მოკლედ, ბევრი ლაპარაკის გარეშე, მინდა გითხრათ, რომ საუკუნეა ამ ფილმზე პოსტის დაწერა მინდა და როგორც იქნა, ვაღირსე საკუთარ თავსაც და თქვენც… ლოგიკურად, თქვენც მიხვდებოდით, რომ ამდენი ხნით, რაღაც სისულელის გამო, თავს არ შევიწუხებდი…

სანამ, —> 1957 <--- ამის გამოისობით, ფილმს 'ძველის' და 'boooooring'-ის იარლიკს მიაკრავდეთ, გირჩევდით, რომ IMDB-ს რეიტინგს დახედოთ, სადაც ბილი ვაილდერის შედევრი საუკეთესო 250-ეულში 112-ე პოზიციაზე იკავებს თავს... ამასთანავე, გაითვალისწინეთ რომ ის წარდგენილი იყო 6 ოსკარზე და მასში ერთ-ერთ მთავარ როლს ასრულებს ისეთი გენიალური მსახიობი, როგორიც მარლენ დიტრიხია...

მსახიობების უზადო ოსტატობასაც რომ თავი ვანებოთ, აუცილებლად უნდა აღვნიშნოთ, რომ ეს ფილმი გამოირჩევა თავისი სრულყოფილი, საინტერესო და მიმზიდველი პერსონაჟებით, რომლებიც იმდენად ცხოვრებისეულნი არიან, რომ ფილმის ყურებისას გგონია, შენ ირგვლივ ხდება მთელი სასამართლო პროცესი…

არც მათი მოკლე დახასიათებების დაწერაზე იტყოდა კაცი უარს, მაგრამ რახან ლაკონიურობას შეგპირდით და თან სპოილერები არცთუ სახარბიელო რამ არის კონომოყვარულთათვის, სჯობს უყუროთ ფილმს და დასკვნები თავად გამოიტანოთ… მე მხოლოდ იმას დავძენ, რომ ჩემი საყვარელი გმირი ამ ფილმიდან მაინც ფხუკიანი ადვოკატი სერ ვილფრიდია, რომლის როლსაც ჩარლზ ლაფტონი ასრულებს…

პ.ს. ამ ფილმის არაორდინალური დასასრული, ნებისმიერ კინოშედევრს შეშურდება!!! (არ გამოტოვოთ ეს სიამოვნება…)

Comments

comments

Powered by Facebook Comments

Leave a comment

Name: (Required)

eMail: (Required)

Website:

Comment:

  Wordpress Theme Protected By Wp Spam Free, Provided by Payday Loan Online