ჩემი აზრით, ამ პოსტს ყველაზე სიმბოლური პოსტერი აქვს… იმედი მაქვს, რომ თავად მიხვდებით რატომაც…
ჰიუ ჯეკმანი, კრისტიან ბეილი, მაიკლ კეინი, სკარლეტ იოჰანსონი, დევიდ ბოუი… ეს ხუთი სახელი და გვარი კმარა იმისათვის, რათა ნებისმიერი ტიპის მაყურებელი დაინტერესდეს… მაგრამ, როცა საქმეში ერთვებიან ძმები ნოლანები, ფილმები და მსახიობები ხელოვნების ნიმუშის დონემდე მაღლდებიან!!! (ამის ყველაზე ნათელი მაგალითი ჰიტ ლეჯერია)

დარწმუნებული ვარ, თქვენს უმრავლესობას, ვინც კი ამ პოსტს თვალს მოკრავთ, ნანახი გაქვთ ეს ფილმი, მაგრამ თუ ის ბედნიერი და “მოსალოცი” ადამიანი ბრძანდებით, რომელსაც ეს ყველაფერი წინ აქვს… მაშ რაღას უცდით?!

 

მოერიდეთ სპოილერებს, ისინი აუცილებლად იქნება ამ პოსტში!!!

სანამ ფილმის განხილვას დავიწყებდე… ერთი კითხვა უნდა დაგისვათ…

ყურადღებით კითხულობთ?!

 

ნებისმიერი ფოკუსი სამი ნაწილისგან შედგება:

1) დაპირება – ილუზიონისტი გაჩვენებს რაიმე ჩვეულებრივ საგანს (კარტის დასტას, ფრინველს ან ადამიანს) მან შეიძლება მისი შემოწმებაც შემოგთავაზოთ, რათა თავად დარწმუნდეთ
რომ ეს უბრალო ნივთია, ჩვეულებრივი, მაგრამ რა თქმა უნდა, ეს ასე არ არის…

2) გარდაქმნა – ილუზიონისტი იღებს ამ ჩვეულებრივ ნივთს და აქცევს მას არაჩვეულებრივად… და აი ამ მომენტში შენ იწყებ ძიებას, მაგრამ, რა თქმა უნდა, ვერაფერს პოულობ…
რადგან შენ ეძებ, მაგრამ არცთუ გულმოდგინედ… იმიტომ, რომ რეალურად არ გინდა გაიგო… შენ გირჩევნია გაგაბრიყვონ… მაგრამ შენ ტაშს მაინც არ უკრავ ჯერ…

იმიტომ რომ რაღაცის გაქრობა, ეს თითქმის არაფერია…  ფოკუსნიკმა მისი გაჩენა და უკან დაბრუნებაც უნდა შეძლო…

3) პრესტიჟი, ყველაზე რთული ნაწილი, როცა ხელახლა აჩენ გაქრობილს, ოვაციების მოლოდინში…

ვინც კრისტოფერ ნოლანის შემოქმედებას კარგად იცნობთ, ისიც გეცოდინებათ, რომ ფილმის სტანდარტული განვითარებების დიდად მოყვარული არაა… პირიქით, ის ყოველთვის ცდილობს მაყურებლის დაბნევას, გაურკვევლობაში გამყოფებთ მთელი ფილმი, ერთ კონკრეტულ მომენტამდე, რომელიც საბოლოოდ გაოცებას და აღტაცებას იწვევს თქვენში!!!

ზოგადად, როცა ფილმზე ვწერ პოსტს (არადა სულ ფილმებზე ვწერ ისედაც), რაც უფრო მეტჯერ მაქვს ნანახი, მით უფრო მიადვილდება, მაგრამ “პრესტიჟი” განეკუთვნება იმ კატეგორიას, რომელზეც გამიჭირდა დაწერა, რადგან საერთოდ არ მახსოვს რამე თუ გამოვცანი წინასწარ ნოლანის თავსატეხიდან… გამოცნობაში იმას ვგულისხმობ, რომ ეს ფილმი მრავალი twist მომენტითაა დატვირთული… საერთოდ სხვა რეალობაში ხარ და მეორე წამში რეჟისორის გადამკიდე, თავს საერთოდ სხვაგან აღმოაჩენთ…

მიუხედავად იმისა, რომ ეს ფილმი მეგონა “გადაღეჭილი” მქონდა… პოსტის დაწერის მიზნით, მაინც კიდევ ერთხელ ვუყურე… ზუსტად ისევე შოკირებულმა დავამთავრე მისი ყურება, როგორც პირველად!!! არადა წინასწარ ვიცოდი ყველაფერი, რაც უნდა მომხდარიყო, მაგრამ კიდევ ერთი იდეა დამებადა, რომელიც კვლავ ხოტბას ასხამს ნოლანს და რომელზეც ოდნავ მოგვიანებით გიამბობთ…

ფილმი მოგვითხრობს ორი დიდი ილუზიონისტის დაპირისპირებაზე, მაგრამ რეალურად ეს გაცილებით მეტია ვიდრე უბრალოდ ქიშპობა და კონკურენცია!!! პერსონაჟების სახელებიდანვე ცხადი ხდება თუ რასთან გვაქვს საქმე… Robert Angier და Alfred Borden, პირველის გვარი იმაზე მიუთითებს, რომ ის მეტისმეტად ფიცხი და ფეთქებადი პიროვნებაა, ხოლო მეორისა კი იმაზე, რომ ადვილად ბეზრდება ყველაფერი და ყოველთვის მიილტვის რაღაც ახლისაკენ… სწორედ ამ თვისებების გამო ხდება მათ შორის პირველი შეტაკება, რომელსაც საბოლოოდ რობერტის ცოლი ეწირება!!! საინტერესოა ასევე ის დეტალიც, რომ მაიკლ კეინის პერსონაჟს ფილმში Cutter ჰქვია… თუ ჯერაც ვერ ხვდებით რატომ, მინიშნებად ფილმის მთავარი ეპიზოდი გამოგადგებათ… როცა ის ნაჯახით ხელში წამზომზე ითვლის ფოკუსისთვის განკუთვნილ დროს…

ძალიან მნიშვნელოვანი მომენტია, როცა აზიელი ფოკუსნიკის სანახავად წავლენ… სწორედ ამ ეპიზოდში ჟღერდება პირველად, რომ ადამიანმა შეიძლება მთლიანად თავი შესწიროს საყვარელ საქმიანობას!!! მსხვერპლის გაღება, ამ ფილმის ერთ-ერთი ყველაზე ძირეული თემატიკაა… ვისაც არ გახსოვთ, ეს ის კადრებია, როცა დაჩიავებული მოხუცი სასწაულ ტრიუკებს აკეთებს, თუმცა ალფრედი მალევე ხვდება მის საიდუმლოს…

ამ ეპიზოდიდან ცოტა ხნის შემდეგ, მაყურებელს ჩაესმის რობერტის ხმამაღლა გაჟღერებული ფიქრები, რომელიც ბორდონის დღიურის კითხვისას უჩნდება:
“-ბორდონი ისე წერს, თითქოს მხოლოდ მან მოახერხა მაგიის საფუძვლების ჩაწვდომა… მაგრამ რა იცის მან რეალურად რას ნიშნავს მსხვერპლის გაღება?!” ეს კითხვა დაისმის ახალდაქვრივებულის პათოსით…

მიუხედავად იმისა, რომ ფილმი ბევრ მომენტში გაოცებთ და გიცვლით წარმოდგენას, მასში წინდაწინ არის ჩადებული პატარ-პატარა მინიშნებები ყოველ მომდევნო ტვისტზე… რის ყველაზე ნათელ მაგალითადაც შეგვიძლია ბორდონის და მისი ცოლის დიალოგი გამოვიყენოთ:
-მიყვარხარ!!!
-დღეს არა… არსებობს ისეთი დღეები, როცა საკუთარი თავის არ გჯერა… დღეს შენ შენი საქმე და მაგია უფრო გიყვარს, ვიდრე მე… თუმცა, მიხარია რომ ვახერხებ გარჩევას, რადგან იმ დღეებს უფრო ვაფასებ, როცა შენს საქმეზე მეტად გიყვარვარ…

ასევე ბორდონის პირველი რეაქცია, როცა გაიგებს რომ მისი მეუღლე ბავშვს ელოდება:
“აუცილებლად უნდა ვუთხრათ ფელონსაც, ძალიან გაუხარდება!!!”

ამ ორი მონაკვეთის შერწყმით, ჩვენ უკვე შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ბორდონი და ფელონი ტყუპები არიან… ბავშვი ფელონისაა და მას ჭკუა ეკეტება თავის ცოლზე, ხოლო ბორდონის ერთადერთი სიყვარული მაგიაა, რაც ძალიან მარტივად ხსნის ზემოთხსენებულ დიალოგს…

თუ კარგად დაუკვირდებით და გაიაზრებთ, რეალურად გამოდის, რომ ბორდონის კისერზე არა მხოლოდ რობერტის ცოლის სიკვდილია, არამედ საკუთარი მეუღლისაც… მან თავის ტყუპისცალ ფელონს მოუკლა ცოლი, რისთვისაც სიკვდილით დასჯამდე ბოდიშსაც უხდის…
მართალია სარამ თავი ჩამოიხრჩო, მაგრამ ესეც ბორდონის მაგიისადმი უსაზღრო სიყვარულით იყო გამოწვეული…

ეს ფილმი იმდენად საინტერესო და ღრმა შინაარსის მქონეა, რომ ძალიან რთულია მისი, თუნდაც მთავარი დეტალების, ერთ პოსტში ჩატევა… ორივე ფოკუსნიკმა ძალიან ბევრი რამ დადო ფსონად, ორივე მათგანმა უამრავი ტანჯვა იგემა და მრავალი მსხვერპლი გაიღო… ბორდონს თუ ტყუპისცალთან ერთად ერთი ცხოვრების სანახევროდ გაყოფა უწევდა, რობერტი ყოველი ფოკუსის შემდეგ კლავდა მის კლონს, თუმცა წინასწარ არასდროს იცოდა რომელ სიტუაციაში აღმოჩნდებოდა… იქნებოდა პრესტიჟი თუ განწირული სიკვდილისათვის…

ფელონს არასდროს ესმოდა თუ რა საჭირო იყო ეს ვეებერთელა რისკი, რისთვის წავიდნენ ამხელა მსხვერპლზე… სწორედ ამაზე მიუთითებს ფილმის უკანასკნელი გენიალური დიალოგი:
-შენ მოიარე მსოფლიო, გაფლანგე მთელი შენი ქონება და ჩაიდინე უამრავი ბოროტება… ეს ყველაფერი კი სულ ტყუილად
ტყუილად?! შენ ეტყობა ვერ ხვდები რატომ ვაკეთებდით ამ ყველაფერს… ქვეყანა ძალიან მარტივადაა მოწყობილი, მაგრამ თუ შენ ერთხელ მაინც მოახერხებ ხალხის მოტყუებას, თუნდაც ერთი წამით, მაშინ შენ ჩაიდენ სასწაულს და დაინახავ რაღაც არაამქვეყნიურს… არაჩვეულებრივს… მათ გამომეტყველება

ლოგიკურია ადამიანს ამ ფილმის ნახვის შემდეგ გაუჩნდეს შემდეგი შეკითხვა: მაინც რომელი უფრო დიდი ფოკუსნიკი იყო რობერტ ენჯეერი თუ ალფრედ ბორდონი?! სწორედ ამ შეკითხვაზე პასუხს მივაგენი, როცა პოსტის დაწერის წინ ვუყურე ზემოთხსენებულ შედევრს…

მოდით, კიდევ ერთხელ გავიხსენოთ თუ რა არის საჭირო კარგი, სრულყოფილი ფოკუსისთვის…
1) დაპირება – ილუზიონისტი გაჩვენებს რაიმე ჩვეულებრივ საგანს (კარტის დასტას, ფრინველს ან ადამიანს) მან შეიძლება მისი შემოწმებაც შემოგთავაზოთ, რათა თავად დარწმუნდეთ
რომ ეს უბრალო ნივთია, ჩვეულებრივი, მაგრამ რა თქმა უნდა, ეს ასე არ არის…
2) გარდაქმნა – ილუზიონისტი იღებს ამ ჩვეულებრივ ნივთს და აქცევს მას არაჩვეულებრივად… და აი ამ მომენტში შენ იწყებ ძიებას, მაგრამ, რა თქმა უნდა, ვერაფერს პოულობ…
რადგან შენ ეძებ, მაგრამ არცთუ გულმოდგინედ… იმიტომ, რომ რეალურად არ გინდა გაიგო… შენ გირჩევნია გაგაბრიყვონ… მაგრამ შენ ტაშს მაინც არ უკრავ ჯერ…
3) პრესტიჟი, ყველაზე რთული ნაწილი, როცა ხელახლა აჩენ გაქრობილს, ოვაციების მოლოდინში…

და კიდევ ერთხელ გაისმის როგორც ფილმის, ასევე პოსტის მთავარი შეკითხვა…

ყურადღებით კითხულობთ?!

მზად ხართ პასუხის გასაგებად?!

კრისტოფერ ნოლანმა აიღო ჩვეულებრივი სცენარი… რომელიც, რა თქმა უნდა არ იყო ჩვეულებრივი… შემდეგ, აქცია ხელოვნების ნიმუშად და წარმოგვიდგინა ფილმის სახით, პრესტიჟის მოლოდინში… დიახ, სწორედ ამიტომ ჰქვია ფილმს “პრესტიჟი” და ზუსტად ამიტომ არიან რობერტ ენჯეერი და ალფრედ ბორდონი ფოკუსნიკები, ხოლო კრისტოფერ ნოლანი – ჯადოქარი!!!

Comments

comments

Powered by Facebook Comments

13 Comments so far »

  1.  

    Kanibali Karamelka said

    October 29 2012 @ 20:30

    აუცილებლად ვანხავ!

  2.  

    Tamuu Papiashvili said

    October 29 2012 @ 20:30

    ვგიიიჟდები ამ ფილმზე, ნოლანზე, ბეილზე და საერთოდ სასწაულია რა <3.

  3.  

    ნინაკა said

    October 29 2012 @ 20:30

    განუმეოებელი ფილმია და არაჩვეულებრივი განხილვა!

  4.  

    საბა said

    October 29 2012 @ 20:30

    erti orad gamezarda nolanisadmi siyvaruli sheni bolo sityvebit 😉

  5.  

    Rezo Robakidze said

    October 30 2012 @ 20:30

    ენჯეერის ნათქვამი ბოლო ფრაზა (პოსტში წითლად გამოყოფილი) არის გენიალური. მთელი ფილმის აზრი დევს მაგ ფრაზაში და არა მარტო ფილმის, მთლიანად ნოლანის შემოქმედების, ანუ რატო არის ეგ ადამიანი რეჟისორი და რისთვის აკეთებს ფილმებს. ეგ ფრაზა არის ნოლანის იდეოლოგიის ახსნა. კონკრეტულად "პრესტიჟს" რაც შეეხება, ერთ-ერთი იმ ფილმთაგანია, რამდენჯერაც არ უნდა უყურო თითქმის ისეთივე სიამოვნებას რომ მიიღებ, როგორც პირველ ჯერზე და არა აქვს მნიშვნელობა იმას რომ შინაარსი იცი.

  6.  

    Anton Sinatashvili said

    October 30 2012 @ 20:30

    ეგრეა ნოლანის ყველა ფილმი

  7.  

    Salome Simonishvili said

    November 3 2012 @ 20:30

    filmis sidiadeze agharafers vityvi shenc shesanishnavad shedzeli es! yochagh! dzalian momewona sheni ganxilva ))).

  8.  

    Giorgi Samsiani said

    November 6 2012 @ 20:30

    ძალიან მაგარი რეჟისორია ბოლომდე ვერ ამოწურა მემენტოს სანამ ათჯერ არ უყურებ დაბნეული ხარ.

  9.  

    Giorgi Khergiani said

    November 6 2012 @ 20:30

    ერთადერთი ფილმია, რომლის დამთავრებისასაც მაინდფაქის გამო გონებაში, ერთი სული მქონდა კიდევ მენახა!!!

  10.  

    Giorgi Samsiani said

    November 6 2012 @ 20:30

    მე მაშინვე უკან გადავახვიე

  11.  

    Giorgi Khergiani said

    November 6 2012 @ 20:30

    მეც კ სტაწი… :დ

  12.  

    გვანცა said

    November 9 2012 @ 20:30

    ყოჩაღ.

  13.  

    Ladi Burjanadze said

    January 4 2013 @ 20:30

    პირველ შემთხვევაში კლონი გამოჩნდა და ენჯეერმა ის მოკლა… მაგრამ კლონს იგივე მახსოვრობა ექნებოდა და რათქმაუნდა თავის თავს ნამდვილ ენჯერად ჩათვლიდა… ჩემი აზრით, ნამდვილი ენჯერი დაიხრჩო და ყოველ ჯერზე ახალი კლონი აგრძეკებდა მის ცხოვრებას, იმის გაუცნობიერებლად რომ კლონი იყო.

Comment RSS · TrackBack URI

Leave a comment

Name: (Required)

eMail: (Required)

Website:

Comment:

  Wordpress Theme Protected By Wp Spam Free, Provided by Payday Loan Online