სანამ იმ ფილმების მცირე დახასიათებებზე დავწერდე პოსტს, რომლებიც საკმაოდ მრავლად ვნახე ამ ბოლო დროს, არ შემიძლია არ აღვნიშნო ფილმი, ომელსაც სასწაულად ველოდი!!!

ველოდი იმიტომ, რომ ძალიან მიყვარს ფილმები მუტანტებზე, არაჩვეულებრივი შესაძლებლობების ადამიანებზე და ასე შემდეგ, თუმცა იშვიათადაა ხოლმე ისეთი ღირებული კინოები ამ ჟანრში, როგორებიც “X-men”-ები, “The Incredibles”, “Watchmen”, “Iron Man”-ები და კიდევ რამდენიმეა… ^^

ამ ფილმის მოლოდინი მისმა IMDB რეიტინგმა, ერთი ორად გამიზარდა… ის, 234-ე პოზიციაზე იწონებს თავს, თამამად IMDB-ს საუკეთესო 250-ეულში… არ მოვერიდები ამის თქმას და სასწაული ფილმია თავის ჟანრში…

გამიკვირდა 3D-ში რომ არ იყო, რადგან მრავლად იყო სპეცეფექტებით დატვირთული (რაც არცთუ გასაკვირი იყო…) და ძალიან ბევრი იყო ისეთი მომენტი, რომელიც 3D-ში ძალიან მაგარი გამოვიდოდა…

როგორც კი ფილმი დაიწყო, ეგრევე მივხვდი, რომ მეთიუ ვონს, just for fun და შემოსავლიანობის ხათრით არ დაუწყია ამ ფილმის გადაღება… რადგან, მან მისი გადაღება ჩემი უსაყვარლესი მომენტით დაიწყო, პირველი X-men-ებიდან…

Awsome scene

ძალიან, ძალიან მაგარი ფილმია, თავის სპეცეფექტებით, თავის საუნდტრეკებით რომელთაგან მთავარი ძალიან ჰგავს ციმერის საუნდტრეკს “ინსეფშიენიდან”, ძალიან მაგარი ქასთით, სცენარით, შინაარსით… ჰიუ ჯეკმანს ხომ საერთოდ სასწაული როლი აქვს…
მოკლედ, ფრიად მოხიბლული ვარ ამ ფილმით და არ გაგისპოილერებთ… უბრალოდ გირჩევთ, რომ წახვიდეთ და ნახოთ, რადგან კინოში გაცილებით მაგარი ეფექტი აქვს ამ ყველაფერს…

პ.ს. ყველაფერი უფრო საინტერესოა, როცა ყველა ნაწილი გაქვს ნანახი და უყურებ როგორ იწყებოდა ყველაფერი… ^^

პ.პ.ს. ფილმში იყო ერთი საკმაოდ ადვილად შესამჩნევი შეცდომა, მაგრამ ნუ წაიკითხავთ თუ არ გინდათ რომ გაგისპოილერდეთ ეს მომენტი…

როცა მისტიკი იღებს სებასტიან შოუს სახეს, მას თავზე ის ჩაფხუტი უკეთია, რომელიც ჩარლზ ქსავიერს უშლის ხელს მის გონებაში შეძრომაში, თუმცა მისტიკს არ ჰყავდა შოუ იმ მომენტში ნანახი და შეუძლებელი იყო, ზუსტად იმ აღწერილობით მიეღო მისი სახე, როგორც ის იმჟამად გამოიყურებოდა…. ^^

Comments

comments

Powered by Facebook Comments

14 Comments so far »

  1.  

    ბბბ said

    June 27 2011 @ 20:30

    მისტიკი რამდენადაც ვიცი ადამიანს ილუზიას უქმნის და მისი მოგონებებით ქმნის ვიღაცის სახეს არა? რატომღაც ასე მახსოვს კომიქსებიდან შეიძლება მეშლება

  2.  

    svani said

    June 27 2011 @ 20:30

    ეგრეა, მაგრამ მან თუ მნახა გუშინ და დღეს სხვა ტანსაცმელი მაცვია, მან მაინც ჩემი გუშინდელი იერი უნდა მიიღოს და არა დღევანდელი… : )) that’s the point… ^^

  3.  

    Wise Camel said

    June 29 2011 @ 20:30

    სამურავის სცენა Youtube-ზე ვნახე ტრეილერის კომენტარების შემდეგ და კინაღამ სიცილით მოვკვდი, მაგარია რა wolverine, ისე კაია ხანდახან სუპერგმირებზეც რომ გამოსდით კარგი ფილმები, თუმცა Dark knight მაინც სხვა დონეა, მიუხედავად იმისა რომ ეს ფილმი არ მაქვს ნანახი არამგონია Dark Knight-ს სჯობდეს.

  4.  

    svani said

    June 29 2011 @ 20:30

    Dark Knight-ს ჰით ლეჯერის გადამკიდე, კაი ხანი ვერ აჯობებს ვერცერთი სუპერხიროუ მოვი, მაგრამ მჯობნის მჯობნის ფაქტორიც გასათცვალისწინებელია… ^^

  5.  

    gio_samsiani said

    June 30 2011 @ 20:30

    უბრალოდ კინოში უნდა ნახო ტრანსფორმერები სამი საოცარი 3დ და ეფექტები აქ თავის ჟარში ყველაზე მაგარია

  6.  

    joke_maker said

    July 2 2011 @ 20:30

    ისევ იგივე თხოვნით უნდა მოგმართო, ეს ფილმი DVD ხარისხით თუა სადმე დადე რა ლინკი. ჩემ იდეაზე მუშაობას როდის დაიწყებ??

  7.  

    svani said

    July 2 2011 @ 20:30

    ამის დივიდი, ჯერ კაი ხანი არ იქნება, წესით… ^^

  8.  

    ქეით ალუკარდი said

    July 15 2011 @ 20:30

    აი სასწაულად ველოდებოდი <3<3<3
    ძალიან ძალიან ძალიან მომეწონა <3
    ისეთი ფილმია რომელიც არ გინდა დამთავრდეს <3
    ნეტა კიდევ გადაიღებენ? ამჯერად ვინ იქნება?
    უამრავი კითხვა მაწუხებს და საშინლად გამიხარდა ვცქმუტავდი რომ ვუყურები არ მჯეროდა რომ ბოლოს და ბოლოს ვეღირსე და გამოვიდა :)))))

  9.  

    ლოლი said

    July 19 2011 @ 20:30

    ჰოო ის მისტიკი მეც შევამჩნიე მაგრამ მალევე შემოვიკიდე
    ყველაზე კაი იქს მენი იყო მგონი ეს

  10.  

    ლოლი said

    July 19 2011 @ 20:30

    ისე ამის დივიდე პირატებაყ.ორგ-ზე დევს

  11.  

    inzest said

    July 21 2011 @ 20:30

    არ ვიცი თქვენ სხვა ერთი მთავარი შეცდომა რატომ ვერ შეამჩნიეთ. ფილმი რომ სრულდება, იქ ბოლოში და ჩარლზ ქსავიერს ფეხებში გრძნობა აღარ აქვს, არ უნდა ყოფილიყო მასე, რადგან ვისაც იქს ადამიანები – უკანასკნელი ბრძოლა აქვს ნანახი ემახსოვრება, რომ ჩარლზ ქსავიერი უკვე ასაკში იყო, რომ ჯერ კიდევ ფეხზე დადიოდა. გაიხსენეთ იქსმენების იმ ნაწილის დასაწყისი, ჩარლზი და მაგნეტო რომ მივლენ პატარა ჯინთან, მაგ დროს ჩარლზი ჯერ კიდევ დადიოდა და ამ ახალ ნაწილში კი გამოიყვანეს ისე, რომ ტელეპატი ქსავიერი ახალგაზრდა იყო როცა დახეიბრდა :)

  12.  

    Gett0 said

    August 30 2011 @ 20:30

    ზდაროვათ, ფილმი კი იყო კაი მარა ძალიან არეული რადგან : ეს ფილმი უნდა შეადაროთ მაგის წინა 4 ნაწილთან და ნახავთ როგორ განსხვავდება ყველა ერთმანეთისგან :) მაგალითად ეს პროფესორი ქსავიერი 4 ნაწილში კიდევ ფეხებზე დგას მაგრამ ჩანს რო ქსავიერი უკვე ხანშია შესული, და ამ მე-5 ნაწილში ქსავიერი დაინვალიდდა ახალგაზრდობაში, მერე მაგნეტო და ქსავიერი მე-3 ნაწილში ერთად იყვნენ ერთად მუშაობდნენ და მე-5 ში კი ბოლოს ერთმანეთს ეჩხუბებიან. ძალიან ბევრია ასეთი მომენტი ამის გარდა.

  13.  

    ენდი said

    November 19 2011 @ 20:30

    რაღაც გეშლება ბრო ) მიისტიკს ნანახი ჰყავდა შოუ ჩაფხუტში, როცა სება შევიდა იმ ოთახში თავზე ეფარა იის ყლ.ობა, მერე, როცა გაარკვია ტელეპატი რო არ იყო იქ მაშინ მოიხადა ასე, რომ მისტიკა ვონ!

  14.  

    svani said

    November 19 2011 @ 20:30

    ნაღდად არ მახსოვს ენდი, შეიძლება შემეშალა მე, ერთხელ მაქვს ნანახი და მაშინ ეგეთი შთაბეჭდილება დამრჩა… თუ ვნახავ მეორედ, აუცილებლად დავაკვირდები… : ))

Comment RSS · TrackBack URI

Leave a comment

Name: (Required)

eMail: (Required)

Website:

Comment:

  Wordpress Theme Protected By Wp Spam Free, Provided by Payday Loan Online