დარწმუნებული ვარ, ძალიან ბევრ თქვენგანს აქვს ნანახი ამ ფილმის 2006 წელს გადაღებული ვერსია, რომელშიც ნიკოლას კეიჯი ასრულებს მთავარ როლს. სამწუხაროდ, სკოლის ასაკში მეც დავხარჯე მასზე საათი და ორმოცდაორი წუთი, რომელსაც დღემდე ვნანობ, იმდენად იდიოტური რიმეიქის გადაღება მოახერხა ნეილ ლაბუტმა…
რაც შეეხება ორიგინალს… ის 1973 წელსაა გადაღებული და რობინ ჰარდის შემოქმედებას მიეკუთვნება. აღსანიშნავია ისიც, რომ The Wicker Man ჰარდის ერთადერთი ცნობილი ნამუშევარია, თუმცა, ჩემი აზრით, ნამდვილად გადის იმ ფილმთა კატეგორიაში, რომელიც ერთხელ მაინც უნდა ჰქონდეს ადამიანს ნანახი…
ფილმი მოგვითხრობს სერჟანტი ჰოუის მოგზაურობაზე, რომელიც ‘სამერაილანდს’ ეწვია, რათა დაკარგული ბავშვის საქმე გამოეძიებინა… თუმცა, კუნძულზე ის ძალიან არაადეკვატურ სიტუაციას და უამრავ დაბრკოლებას აწყდება… თვით ბავშვის დედაც კი უარყოფს მის გაუჩინარებას და მალე სერჟანტი ხვდება, რომ ძალიან დიდ გაუგებრობაში გაეხვა… ის ხედავს რომ მთელი კუნძული მის წინააღმდეგ არის განწყობილი და მაქსიმალურად უშლიან ხელს დაკარგული ბავშვის პოვნაში…
The Wicker Man-ს აქვს ფრიად საინტერესო სიუჟეტი და საერთოდაც ძალიან ჩამთრევი ფილმია… დატვირთული მისტიკური ელემენტებით… გაჯერებული სიმბოლიზმით… მსახიობები არაჩვეულებრივად თამაშობენ… გენიალურად არის გაფორმებული მუსიკით და რაც ყველაზე მთავარია, აქვს ძალიან უეცარი დასასრული, რომელიც ნამდვილად აღტაცებულს დაგტოვებთ თუ მისი იდიოტური რიმეიქი არ გაქვთ ნანახი!!!
ფილმში მრავლადაა ეროტიკული ელემენტები, თუმცა ყველაფერი ისე ლამაზად და ესთეტიკურად არის შერწყმული, რომ საბოლოოდ ბრწყინვალე ქმნილებას ვიღებთ, რომელსაც სახელად ‘The Wicker Man’ ჰქვია!!!
Comments
Powered by Facebook Comments








tamtajaparidze said
March 30 2012 @ 16:39
მე მაქვს ნანახი მისი იდიოტური რიმეიქი
catapult games said
April 2 2012 @ 16:39
სად ვნახავ 1973 წელს გადაგებულ ვერსიას, დევს სადმე?
svani said
April 2 2012 @ 16:39
მე ტორენტიდან გადმოვწერე, მაგრამ, მგონი, ონლაინ ლინკი გაგიჩითე…
http://www.imovies.ge/movies/12136
ბესო ზანგური said
April 8 2012 @ 16:39
საპატრიარქომ უზნეობის პროპაგანდა დაგმო და თქვენ რომ ამ შიშველ ქალებს დებთ და საქართველოს რყვნით და ქართველობას გვართმევთ და ტრადიციებს არც კი ხართ იმის ღირსი საქართველოში რომ იყოთ და ქართველები გერქვეთ. სირცხვილი თქვე უჯიშოებო!
lana said
April 12 2012 @ 16:39
ვინმე ბესოვ ხუმრობთ ხომ?
giorgi said
August 22 2012 @ 16:39
მაგარია!!