“გსურთ რომ მეტი იცოდეთ რორშახის შესახებ?! კი ბატონო… მე მოგიყვებით რორშახზე…” “როცა ადამიანი ხედავს ჩამპალ საზოგადოებას… ის აღარასდროს შეაქცევს მას ზურგს!!! არ მოიქცევა თქვენსავით და არ დახუჭავს თვალს ყველაფერზე, თითქოს არაფერი ხდებოდეს… მე ერთ საქმეს ვიკვლევდი… 6 წლის გოგონა იყო გატაცებული… მაშინ ახალგაზრდა და გულისხმიერი ვიყავი დამნაშავეთა მიმართ… სიცოცხლეს ვუნარჩუნებდი. გავარკვიე სად შეიძლებოდა, რომ ჰყოლოდათ… გადავატრიალე ყველაფერი, მაგრამ ამაოდ!!! ცოტა ხანში კი მე ის ვიპოვნე… მკვლელი მემუდარებოდა რომ ციხეში ჩამესვა, თუმცა ცოფიან ძაღლებს არ აპატიმრებენ!!! ხელი ყოველ მომდევნო დარტყმაზე უფრო და უფრო მიკანკალებდა, თბილი სისხლი კი სახეში მესხმებოდა…

ყველაფერი, რაც უოლტერ კოვაჩისგან იყო დარჩენილი, სწორედ იმ დღეს მოკვდა, პატარა გოგოსთან ერთად… მას შემდეგ იყო მხოლოდ რორშახი!!! ხვდებით ექიმო?! ღმერთს არ მოუკლავს ის პატარა ბავშვი და არც ბედისწერას უჭმევია ძაღლებისთვის… თუ უფალი ხედავდა იმ ღამეს რაც ხდებოდა, მაშინ ის წინააღმდეგი არ იყო!!! მას მერე ზუსტად ვიცი… ღმერთს არ შეუქმნია სამყარო ასეთად!!! ეს ჩვენ ვქენით – ადამიანებმა…”

Watchmen ორსაათნახევარზე მეტ ხანს გრძელდება, თუმცა ძალიან არ უნდა გიყვარდეს კინემატოგრაფი, რომ თუნდაც რამდენიმე წუთით მოწყდე ამ ფილმის დინამიკას… ჩემი აზრით, კრისტოფერ ნოლანი იყო პირველი, ვინც სცადა კომიქსებისთვის მეტი სერიოზულობა შეეძინა… მოახდინა ტრანსფორმირება და მოახერხა მოეშორებინა მათთვის “არასერიოზულობის” კლიშე… ზაკ სნაიდერმა, კიდევ უფრო მაღალ დონეზე აიყვანა კრისტოფერის წამოწყებული საქმე და შექმნა შედევრი, რომელსაც ჟანრში ანალოგი არ მოეპოვება…

ეს ფილმი არ არის მათთვის, ვისაც ფიქრი ეზარება და ვინც კინოს დროის გაყვანის მიზნით უყურებს… არც მათთვის, ვისაც კომიქსების ყურება სპეცეფექტების და “ექშენ” სცენების ხილვის იმედით განუზრახავს…
მისი შინაარსი გაცილებით ღრმაა, ვიდრე კომიქსის გმირების მორიგი ბანალური ისტორია. რორშახის პერსონაჟი კი – თამამად შეგვიძლია დავაყენოთ, ისეთი გენიალური კინოგმირების გვერდზე როგორებიც არიან: “ნეო”, “ჯოკერი”, “ვი”…

რორშახის ტესტი – არის ფსიქოლოგიური ტესტი, რომელიც ხშირად გამოიყენება ადამიანის ფსიქიკური დარღვევების აღმოსაჩენად. დაკვირვების ქვეშ მყოფ პირს, აძლევენ ათიოდე სურათს, სადაც ზუსტად ისეთი სიმეტრიული ფიგურებია გამოსახული, როგორიც რორშახის სახეზე… პაციენტმა უნდა მოახდინოს მოცემული სურათების ინტერპრეტირება და შესაბამისად დაისმება დიაგნოზიც. ტესტი ეფუძნება მოსაზრებას, რომ ის, რასაც ადამიანი ხედავს ამ ფოტოებზე, განსაზღვრავს მის პიროვნებას…

ფილმი იწყება კომედიანტის მკვლელობის სცენით… ტელევიზორში ჩართული გადაცემების კონტრასტი, გენიალური მუსიკა და თვითონ ჩხუბის სცენაც, იმდენად იდეალურადაა გადაღებული, რომ დაძაბული ზიხარ ეკრანის წინ და მოუთმენლად ელოდები სიუჟეტის განვითარებას… მიუხედავად იმისა, რომ შენელებული კადრებით იწყება “watchmen”, დარწმუნებული ვარ, ბევრ თქვენგანს არასოდეს შეუმჩნევია ის დეტალი, რომელსაც ახლა გაჩვენებთ…

ერთი შეხედვით, არაფრისმთქმელი სქრინია, მაგრამ თუ გავიხსენებთ იმას, რომ სწორედ ზაკ სნეიდერია “300”-ის რეჟისორიც, მაშინ შეიძლება ამ ფოტომ “მოსატანი” მეიტანოს… ^^

ამ პოსტში აუცილებლად იქნება სპოილერები!!!

“Watchmen”, სუპერგმირების მეშვეობით, წარმოაჩენს დღევანდელი საზოგადოების თითქმის ყველა ნაკლოვანებას… ეს არის ერთადერთი “superhero movie”, სადაც ისეთი საინტერესო სუპერგმირი გვხვდება, როგორიც “კომედიანტია”… ის არის დღემდე ჩემთვის ცნობილი ერთადერთი სუპერგმირი, რომელსაც არ გააჩნია მორალი და პრინციპები… კომედიანტში იმდენი ზიზღი და ბოროტებაა, რომ მას სიამოვნებას ანიჭებს ხალხის ხოცვა-ჟლეტვა… ის უპრობლემოდ ახლის ტყვიას ფეხმძიმე ვიეტნამელსაც!!! ჩემი აზრით, მისი პერსონაჟი ყველაზე მეტად ცხადყოფს, რომ ხალხი ხანდახან არსწორ ადამიანებს იხდის გმირად, ცრუ იდეალებს ეთაყვანება!!! მიუხედავად იმისა, რომ მათ ნებისმიერ დროს შეუძლიათ სიტუაციის გამოსწორება, ისინი, “დოქტორი მანჰეტენივით” ჩუმად ყოფნას და ყურებას ამჯობინებენ!!!

დიალოგი ფილმიდან:
-ის ფეხმძიმედ იყო და შენ მას ესროლე!!! (მანჰეტენი)
-ზუსტადაც!!! მაგრამ იცი რას გეტყვი?! შენ ამ დროს იქ იყავი და ყველაფერს ხედავდი!!! შენ შეგეძლო იარაღი თოვლის გუნდად გექცია, ხოლო ტყვიები კი დედამო**ლ ფანტელებად, მაგრამ ეს არ გააკეთე!!! რეალურად შენ ფეხებზე გკიდია ადამიანები…
შენ უკვე კარგავ მათთან კონტაქტს! ღმერთო შენ დაგვიფარე…

თუმცა არიან რორშახისნაირი მებრძოლი ინდივიდები, რომლებიც არასდროს არ ეგუებიან სისტემას!!! ალბათ გახსოვთ, როცა ზემოთ რორშახს “ნეოს” და “ვი”-ს ვადარებდი, ისინი ამ ნიშან-თვისებითაც აბსოლუტურად ჰგვანან ერთმანეთს…
“და თვით არმაგედონისა და აპოკალიფსის წინაც, მე არ წავალ სიცრუეზე!!! არასდროს ჩავიდენ უსამართლობას!!!” (რორშახის სიტყვები)

კაცობრიობას, მისი მანკიერი ხასიათის გამო, სწორედაც რომ სიცრუე ურჩევნია არსებულ რეალობას, თუმცა რორშახი არ მიდის არანაირ კომპრომისზე და მსხვერპლად ეწირება თავის პრინციპებს!!!

ოზიმანდიასი, ამ ფილმის ერთ-ერთი ყველაზე ჭკვიანი და გონებამახვილი პერსონაჟია… ის ნიკოლო მაკიაველის დევიზით ხელმძღვანელობს და თვლის, რომ მიზანი ამართლებს საშუალებას!!! მთელი ფილმი ჩვენ, მის იდეალურად განხორციელებულ, ერთი შეხედვით მზაკვრულ, ხოლო მეორე მხრივ კაცობრიობის გადარჩენის რეალურ გეგმას ვუყურებთ…

ეს ყოველივე კი კვლავ რამდენიმე სერიოზულ პრობლემას ცხადყოფს: პირველი, რომ შეუძლებელია დღევანდელ საზოგადოებაში ეპოტინებოდე დიად მიზნებს, ყოველგვარი მსხვერპლშეწირვის და დათმობის გარეშე!!! მეორე და მთავარი კი ისაა, რომ ხანდახან კარგად შეფუთულმა ტყუილმა, უფრო მეტი დადებითი შეიძლება მოიტანოს, ვიდრე მწარე სიმართლემ…

და ბოლოს, თვით დოქტორი მანჰეტენი… ადამიანი, რომელიც უნებლიე შეცდომამ ყოვლისშემძლე გახადა… ის გახდა ღმერთი ადამიანთათვის… ძალიან ირონიულია ერთი მომენტიც, სნაიდერი აქცენტს აკეთებს, რომ ეს “ღმერთი” ამერიკელია!!! ალბათ, ყველას გახსოვთ ტარანტინოს “უსახელო ნაბიჭვრები”, სადაც კვენტინის თვალით დანახულ, არარეალურ მეორე მსოფლიო ომის კადრებს ვადევნებთ თვალყურს… ზუსტად ასეა, “watchmen”-შიც, ოღონდ ჩვენს შემთხვევაში, სნაიდერის თვალით დანახულ ვიეტნამის ომს ვუყურებთ, სადაც სწორედ ზემოთხსენებული “ღმერთი” თამაშობს გადამწყვეტ როლს…

მე “ღმერთის” ანალოგიას ტყუილად არ ვიშველიებ, რაზეც ეს ციტატაც მეტყველებს:

-საბჭოთა კავშირს 51 000 ჭურვი აქვს. ჯონმა 99%-იც რომ შეაჩეროს, ის 1% სიცოცხლეს გაანადგურებს მთელ დედამიწაზე… თვით დოქტორ მანჰეტენსაც კი არ შეუძლია ერთდროულად ყველგან ყოფნა!!!

დოქტორი მანჰეტენი მართლა გახდა ღმერთი ადამიანთათვის, თუმცა ამ პოზიციიდან, მან ვეღარ გაუგო უბრალო მოკვდავთ… რაც დრო გადიოდა, მით უფრო იზრდებოდა გაუცხოება ჯონსა და ადამიანებს შორის… “ღმერთმა” ჩაიქნია ხელი ჩვენზე და ჩვენი მომავალი ბედისწერას მიანდო… თუმცა, ერთი შანსი მაინც მისცა კაცობრიობას, როცა სთხოვა მის იუპიტერს, რომ გადაერწმუნებინა…
საბოლოოდ კი, ღმერთს თავის თავზე მოუწია ყველა ბოროტებისა თუ ცოდვის აღება, რათა კაცობრიობას კვლავ ეარსება… ეცხოვრა ტყუილში და სიბინძურეში!!! გაეგრძელებინა მისი უსუსური და გულისამრევი არსებობა!!! ერთ საინტერესო და სქელყდიან წიგნს ხომ არ გაგონებთ?! თუ ვერ ხვდებით რომელს, აი პატარა მინიშნება თქვენთვის…

“როცა იმ ქალაქის ქუჩებში სეირნობ, სადაც ადამიანები სიგიჟეს შეუპყრია, ხალხის გარშემო, რომლებიც ტარაკნებად არიან ქცეულნი… ბრბოს წრეში, რომლებიც ჰეროინზე და ბავშვების პორნოგრაფიაზე საუბრის მეტს არაფერს აკეთებს… შენ ნამდვილად კომფორტულად გრძნობ თაავს?!” (რიტორიკული შეკითხვა რორშახისგან)

Comments

comments

Powered by Facebook Comments

4 Comments so far »

  1.  

    აუძალიანმაგარია said

    May 14 2013 @ 20:30

    ზე ფილმია !
    5 ჯერ მაქვს ნანახი და ეგ 300-იც შევამჩნიე და ის 300 გავიფიქრე რომელზეც შენ ზევით გიწერია : )

    ვისაც ეს ფილმი ნანახი აქვს და არ მოეწონა, უბრალოდ მადლობა : )
    მადლობა, რომ ასე ადვილად გამაგებინეს თუ რა შეუძლია მათ გონებას :დ

  2.  

    ბილ ჰიქს said

    May 15 2013 @ 20:30

    “… მიუხედავად იმისა, რომ მათ ნებისმიერ დროს შეუძლიათ სიტუაციის გამოსწორება, ისინი, “დოქტორი მანჰეტენივით” ჩუმად ყოფნას და ყურებას ამჯობინებენ!!!”…
    adamians samkaroshi gaachnia mexsiereba mogonebebisatvis da archevanis gaketebis ufleba (roca miecema amis shansi), miuxedavat imisa moscont tu ara sxvebs es archevani.
    “სიტუაციის გამოსწორება” carmoadgens sxvebis archevanshi charevas da mat shecvlas ise rogorc shen ginda da ggonia rom scoria. amastan is sheidzleba ar ikos scori sxvebistvis vistvisac fikrob rom ascoreb situacias.
    chaerevi 1 adamianis archevanshi, shemdeg chaerevi 2shi, chaerevi 10shi, 20000shi da ase shemdeg sanam ar mixvdebi rom ver gacvdebi kvelas da kvelafris “gamoscorebas” ise rogorc shen ginda. uceb agmoachen sakutar tavs rom erti mxaris dasaxmareblad anadgureb me2 mxares, rogorc dr. Manheteni vietnamshi.
    mere kide ufro saintereso ickeba. gamochndeba xalxi romelsac ar moeconeba shens mier gaketebuli da agretve sheecdeba “სიტუაციის გამოსწორება”s rogorc ოზიმანდიასი, romelic “თვლის, რომ მიზანი ამართლებს საშუალებას!” da sinamdvileshi gaaketebs igives rasac cinamorbedebi. situacias kvela ascorebs, ise rogorc tviton miachniat.
    ase rom, “სიტუაციის გამოსწორება” da fikrebi rom vinmes “შეუძლია სიტუაციის გამოსწორება” aris iluzia da isic droebiti, sanam ar mixvdebi da “დოქტორი მანჰეტენივით ჩუმად ყოფნას და ყურებას” ar amjobineb, sadac ar mogicevs im shecdomebis dashveba, romelsac uechveli inaneb da ubralod daakvirdebi situacias da gaaketeb im archevans romelic shen ginda da ara “situaciis gamoscorebas”, radgan situacias.. situacias gamoscoreba ar chirdeba. adamianebs chirdebat gamoscoreba da amis gaketeba mxolod tviton sheudzliat.
    so.. that’s why god left us here.. chven problemebtan ertad :))
    P.S. araferi ar momicevia, nametani adre gavigvidze 😀

  3.  

    svani said

    May 15 2013 @ 20:30

    ჰაჰაჰა, მოწიე კი არა, იშვიათად საინტერესო კომენტარი იყო…
    პოსტი შეავსო თითქოს… ^_^

  4.  

    rezz said

    June 12 2013 @ 20:30

    ოზიმანდიასი…

Comment RSS · TrackBack URI

Leave a comment

Name: (Required)

eMail: (Required)

Website:

Comment:

  Wordpress Theme Protected By Wp Spam Free, Provided by Payday Loan Online