ვინც ჩემს ბლოგს (რატომღაც) აქტიურად ადევნებთ თვალყურს, შეიძლება გახსოვდეთ ჩემი პოსტი A Separation. გუშინ კი, 2 წლის შემდეგ, “სეფერეიშენის” რეჟისორი ასგარ ფარჰადი ხელახლა აღმოვაჩინე…

ამ ფილმის ნახვამდე, ვერ წარმოვდიგენდი თუ დრამის და მისტიკის ასე საოცრად შეზავება შეიძლებოდა!!! (და ეს მაშინ, როცა ჩემს Gone Girl-ის პოსტს ყავლი ჯერაც არ გასვლია)

ფილმის მთავარი გმირი აჰმადი ბრუნდება ირანიდან საფრანგეთში, რათა ხელი მოაწეროს მარისთან განქორწინების საბუთებზე. სიტუაცია იმაზე რთული და დაძაბული აღმოჩნდება, ვიდრე ეს ერთი შეხედვით ჩანს…
ყველაზე საინტერესო თვითონ სიუჟეტის განვითარებაა. არა, საინტერესო არა, უფრო გენიალური ან არაამქვეყნიური!!!

ალბათ ყველა თქვენგანს გინახავთ “Fight Club”, “Usual Suspects”, “The Prestige” (“Psycho”-ც ექნება ზოგზოგიერთს ნანახი, ისე ვატყობ), სადაც ფილმის დასასრულისკენ არის კულმინაციური მომენტი, როდესაც თვალები გვიფართოვდება, ყბა გვივარდება და აღტაცებას ვერ ვმალავთ…

The Past ასეთი არ არის… : ))

მიუხედავად იმისა, რომ დასასრული The Past-საც ისეთივე არაამქვეყნიური აქვს, როგორც ზემოთხსენებულ შედევრებს, ფარჰადის ამ ფილმში გაცილებით მეტი კულმინაციური მომენტია. ყოველ ჯერზე, როცა კი კვანძს კრავ, ჩნდება ახალი დეტალი, რომელიც უფრო ძაბავს სიტუაციას და ასე უსასრულოდ…

ფილმის ტემპმა, შეიძლება ჩემი საყვარელი რეჟისორი, ნური ბილგე ჯეილანი გაგახსენოთ. უფრო მეტიც, შეიძლება ჩემი რევიუც კი გაგახსენდეთ… ჩემი რევიუ.
ამით იმის თქმა მინდა, რომ ფინჩერის Gone Girl-ისგან განსხვავებით, აქ თრილერს და ექშენს ნაკლებად ნახავთ. მაგრამ თუ თქვენ მაინც არ გაშინებთ ფილმის ნელი ტემპი, არ ხართ რასისტი, გიყვართ კინო და კვირაში ერთხელ მაინც ბანაობთ (მინიმუმ), მაშინ ეს ფილმი სწორედ თქვენთვისაა!!!

Comments

comments

Powered by Facebook Comments

Leave a comment

Name: (Required)

eMail: (Required)

Website:

Comment:

  Wordpress Theme Protected By Wp Spam Free, Provided by Payday Loan Online