმ ფილმს შეიძლება კიდევ რამეზე ჰქონდეს პრეტენზია და დალშე, პოლნოე გავნო…

    მომიტევე ბანალურობა, გეთაყვა… ^^

  5.  

    Anonymous said

    July 1 2011 @ 20:30

    ეგ არც მითქვამს….რომ ყველა კარგი უნდა იყოს )) მაგრამ ვინ ვინ და ბარტონი და შუმახერი ნაღდად არ არიან ფოე ფოე რეჟისორები…..წინა ბეტმენები ვაფშე სხვა დუხშია გაკეთებული უფრო თრეშ პონტში[არაპირდაპირი გაგებით]ანუ ისეთი როგორსაც ეს ორი რეჯისორი აკეთებს ხოლმე და საკაიპოც გამოუვიდათ… მიუხედავ იმისა რო შენს მიერ ნახსენებ ნიკოლსონის ბეტმენის გარდა ყველას დაბალი რეიტინგი აქვს imdb_ზე შუმახერისას ხო საერთოდ…..ნოლანის ბეტმენები სულ სხვა კონცეფციითა გაკეთებული ეს საერთოდ დამოუკიდებელი ბეტმენია თითქმის გადაწერილია ფილმი მთლიანად….მარა კაია მაინც რო ვინმეს მაინც აქვს სურვილი რო ფილმებზე წეროს თუნდაც სუბიექტურად :-))

  6.  

    svani said

    July 1 2011 @ 20:30

    გადაწერილი რას ნიშნავს?!
    კინოზე ობიექტურად ჩემმა მტერმა წეროს, ძამიკო… ^^

  7.  

    022 said

    July 2 2011 @ 20:30

    ისტორიია გადაწერილი ამას ვგულისხმობ ეს ნოლანის story _ის მიხედვითაა გაკეთებული…….შენ თუ გინდა შენმა მტერმა წეროს ობიექტურად კინოზე…… )) მარა არ მესმის კინოზე ობიექტურად მტერმა რატო უნდა წეროს…….მტერმა წეროს სუბიექტურად …))

  8.  

    022 said

    July 2 2011 @ 20:30

    ძამიკო,….))

  9.  

    svani said

    July 2 2011 @ 20:30

    შენ თუ “ობიექტური მსჯელობის” მომხრე ხარ არ ვიცი, მაგრამ გინდაც წიგნზე და გინდაც ფილმზე რაღაცის უემოციოდ წერა, შენი პირადი შეხედულებების უგულებელყოფით მე სწორად არ მიმაჩნია…

  10.  

    022 said

    July 3 2011 @ 20:30

    შენ როგორც გინდა ისე იყოს მარა ობიექტურად წერა არ ნიშნავს პირადი შეხედულებების უგულებელყოფას………არანაირად :D:D:D

  11.  

    svani said

    July 3 2011 @ 20:30

    Anonymous, არ ვიცი შენ ფოე-ფოე რა გგონია, მაგრამ ეგ დაახლოებით სინონიმია ისეთი სიტყვისა, როგორიცაა “სუეცკი”, ტაკ შტო, მგონი, უბრალოდ არასწორად გაიგე, რა მეწერა… : ))
    022, როცა პირად შეხედულებებს გამოხატავ ეგ უკვე სუბიექტურობაა, არა?! O.o

  12.  

    ანიი said

    October 5 2011 @ 20:30

    ჰიტი უნიკალურია და ეს ყველამ კარგად იცის:)))

  13.  

    ელფი said

    December 19 2011 @ 20:30

    ამ ფილმით შემიყვარდა ბეილი და ყოველ ახალ ფილმში უფრო მეტად მიყვარდება :) ეგ და ნოლანი სუპერ გამოგონებაა! :)

  14.  

    joke_maker said

    January 17 2012 @ 20:30

    “banaluri” viqnebi da chemi ert erti usayvarlesi filmi,
    1)sid vicious tu ar ici vin aris naxe gari oldmanis martlac genialuri tamashi sidis rolshi “sid and nancy” da tu dainteresdebi ert or sex pistolsis hitsac getyvi da girs mosmenad chemi sayvareli punk jgufi.
    2)sanam films vnaxavdi megona ro lejeris jokeris aseti popularoba da aseti bevri jildo msaxiobis sikvdilit iyo ganpirobebuli, mwared shevcdi da sasiamovnod gavocdi
    3)nolani axali supermanis prodiuseri iqneba, gijivit velodebi

  15.  

    Tigerskinner said

    January 17 2012 @ 20:30

    ალან კი არა აარონ (ექჰარტი)

  16.  

    Wise Camel said

    January 19 2012 @ 20:30

    როდესაც 1988 წელს ბეტმენს იღებდნენ, განწირული იყო უკვე ეგ ფილმი, რა ეგონად აბა ბარტონს რომ აღებინებდნენ ფილმს, მიდრეკილება აქვს მაგ ადამიანს რომ ყველა ფილმი “ფეირითეილად” გადააქციოს, ნიკოლსონს როგორც არ უნდა ეცადა საშიში როლი ეთამაშა, და მას ეს ნამდვილად კარგად შეუძლია (The Shining (1980)), ბოლოს მაინც სასაცილო მასხარა გამოვიდოდა, არ უნდა მიეცათ ბარტონისთვის ეს ფილმი, ბარტონმა უნდა გადაიღოს წითელქუდა და მსგავსი “რაღაცეები”. აი ვინმე რიდლი სკოტის ნაირს რომ გადაეღო ეგ ფილმი სხვა საქმე იქნებოდა.
    და მაგ ფილმს პატარაობაში რომ ვუყურებდი ყველაზე მეტად იმაზე მეშლებოდა ნერვები, რომ ბეტმობილი, რომელიც წესით რეაქტიული ტანკი უნდა ყოფილიყო, პლასტმასის სათამაშოს გავდა და მოძრაონის დროს კუდი “უცანცარებდა” გეგონება წუთი წუთზე დაიშლებაო, აი Dark Knight-ს რომ ვუყურე და ფოქსმა ის “ტანკი” რომ აჩვენა მაშინვე მივხვდი რომ ბეტმენის ეს ვერსია ძალიან მაგარი იქნებოდა და ასეც მოხდა.

Comment RSS · TrackBack URI

Leave a comment

Name: (Required)

eMail: (Required)

Website:

Comment:

  Wordpress Theme Protected By Wp Spam Free, Provided by Payday Loan Online