რატომ მიშელ, რატომ?! : | : | : |

ამას წინათ, მე და ძმაკაცი ვჭოჭმანობდით თუ რა ფილმისთვის გვეცქირა, როცა გამახსენდა, რომ მიშელ გონდრიმ 2011-ში გადაიღო ახალი კომედია, რომელიც არ გვქონდა არცერთს ნანახი… : )) რადგან ჩვენი მიზანი მხოლოდ გართობა იყო, ვიფიქრე, რომ შესანიშნავი არჩევანი გავაკეთე და მარდად შევუდექით ინტერნეტის სულის ღაფვას…

კიდევ კარგი, ფილმის ბოლომდე გადმოწერას არ დაველოდეთ და პარალელურ რეჟიმში დავიწყეთ ყურება… როცა მარტო ვარ, ძალიან იშვიათად რომ ფილმს ბოლომდე არ ვუყურო, რაც არ უნდა ცუდი აღმოჩნდეს, რადგან ვთვლი, რომ თუ შუაში შეწყვეტ ფილმის ყურებას, ნაკლებად გაქვს ფილმზე აუგის თქმის ან დაწერის მორალური უფლება… : ))

მაგრამ, როგორც ზემოთ აღვნიშნე, მარტო არ ვყოფილვარ და 20 წუთის შემდეგ, როცა დავასკვენით ორივემ, რომ ფილმს კი არ ვუყურებდით, არამედ ვუძლებდით… გადავწყვიტეთ “პლასტინკა” შეგვეცვალა… სანამ იმას ვიტყოდე თუ რა ფილმს ვუყურეთ “მწვანე კრაზანას” გამორთვის შემდეგ, აუცილებლად უნდა აღვნიშნო, რომ ისეთი გენიალური ფილლმების რეჟისორი, როგორებიცაა “Eternal Sunshine of the Spotless Mind” და “The Science of Sleep” ასეთ სისულელეებზე არ უნდა ცდებოდეს!!! : | : | : | საშინლად არ მომეწონა პირველი 15-20 წუთი, იმდენად რომ მომდევნო წუთებს შანსიც კი არ მიეცათ… : ))

“The Green Hornet”-ის შემდეგ, ძმაკაცმა შემომთავაზა რომ “The Next Three Days”-თვის გვეყურებინა… მინდა გითხრათ, რომ ძალიან მომეწონა, კარგი ფილმია, საინტერესო… მე, პირადად, ძალიან ბევრი ვიხალისე Jason Beghe-ზე, რომელიც Detective Quinn-ის როლს ასრულებდა ფილმში. თუ ვინმე ხართ ანიმეების მოყვარული, შეუძლებელია დეტექტივი კუინის ერთ-ერთი speech (სიტყვა), მიაზაკის “კალციფერის” “რეჩთან” არ დააკავშიროთ… 😀 😀 😀

თვითონ ფილმს რაც შეეხება, როგორც აღვნიშნე ძალიან საინტერესო სანახავია, არის ძალიან “ჩამთრევი” და რაც მთავარია, რასელ ქროუ თამაშობს… : )) ეპიზოდური როლი აქვს Daniel Stern-ს რომელსაც თუ ვინმე ვერ იცნობთ დაბერებულს, მინდა გითხრათ რომ ეს არის ერთ-ერთი მძარცველი ფილმებიდან “მარტო სახლში” და “მარტო სახლში-2″… მისმა დანახვამაც კი ძალიან გაგვახალისა!!! მართლაც რომ საშობაო ფილმების კლასიკად იქცა ეს “ტრილოგია”… თქვენი არ ვიცი და მე არასდროს მბეზრდება… : ))

Comments

comments

Powered by Facebook Comments

Leave a comment

Name: (Required)

eMail: (Required)

Website:

Comment:

  Wordpress Theme Protected By Wp Spam Free, Provided by Payday Loan Online