ეს გახლავთ ბრუკლინში დაბადებული 41 წლის რეჟისორი ტოდ ფილიფსი… მისი კარიერა დაიწყო 1994 წელს, დოკუმენტური ფილმით “Hated”, თუმცა მე მისი მხოლოდ სამი ფილმი მაქვს ნანახი. მიუხედავად იმისა, რომ მისი შემოქმედების მხოლოდ 30%-ს ვიცნობ, თამამად შემიძლია განვაცხადო, რომ ამ ადამიანს ესმის თუ როგორ უნდა გადაიღოს კარგი კომედიები…

ქრონოლოგიურად რომ მივყვეთ, პირველი მისი ფილმი, რომელიც ნანახი მაქვს არის 2003 წელს გადაღებული “Old School”…

რა შეიძლება ითქვას ამ ფილმზე?! Old school მიეკუთვნება ისეთი ფილმების კატეგორიას, რომელსაც იშვიათად თუ ნახავს ვინმე რამდენიმეჯერ, თუმცა ერთხელ სანახავად საკმაოდ სახალისოა…

ჩემს მეგობრებში ბევრს აინტერესებს ხოლმე ისეთი ფილმები, რომლებსაც მხოლოდ დროის მოსაკლავად და განწყობის ასამაღლებლად უყურებს კაცი… “Old School” სწორედაც რომ ერთ-ერთი მათგანია… : ))

2009 წელს კი ტოდ ფილიფსმა გადაიღო ისეთი კომედია, რომელმაც არ გადავაჭარბებ თუ ვიტყვი, რომ მთელი მსოფლიოს მოსახლეობას გაუხანგრძლივა სიცოცხლე… : ))
თუ აქამდე გსმენიათ ვინმეს რამე ამ რეჟისორზე, დარწმუნებული ვარ, რომ 95% ამ ფილმის დამსახურებაა… ალბათ, ყველას გაქვთ ნანახი და მიხვდით კიდეც რომელ ფილმზეა საუბარი, ხოლო მათი კი ყველაზე მეტად მშურს, ვისაც ჯერ არ უნახავს, წინ ძალიან დიდი ხალისი და გართობა გელოდებათ!!!

რაღა თქმა უნდა “The Hangover”-ია ის ფილმი, რომელის შესახებაც ასე “გავილექსე”…

“The Hangover”-ის შემდეგ კი გასულ წელს, ტოდმა გადაიღო კიდევ ერთი, ძალიან მაგარი კომედია “Due Date”, რომელზეც პირადად მე, “hangover”-ზე ნაკლებად არ მიხალისია!!!

რობერტ დაუნი უმცროსის და ზაკ გალიფიანაკისის დუეტმა მართლაც, რომ საოცარი შთაბეჭდილება მოახდინა… ორივე მსახიობი ძალიან მომწონს, მაგრამ მიუხედავად ზაკის დიდი პატივისცემისა, რობერტ უმცროსი მაინც სულ სხვაა… : ))

თქვენი არ ვიცი, მაგრამ მე მხოლოდ ისღა დამრჩენია, რომ როგორმე სული გავატანო “The Hangover 2″-ის პრემიერამდე!!!

Comments

comments

Powered by Facebook Comments

Leave a comment

Name: (Required)

eMail: (Required)

Website:

Comment:

  Wordpress Theme Protected By Wp Spam Free, Provided by Payday Loan Online